ანა ცხოვრებოვა – #წარმატებაარის…

0

ანა ცხოვრებოვა – ჟურნალისტი

ჩემთვის წარმატებაა, თუ კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრებით, მაქვს საქმე, რომელიც მომწონს, საკუთარი თავის განვითარების/რეალიზაცის საშუალება და თან, შემიძლია დავეხმარო მათაც, ვისაც ეს ჩემგან დასჭირდება.

მიზანმიმართული ვარ. ადრე თუ გვიან, მაგრამ ყოველთვის ვაღწევ დასახულ მიზნებს. 10 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი. მეტიც, მაინტერესებდა ეკონომიკის და ბიზნესის გაშუქება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, როცა განათლებას ვიღებდი, ეს მიმართულება არც ისე აქტუალური იყო.

უმთავრესი, რითიც ვამაყობ, ეს ჩემი პროფესიული რეპუტაციაა, რომელიც საკუთარი საქმის სიყვარულით მოვიპოვე. ზუსტად ამ სიყვარულმა შემაძლებინა, რომ საკუთარი თავისგან შემექმნა პროფესიონალი. ზოგადად, მგონია, რომ ვერავინ იმუშავებს ჟურნალისტად თუ ამ საქმის კეთება არ უყვარს. სხვა შემთხევევაში, შეუძლებელია იმ დატვირთვის, არანორმალური რეჟიმის და უდიდესი პასუხისმგებლობის პირობებში მუშაობა, რაც ამ პროფესიას ახასიათებს.

მიზნის მიღწევის პროცესი ადვილი არ ყოფილა, ამისთვის საკუთარი თავზე მუშაობა და „მავნე“ თვისებების შეცვლა დამჭირდა. ბევრი ალბათ არც დაიჯერებს, მაგრამ საშინლად ზარმაცი ვარ. ძალიან ხშირად ვაიძულებ საკუთარ თავს გააკეთოს ის, რაც საჭიროა. მეთოდი მარტივია: რაც ყველაზე მეტად მეზარება, პირველ რიგში სწორედ იმის კეთებას ვიწყებ. ‘ანა, გეზარება ხომ?! ჰო და ზუსტად ამას გააკეთებ!’  – შემოვუძახებ ხოლმე საკუთარ თავს და ვიწყებ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply