Braveheart / მამაცი გული

0

,,ყველა ადამიანი კვდება,მაგრამ ცოტა ახერხებს ღირსეულად სიკვდილს.”
,,მამაცი გული” არის ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი. ისტორია, სამშობლოს თავისუფლებისა და სატრფოს მკვლელობისათვის შურისძიების მწველი სურვილით შეპყრობილი, შოტლანდიელი,მამაცი უილიამ უოლესისა,რომელიც თავისი სიმამაცისა და დაუმორჩილებელი ბუნების წყალობით ახერხებს, რომ შეძლოს შეუძლებელი და თავისი სისხლით გაუკვალოს შოტლანდიას გზა ინგლისის სამეფოს ტირანიიდან – თავისუფლებამდე.
“– დიახ,მე უილიამ უოლესი ვარ. ბრძოლის ველზე ვდგავარ და ვუყურებ შოტლანდიის მიწის შვილებისაგან შემდგარ არმიას, რომელიც მოვიდა აქ, რათა ინგლისის სამეფოს ტირანიას ებრძოლოს. თქვენ აქ მოხვედით, როგორც თავისუფალი ადამიანები და იბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამბობს,რომ ეს ასე არააა? (უილიამ უოლესი)
– ვიბრძოლოთ? მათ წინააღმდეგ? ინგლისელები ძალიან ბევრნი არიან. უმჯობესია გავიქცეთ და გადავრჩებით. (ჯარისკაცი)
– დიახ, თუ იბრძოლებთ თქვენ შეიძლება მოკვდეთ და თუ გაიქცევით იცოცხლებთ. თუმცა დიდი ხნის შემდეგ, როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვებით, დარწმუნებული იყავით, რომ თითოეულ თქვენგანს ექნება სურვილი, რომ გაცვალოს თავისი სიცოცხლის ყოველი განვლილი წელი, წუთი თუ წამი, ამ ერთ წამზე, ამ უბრალო წამზე, რომ დადგეს თავისი მტრის წინაშე და უთხრას, რომ მათ შეუძლიათ წაიღონ მისი სიცოცხლე, მაგრამ არა მისი თავისუფლება. (იულიამ უოლესი)
იულიამი კვდება ისე, რომ მას თავისუფალ სამშობლოში არ უცხოვრია, თუმცა მისი დიადი მიზანი ისევ ცოცხლობს. არცერთი მცდელობა არ რჩება უკვალოდ. ალბათ, სწორედ ეს არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ამ ფილმიდან უნდა გვახსოვდეს.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply