ანჯელინა ჯოლი ოჯახზე, კარიერასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე

0

ანუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ბედნიერები და წარმატებულები ვიყოთ

კინოში ხშირად მეამბოხის და პროვოკატორის როლის შემსრულებელი ანჯელინა ჯოლი, რეალურ ცხოვრებაში სამაგალითო დედაა. მას სამი საკუთარი და სამი აყვანილი შვილი ჰყავს. ჯოლი აღიარებული ქველმოქმედია. მისი ბოლო ნამუშევრის, დისნეის ზღაპარის ბოროტმოქმედი ქალის, მალეფისენტას როლის შესრულების შემდეგ ჯოლიმ განაცხადა: „მშვიდი ცხოვრება საჩემო არ არის.“

„თუ საქმე არ გაშინებთ, მას ხელი არ უნდა მოკიდოთ!“

an1

არ მომწონს უბრალო ცხოვრება, არ ვიცი, თუ როგორ დავტკბე სრულად მისით. მთელი წელი მშვიდად და მარტოობაში რომ მეცხოვრა, უბედური ვიქნებოდი. ვიფიქრებდი, რომ ჩემი არსებობა უაზრობაა.

როდესაც მოწყენილი ვარ, ვშლი მსოფლიო რუკას და დიდხანს ვუყურებ მას – მანამ, სანამ კვლავ არ მივხვდები, რომ ცხოვრება წარმოუდგენელი თავგადასავალია.

10 წლის ასაკში ძალიან მხიარული ბავშვი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ თავში ჩავიკეტე. ასე ხშირად ხდება, როდესაც თქვენ პირისპირ ეჯახებით რეალობას და იმედი გიცრუვდებათ. მოგვიანებით კი, როცა გავიზარდე და თავად გავხდი დედა, ყველაფერი დამიბრუნდა – მხიარულება და რეალობის მარტივი აღქმა.

„მე არ ვამბობ, რომ ბევრი შვილის ყოლა წმინდა მოვალეობაა.“

თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობები გააჩნია. უპირველესად უნდა იგრძნოთ, რომ ზუსტად გაუმკლავდებით ამ დატვირთვას. თქვენ შეიძლება ერთი შვილი გყავდეთ და ხვდებოდეთ, რომ მას ძალზე ბევრი უნდა მისცეთ, მეტისთვის კი ვერ მოიცლით. ეს სრულიად ნორმალურია. ახლა, როდესაც შვილები მყავს, უფრო მეტი სითბოთი ვიხსენებ დედაჩემს. მან ხომ დამოუკიდებლად (ქმრის გარეშე) აღგვზარდა მე და ჩემი ძმა, ეს კი რთულია! მშვენიერი გრძნობაა, როდესაც შეგიძლიათ ორმა იცინოთ და იხალისოთ შვილების ცელქობებზე, ფარულად გაცვალოთ მზერა და საპასუხო მზერით მიხვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ თქვენ მარტო ზრდით შვილს, თქვენ ამას მოკლებულნი ხართ და ეს ძალიან რთულია.

რა თქმა უნდა, მე მივიჩნევ, რომ ბრედი წარმოუდგენლად მოხდენილი და სექსუალური მამაკაცია, მაგრამ მასში უფრო მეტად ვაფასებ იმას, რომ ის კარგი მეგობარი და არაჩვეულებრივი მამაა.

ზოგჯერ სუნთქვა მეკვრება იმის გამო, თუ რამდენად ძლიერ მიყვარს ის. ყველაზე ხშირად კი ეს მაშინ ხდება, როდესაც მას ბავშვებთან ერთად ვხედავ.

EE British Academy Film Awards 2014 - Red Carpet Arrivals

მე გადავიტან იმასაც, თუ ვეღარ შევძელი ფილმში გადაღება. მე მიყვარს ჩემი სამსახური. ახალგაზრდობისას ის მეხმარებოდა უკეთ გამეცნო საკუთარი თავი, მაგრამ მე არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ვაკეთო ეს.

მე და პიტს არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა გაატარონ დრო ჩვენთან ერთად გადასაღებ მოედანზე და ეპიზოდურ როლებშიც კი მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი პროფესიონალი მსახიობები გახდნენ – ოღონდაც ეს არა!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply