საუკეთესო რამ, რასაც გირჩევდი – შერვუდ ანდერსონის წერილი შვილს

0

ისწავლე რაიმე ისე კარგად , რომ ყოველთვის შეგეძლოს მასზე დაყრდნობა – ეს საუკეთესო რჩევაა, რასაც მოგცემდი. ბობი გაზეთის ბიზნესს მიჰყვება და სხვა მისწრაფებებიც აქვს. ის კარგ ტრეინინგებს იღებს შედარებით პატარა ქალაქში. რაც შეეხება მეცნიერულ საგნებს, ყველა მათგანს დიდი დრო და მუდმივი წვრთნა სჭირდებათ. თუ ამისთვის ხარ დაბადებული, ამაზე უკეთესი არაფერია – ალბათ გრძელვადიან პერიოდში საკუთარ დასკვასაც გამოიტან.
ხელოვნება შესაძლოა ადამიანს მეტ კმაყოფილებას ანიჭებს, მაგრამ განუსაზღვრელი რამაა. ძნელია თავი ირჩინო ამით.
თუ თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას, ისევ მწერალი ვიქნებოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს პირველ ყურადღებას იმის სწავლას მოვახმარდი, თუ როგორ ვაკეთო რაღაც საკუთარი ხელით. არაფერი ისეთ კმაყოფილებას არ გვანიჭებს, როგორც რაიმეს კეთება.
ერიდე რჩევებს ადამიანებისგან, რომელთაც ჭკუა არ აქვთ და არ იციან რას ამბობენ. პატარა ბიზნესმენთა უმეტესობა გეტყვის – „შემომხედე“. ისინი ბედნიერები არიან, რადგან ცოტა ფული შეაგროვეს და თუ რაღაცას წარმოადგენენ მცირე წრეში, ფიქრობენ რომ საკმარისად კომპეტენტურები არიან იმისთვის, რომ ყველას რჩევა მისცენ.
შემდეგი მნიშვნელოვანი რამ რითაც უნდა დაკავდე, კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაა. ეს რთული და ნელი სამუშაოა. მხოლოდ ერთეულები აღწევენ ამას. საბოლოოდ ყველა განსხვავებაც ესაა სამყაროში.
მუდმივად მიკვირს, რა იციან პატარა მხატვრებმა მხატვრობის შესახებ, მწერლებმა მწერლობის, ვაჭრებმა ბიზნესის და მწარმოებლებმა წარმოების შესახებ. ადამიანთა უმეტესობა დინებას მიჰყვება. უბრალოდ არსებობს გამჭრიახობის მსგავსი რამ,  რომელიც ბევრ ადამიანს აქვს და ეს ეხმარებათ მათ ფულის შოვნაში.
მსურს რაც შეიძლება მეტ ადამიანს დააკვირდე. ეს ყველაფერზე მეტად დაგეხმარება. როგორ უნდა მოახერხო ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ გზას აუცილებლად გამონახავ.
სიყვარულით,
მამა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply