8 მიზეზი, რატომ გამოიყურებიან წარმატებული ადამიანები ყოველდღე ერთნაირად

0

მოდის ტენდენციების სწრაფი ცვლილება კრიტიკას იმსახურებს. შეზღუდული რაოდენობის სამოსი ახალი ტენდენციებისგან შორს არის, მაგრამ მაღლა დგას საზოგადოების ცნობიერებაში, ზოგიერთი ცნობადი პიროვნების გამო.

ბევრი ადამიანი, რომელიც სამოსის შეზღუდვის იდეას არ ეთანხმება, სკეპტიკურობას ინარჩუნებს. მათ აინტერესებთ, რატომ აცვიათ ადამიანებს ყოველდღე ერთი და იგივე ტანსაცმელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური მდგომარეობა არაფერ შუაშია.

გთავაზობთ 8 დამაჯერებელ მიზეზს:

1. ნაკლები ფიქრი გადაწყვეტილების მიღებისას. გადაღლა გადაწყვეტილების ხარისხს აკნინებს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნაკლები დროის ხარჯვა იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაიცვან, დღეს უფრო პროდუქტიულს ხდის.

ბარაკ ობამა: – ,,თქვენ ხედავთ, რომ მე ყოველთვის ვატარებ ნაცრისფერ ან ლურჯი ფერის სამოსს. ვცდილობ, შევამცირო მისაღები გადაწყვეტილებების რაოდენობა. მე არ მინდა ვფიქრობდე იმაზე, რა ვჭამო და რა ჩავიცვა. სხვა ბევრი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები.ამავე ლოგიკით მსჯელობს მარკ უკებერგიც ერთით ნაკლები უმნიშვნელო საკითხი.

2. ნაკლები დროის ხარჯვა. 5 წლის წინ, Project 333-მა ჩაატარა ექსპერიმენტი. ცდისპირს 3 თვის განმავლობაში უნდა ეტარებინა 33 სამოსი. ცდამ დაადასტურა შეზღუდული გარდერობის უპირატესობა.

3. ნაკლები სტრესი. მატილდა კალი, სამხატვრო ხელმძღვანელი ნიუ-იორკში, არჩევს ნაკლებ ფიქრს და ძალიან სწრაფად ემზადება, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველდღე ერთი და იგივე აცვია. ნაკლები სტრესი დღის განმავლობაშიფორმალურია? – ეს კაბა ძალიან მოკლეა? თითქმის, ყოველთვის მეცვა ის, რაც მეტროს ლატფორმაზე დგომისას დისკომფორტს მიქმნიდა და ვნანობდი. ახლა კი, აბრეშუმის თეთრი პერანგი და შავი შარვალი ძალიან კომფორტულია.’’

4. ნაკლები ენერგიის ხარჯვა. ქრისტოფერ ნოლანმა, რომელიც რამდენიმე წარმატებული ფილმის შემქმნელია, დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ სისულელეა ენერგიის ხარჯვა ყოველ დილით იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაიცვა. მისი თქმით, დიდი რაოდენობით ტანსაცმელი დიდ ენერგიას მოითხოვს, რადგან გაცილებით რთულია მათი მოვლა და მოწესრიგება, შეზღუდულ გარდერობებს კი ნაკლები ადგილი სჭირდება.

5. დენი ბარაგონა ახალგაზრდა დედაა დალასში. მა ჩაანაცვლა არაორგანიზებული გარდერობი შეზღუდული რაოდენობის ტანსაცმლით, იმით, რაც სჭირდება და უყვარს. ,,ჩემს გარდერობში აურზაური იყო. ბევრი რაღაც არ მეგებოდა. ჩემი ახალი გარერობი გაცილებით მოწესრიგებულია. მაქვს ნაკლები არჩევანი. არა მხოლოდ უკეთესად გამოვიყურები, არამედ თავსაც უკეთ ვგრძნობ.“ – ამბობს დენი.

6. ალის გრეგორი მწერალია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. გასულ წელს, პიესისთვის J. Crew magazine უნიფორმის ტარება გადაწყვიტა. ალისი აღნიშნავს, რომ ყოვედღე ერთი და იგივე სამოსით სიარული არის გზა, რომ დაადასტურო ენი, როგორც პროტაგონისტის სტატუსი.

7. ნაკლები ხარჯი. ჩვენი კარადები სავსეა ისეთი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, რომლებსაც იშვიათად ვიცვამთ. საშუალოდ, ამერიკულ ოჯახში ყოველწლიურად ტანსაცმელში 1,700 დოლარი იხარჯება. ეს არცთუ ისე ბევრია, სანამ იმაზე დავფიქრდებით, რომ ნაყიდი ტანსაცმლის დიდი ნაწილი არ გვჭირდება.

1930 წელს, საშუალოდ ამერიკელი ქალბატონი 9 სამოსს ფლობდა. დღეს ეს ციფრი 30-ით შეიცვალა.

8. მეტი სიმშვიდე. დრიუ ბერიმორმა Refinery 29-ში გამოაქვეყნა სტატია, თავის ახალ დამოკიდებულებაზე ტანსაცმელთან დაკავშირებით. ,,მე თითქმის 40 წლის ვარ. 30 წლის შემდეგ, ძველი ტანსაცმელი აღარ მერგება. ეს მტკივნეულია. ერთი თვის შემდეგ, მსახიობმა შეამცირა ტანსაცმლის რაოდენობა და მისი გარდრობი გაჯანსაღდა. ,,ჩაცმა არ არის საბრძოლო მოედანი,’’ – აცხადებს დრიუ.

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები ეძებენ თავისუფლებას, შველას, ახალ გადაწყვეტილებებს. გასაკვირი არაა, რომ ვინც მინიმუმით კმაყოფილდება, მათი არჩევანი უფრო პროდუქტიულია ნაკლებს ხარჯავენ, ნაკლებ სტრესს განიცდიან და უფრო მშვიდად არიან.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply