7 რამ რაზეც ფიქრი უნდა შევწყვიტოთ

0

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავს იმაზე დარდში, რაც არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

არსებობს რამდენიმე ასეთი რამ, რაც ბედნიერებაში გვიშლის ხელს:

1. რას ფიქრობენ სხვები თქვენს ცხოვრებაზე

ეს თქვენი ცხოვრებაა და ერთადერთი ვინც ამ ცხოვრებით უნდა იცხოვროს თქვენ ხართ. ცხოვრება შედეგებს ემყარება, რომლებიც თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გადადგმული ნაბიჯების ნაყოფია. სწორედ ამიტომ უნდა აკეთოთ ის, რაც გსურთ და არა ის, რასაც სხვები შთაგაგონებენ. ხშირად ჩვენ იმდენს ვფიქრობთ, რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე , რომ დროც კი აღარ გვრჩება თავადვე ვიფიქროთ საკუთარ თავზე.

2. როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები

დაე, იცხოვრონ ისე როგორც უნდათ, თქვენც ხომ არ მოგწონთ როდესაც თქვენს ცხოვრებას ნსჯიან? ჰოდა, შეწყვიტეთ მათი განსჯა, ეს მათი საქმეა და თუ იგი თქვენს ინტერესებს არ კვეთს ნუღარ სწუხართ ამაზე. შეწყვიტეთ მსგავსი შედარებები: რა გაქვთ თქვენ და რა მათ – ნუ ფიქრობთ მათ ფულზე, სტატუსზე და ქონებაზე.

3. ნაკლი რომელსაც ვერ გამოასწორებთ

არ იფიქროთ,რომ პიროვნული განვითარების უგულებელყოფისკენ გიბიძგებთ. ყველამ უნდა ვეცადოთ გამოვასწოროთ საკუთარი ნაკლი, თუმცა იმის გახსენებაც არ იქნება ურიგო, რომ არცერთი ადამიანი არ არის სრულყოფილი. ალბათ ყველანი შევთანხმებით, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ნაკლი. სრულყოფილებისკენ სწრაფვა კი უბრალოდ დროის კარგვაა და მეტი არაფერი. უბრალოდ დააფასეთ ყველაფერი კარგი, რაც თქვენშია.

4. ასაკი

საათს ვერ გააჩერებთ. რაც არ უნდა ბევრი ვიდარდოთ, დრო გადის და თქვენც მას მიჰყვებით. ასაკი არ განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. შეწყვიტეთ ფიქრი გასულ წამებზე და დაფიქრდით როგორ გსურთ გაატაროთ დარჩენილი ცხოვრება.

5. ცნობილი ადამიანების ცხოვრება

დღეს ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ ცნობილი ადამიანების ცხოვრების დეტალებზე, კითხულობენ საკუთარი ფავორიტების შესახებ სტატიებს, ჭორებს, ათვალიერებენ ფოტოებს. ხშირია შემთხვევები,როდესაც ახალგაზრდებმა უფრო მეტი იციან რა გააკეთა დღეს ჯასთინ ბიბერმა , ვიდრე საკუთარმა დამ ან ძმამ. მათ კარგ მაგალითს რომ უნდა მივბაძოთ ეს ამაში მართალი ხართ, თუმცა პირადი დეტალები უკვე სხვა საკითხია. შეწყვიტეთ ფიქრი და ზრუნვა იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი – ეს თქვენ არ გეხებათ.

6. სურვილი იმისა რომ იყოთ მუდამ მართალი

ჩვენ ყველას გვსურს ვიყოთ მართლები – ეს ჩვენშია, მაგრამ ხშირად ვერც კი ვაანალიზებთ რომ ეს ჩვენთვისვე არის ცუდი. როდესაც ვცდილობთ საკუთარი სიმართლე დავამტკიცოთ, ამ საქციელით სხვა ადამიანებს ვუმტკიცებთ, რომ სცდებიან – ეს კი უამრავ უსიამოვნებასთან და სტრესთან არის კავშირში. ეძებეთ პრობლემის მოგვარების გზები, ითანამშრომლეთ სხვა ადამიანებთან, იზრუნეთ ურთიერთობების გახანგძლივებაზე და საუკეთესო პასუხების პოვნაზე. იფიქრეთ შედეგზე და არა იმაზე, თუ ვინაა მტყუანი და ვინ მართალი.

7. ფიქრი იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებთ

შეწყვიტეთ ზრუნვა იმაზე, რასაც ვერც შეცვლით და ვერც გააკონტროლებთ. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რისიც შეცვლაც შეგიძლიათ და იყავით იქ, სადაც შეგიძლიათ სარგებელი მოიტანოთ – სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply