7 ფსიქოლოგიური ხრიკი, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ

0

თავდაჯერებულობა  ლიდერობის ქვაკუთხედია. თუ საკუთარი შესაძლებლობების თავად არ გჯერა, მაშინ როგორ გინდა ირწმუნონ სხვებმა შენი ?

გთავაზობთ FBI – ს აგენტების მიერ შემუშავებულ 7 გზას თავდაჯერების ასამაღლებლად. ამ ფსიქოლოგიური ხრიკების გამოყენება თქვენც შეგიძლიათ.

მიეცით ბიძგი საკუთარ თავს.

ბავშვობაში  ვფიქრობთ, თითქოს მთელი მსოფლიოს დაპყრობა შეგვიძლია, მაგრამ მერე,  სადღაც ბავშვობასა და მოზრდილობას შორის, ჩვენი ენთუზიაზმი და ბუნებრივი მისწრაფება დიდი ოცნებებისკენ იფუშება. მშობლები და მასწავლებლები თავს გვახვევენ საკუთარ რწმენებს – რის გაკეთება შეგვიძლია, ან არ შეგვიძლია ცხოვრებაში.

FBI –  ის ინსტრუქტორები საკუთარ თავს აიძულებენ წარსულში დატოვონ შემზღუდველი რწმენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეასრულებენ საკუთარ საქმეს.

როგორ შეიძლება მუშოაბდეს ეს თქვენზე:

მაქსიმალურად გამოავლინეთ საკუთარი თავი სხვადასხვა სიტუაციებში. ნუ შეიზღუდებით ! ერთხელაც თქვენ გაგაოცებთ ის, თუ რისი გაკეთება მოახერხეთ !

ნურასდროს დააბინძურებთ მეხსიერებას ფაქტებით

ჩვენი მეხსიერება არ ინახავს ინფორმაციას ზუსტად  ისე, როგორც ის არსებობს. არამედ უმატებას მას საკუთარ გამოცდილებასა და გრძნობას.  ეს არის ის, რის გამოც განსხვავებული ადამიანები ერთსა და იმავე მოვლენას განსხვავებული ვერსიებით აღიქვამენ.

ჩვენი გონება ინახავს ინფორმაციას, რომელიც მოიცავ ჩვენს პირად რწმენებს ფასეულობებს და საკუთარი თავის ხატს. ეს შერჩევით მეხსიერება ეხმარება ტვინს არ გადაიტვირთოს ზედმეტი ინფორმაციით.

ასე რომ, გააცნობიერეთ, თქვენი მეხსიერება ყოველთვის არ მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ დაბალი თვით-შეფასება თქვენი ტვინი მართავს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს თქვენი თავდაჯერებულობის ნაკლებობას.

გადახედეთ თქვენს მეხსიერებაში არსებულ ფაქტებს, დაკავშირებულს თვითშემზღუდველ რწმენებთან და სცადეთ  შეცვალოთ საკუთარ თავზე სწორი წარმოდგენით.

სხვადასხვა ღონისძიებების დროს  ისაუბრეთ სხვებთან, ამან, შეიძლება სხვა მხრიდან დაგანახოთ საკუთარი წარმოდგენები.

ესაუბრეთ საკუთარ თავს

შეიძლება სულელურად გეჩვენებათ, მაგრამ ეს ნამდვილად შედეგიანია. საკუთარ თავთან საუბარმა, შეიძლება უფრო გაგამხნევოთ, მოგცეთ მოტივაცია, გაგიუმჯობესოთ მეხსიერება და დაგეხმაროთ  გაზარდოთ შესაძლებლობები.

იფიქრეთ პოზიტიურად, რათა დაძლიოთ თქვენი ნეგატიური ცრურწმენები

ნეგატიური დამოკიდებულებები და ცრურწმენები ჩვენს თავდაჯერებას ამსხვრევენ.

გაზარდეთ ცნობისმოყვარეობის დონე

ცნობისმოყვარეობას თქვენი გონება პასიურიდან აქტიურ მდგომარეობაში გადაჰყავს, გიბიძგებთ ახალი იდეებისკენ, გიხსნით ახალი შესაძლებლობების კარს და მიჰყავხართ განსხვავებული მიმართულებით.

საკუთარ ძალებში ეჭვი არ შეიტანოთ

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ საკუთარი თავი ან მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. დროა გააცნობიეროთ და მოახდინოთ იმ სფეროს იდენტიფიცირება, რომელიც თქვენ თავში ეჭვის შეგრძნებას გიჩენთ და გადალახოთ ბარიერები.

თვალი გაუსწორეთ საკუთარ შიშებს

უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, FBI – ს აგენტებს ასწავლიან საფრთხესთან ახლოს მისვლას. არ არის კარგი შიშის უარყოფა, თავის არიდება ან მისი იგნორირება.

იფიქრეთ იმაზე, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ. მიუახლოვდით მას. წარმოიდგინეთ ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება მოხდეს. შემდეგ ფოკუსირდით სუნთქვაზე… მოდუნდით… ხედავთ, არ მომკვდარხართ !

თქვენ ადგახართ შიშის დამარცხების გზას.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Leave A Reply