შენი დამოკიდებულებები განსაზღვრავს შენს ცხოვრებას

0

ერთხელ გოგონამ მამასთან დაიჩივლა, რომ მისი ცხოვრება პრობლემებით იყო სავსე და არ იცოდა თუ როგორ ეცხოვრა ამ პრობლემებში. გოგონა როგორც კი ერთ პრობლემას მოაგვარებდა მეორე პრობლემა იჩენდა თავს.

მამამ ქალიშვილი სამზარეულოში შეიყვანა, აიღო სამი ქოთანი, წყლით აავსო სამივე მათგანი და მაღალ ცეცხლზე დადო. როგორც კი წყალმა დუღილი დაიწყო. მამამ ერთ ქოთანში კარტოფილი ჩააგდო, მეორეში კვერცხი და მესამეში ყავის მარცვლები.
ოცი წუთის შემდეგ მამამ გაზი გამორთო. კარტოფილი ამოიღო და თასში ჩადო, შემდეგ მოხარშული კვერცხი ამოიღო და ისიც თასში მოათავსა. შემდეგ დიდი კოვზით ამოიღო ყავის მარცვლები ფინჯანში ჩადო, გოგონას მიუტრიალდა და კითხა: “შვილო, რას ხედავ?”
გოგონამ სწრაფად უპასუხა: კარტოფილს, კვერცხს და ყავის მარცვლებს.”
მამამ უპასუხა: “ახლოდან შეხედე და კარტოფილს დააკვირდი.” გოგონა შეეხო კარტოფილს და შეამჩნია, რომ რბილი იყო. შემდეგ მამამ თხოვა გოგონას, აეღო კვერცხი და გაეტეხა. კვერცხის გატეხვის შემდეგ გოგონამ შენიშნა, რომ კვერცხის შიგთავსი გამაგრებული იყო. ბოლოს კი მამამ თხოვა მოესვა ყავა. ყავის მდიდარმა არომატმა გოგონას სახეზე ღიმილი მოჰგვარა.
ამის შემდეგ იკითხა: “მამა ეს რას ნიშნავს?”
მამამ უპასუხა, რომ კარტოფილი, კვერცხი და ყავის მარცვლები ერთი და იგივე სირთულის წინაშე (ადუღებული წყალი) იდგენენ.
თუმცა თითოეული მათგანი ამას განსხვავებულად გაუმკლავდა.
კარტოფილი მაგარი და ძლიერი იყო, თუმცა ადუღებულმა წყალმა ის დაარბილა და დაასუსტა.
კვერცხი მსხვრევადი იყო, მის თხევად შიგთავსს თხელი ნაჭუჭი იცავდა, თუმცა ცხელმა წყალმა კვერცხის შიგთავსი გაამაგრა.

ყავის მარცვლები ყველასგან განსხვავებული იყო. ცხელ წყალში მოხვედრის შემდეგ, ყავის მარცვლებმა წყალი შეცვალა და რაღაცა ახალი შექმნა.
“აქედან შენ რომელი ხარ?” კითხა მამამ შვილს. “როდესაც სირთულე მოგიკაკუნებს კარზე, როგორ შეხვდები შენ მას? რომელს აირჩევ რომ იყო კარტოფილს, კვერცხს თუ ყავის მარცვლებს? ”

მოამზადა  თამთა ბერუაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply