7 ხერხი, რომელიც ადამიანის რეალური სახის დანახვაში დაგვეხმარება

0

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ სამყარო ტყუილის გარეშე? მე – არა. ალბათ, არც კი მეყოფა ფანტაზია იმის წარმოსადგენად, რამდენს შევიძენდით ან რამდენს დავკარგავდით, თუ ერთმანეთს აღარ მოვატუებდით. მაგრამ, ტყუილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც, მისი გამოაშკარავება ხშირად გვიხდება. ჩვენ მოვითათბირეთ და ჩამოვაყალიბეთ 7 ხერხი, რომელიც ადამიანის რეალური სახის დანახვაში დაგეხმარებათ.

არის ასეთი ფილმი ,,ტყუილის გამოგონება“ – მასში მოთხრობილია ისეთ სამყაროზე, სადაც ტყუილი არავის შეეძლო. ერთხელ, ამ სამყაროს ერთ-ერთ მოქალაქეს თავში რაღაც გადაუტრიალდა და პირველი ტყუილი თქვა. ახლა კი, ფილმზე შთაბეჭდილება რომ არ გაგიფუჭოთ, შევწყვეტ მასზე საუბარს. თავად ნახეთ ფილმი და გაიგეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო ტყუილის გარეშე. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ კინოსურათი საკმაოდ შთამბეჭდავია.

• დააკვირდით ადამიანს კრიტიკულ სიტუაციაში

კრიტიკულ სიტუაციაში, ადამიანი ყოველთვის ინსტიქტურად მოქმედებს – მას არ აქვს საშუალება, მოირგოს ნიღაბი.

• დააკვირდით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს თანამშრომლებთან

ცხოვრებაზე გაბრაზებული ადამიანები ნეგატივს ყველაზე ხშირად მომსახურე პერსონალზე ანთხევენ. მათი აგრესიის მსხვერპლნი, ხშირად, ოფიციანტები, დამლაგებლები და გამყიდველ-კონსულტანტებიები ხდებიან. მათ ყველაფერი აღიზიანებთ. თუ ჩვენ მიერ ეჭვმიტანილი ადამიანი ოფიციანტს დაუსტვენს ან თითის ჩვენებით დაუწყებს საუბარს, ეს პირველი და უტყარი ნიშანია იმისა, რომ იგი ნამდვილი იდიოტია.

• ყურადღება მიაქციეთ ადამიანის საუბრის მანერას, ინტონაციას და სხეულის მოძრაობას. ამას ბევრის თქმა შეუძლია. მნიშვნელოვანია შემდეგი უნარ-ჩვევები:

1. პაუზა საუბრისას.

2. თვალის არიდება შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.

3. სასაუბრო თემის შეცვლის გამუდმებული მცდელობა.

4. თავს იმართლებენ, მაშინაც კი, როცა თქვენ მათ არაფერში ადანაშაულებთ.

5. ხშირად ეხებიან პიროვნებებს.

• ტყუილში ეჭვმიტანილი ადამიანის თანდასწრებით იჭორავეთ საერთო ნაცნობებზე.

რაღაც დოზით, ჭორაობა ყველა ჩვენგანს უყვარს, მაგრამ ხშირად ზედმეტი მოგვდის. საერთო ნაცნობებზე ჭორაობისას ნახავთ, თუ რამდენად ბინძური და ორპირი ადამიანია თქვენი თანამოსაუბრე, რომელიც გულითადი ადამიანი გეგონათ.

• იმოგზაურეთ მასთან ერთად

ეს არის ექსტრემალური საშუალება. თუ თქვენ უკვე გეპარებათ ეჭვი ადამიანის პატიოსნებაში, მასთან ერთად მოგზაურობა საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას, ადამიანები გაცილებით რეალურები ხდებიან.

• გაანდეთ თქვენი საიდუმლო

თქვენ გაიგებთ, შეუძლია თუ არა ადამიანს საიდუმლოს შენახვა. თუ ადამიანს უკვე არ ენდობით, შეგიძლიათ მას გამოგონილი საიდუმლო მოუყვეთ. ამ ხერხით იმასაც გაიგებთ, თუ როგორი სახით გაავრცელებს მას თქვენი თანამოსაუბრე.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply