რატომ სჭირდება პიროვნული განვითარების პროგრამა თქვენს შვილს

0

მშობლისთვის შვილის ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებული მომავალი უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს. ოჯახში, სადაც ორივე მშობელი მუშაობს და დღის განმავლობაში დაკავებულია, მათ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის ბუნებრივია საკმარისი დრო აღარ რჩებათ.

ბავშვების დღის რეჟიმიც საკმაოდ დატვირთულია. სკოლის საგნების, უცხო ენების, წრეების, რეპეტიტორებისთვის განსაზღვრული დრო ფაქტობრივად სრულ დღეს მოიცავს. გადაღლილობისა და დროის დეფიციტის გამო, ბავშვსა და მშობელს შორის ვერ ხერხდება ჯანსაღი ემოციური კავშირის დამყარება, რაც ორივესთვის ზიიანის მომტანია.
მეორეს მხრივ მშობლები, რომელებიც არ არიან დაკავებული ოჯახის გარე საქმიანობით, ხშირ შემთხვევაში ჰიპერმზრუნველობით ხასიათდებიან. ჭარბი მზრუნველობის გამოვლენის შედეგად ბავშვის თავისუფლება იზღუდება, დაბალია დამოუკიდებლობის შეგრძნება, ვერ ვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა და ფერხდება ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის პროცესი.
ხშირად, თავს იჩენს სწავლასთან დაკავშირებული, ქცევითი და ემოციური გაუწონასწორებლობის პრობლემა, ყურადღების დეფიციტი, თანატოლებთან კონფლიქტები. პატარა ასაკიდან ყალიბდება ინტერნეტდამოკიდებულება,
მწვავე პრობლემას წარმოადგენს მშობლების მიერ სოციალური სივრცის უკონტროლობის საკითხი, რაც მოზარდებში მომატებული ბულინგისა და სიუციდის შემთხვევებში აისახა.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მშობლები გვიან აცნობიერებენ იმ სახიფათო ცვლილებებს, რომლებსაც ბავშვები განიცდიან, ახორციელებენ არასწორ, მათ შორის დამსჯელობით ღონისძიებებს, რაც არაეფექტური, მიუღებელი და დამაზიანებელია!

სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, დიმიტრი უზნაძის სახელობის სასწავლო- საკონსულტაციო ცენტრთან არსებულ “ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სახელოსნო”-ში შემუშავდა პიროვნული ზრდისა და განვითარების პროექტი, სადაც არტთერაპიის, განმავითარებელი სპეციალური ინტელექტუალური სავარჯიშოების, ბიბლიოთერაპიის სინთეზირებული პროგრამის შედეგად, მოხდება თვითშეფასების, ემოციური რექციების გამოხატვის და მათი მართვის უნარების ფორმირება. საკუთარი ცხოვრების პერსპექტივების, მიზნების მიღწევისათვის გზებისა და მეთოდების დამოუკიდებლად შემუშავების უნარი.

თუ გსურთ, რომ:

 ბავშვმა გადალახოს სიმორცხვე, ჩაკეტილობა, მეტი დრო დაუთმოს გაკვეთილებს და სასარგებლო საქმიანობას
 ისწავლოს საკუთარი თავის, სხვების გაგება და პატივისცემა, შეძლოს ოჯახის წვრებთან და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება, გააანალიზოს საკუთარი ქცევა და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები
 პასუხისმგებლობით მოეკიდოს სიტყვებსა და საქციელს, გამოავლინოს საკუთარ თავში დარწმუნებული, წარმატებული და კეთილგონიერი ადამიანის თვისებები
 გამოუმუშავდეს ფსიქოლოგიური მზაობა და სურვილი ხალისით ისწავლოს სკოლაში
 ორგანიზება გაუკეთოს საკუთარ საქმიანობას, სამუშაო ადგილს

“ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სახელოსნო”-ს განმავითარებელ პროგრამაში მონაწილეობა გზაა ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისათვის.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply