7 განსაკუთრებული ტიპის წინააღმდეგობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

0

როდესაც დავდივართ გზაზე, ყოველთვის ვახდენთ კონცენტრირებას უბედური შემთხვევების არსებობის შესახებ. ასეა ცხოვრებაშიც. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებობს ბევრი წინააღმდეგობა, რაც შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო.

ყველაზე მთავარი ამ გზაზე რწმენის არსებობაა.

არსებობს შემდეგი სახის წინააღმდეგობები :

შიში:
ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მტერი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. შიში ჩვენს ემოციებს იმონებს და ჩვენც გვბოჭავს, ხელს გვიშლის იმაში, რომ ოცნებების ასრულება რეალობაში შევძლოთ. ამიტომ, უმთავრესია, გავაანალიზოთ ის კარგად და ვებრძოლოთ .

ლეთარგია:
ადამიანთა უმეტესობას არ აქვს წარმატების მიღწევის გზაზე საკმარისი ენერგია, ან ვერ ქმნიან ენერგიის საჭირო მარაგს, მაგრამ , როდესაც ისინი აანალიზებენ ყველა შემთხვევას, იწყებენ მიზანმიმართულ ქმედებებს, მიდიან წერტილამდე, რომელიც არის მეტად კომფორტული, რაც ასევე წარმოადგენს შემდეგ დონეზე გადასვლის შესაძლებლობას. ამიტომ იყავით ოპტიმისტი. არ გაწიროთ თავი ლეთარგიისთვის.

თავდადებისა და შეუპოვრობის ნაკლებობა:
წარმატება ხშირად არის გარკვეული მკვეთრი ჩიხის, ან უმყარესი კლდის გარშემო, ამიტომ სვლა შეუპოვრად უნდა განაგრძო: კიდევ ერთი კლდე, კიდევ ერთი ჩიხი.

ცხოვრებაში/რეალურობაში, იმ სფეროებში, რომლებიც განიხილავენ უძრავი ქონების საკითხებს, პოსტულატებად აყალიბებენ შემდეგ სიტყვებს: „ადგილმდებარეობა“, „ადგილმდებარეობა“, „ ადგილმდებარეობა“, ხოლო , წარმატებისკენ სწრაფვის დროს, 3 მნიშვნელოვანი პოსტულატია :
„შეუპოვრობა“, „შეუპოვრობა“, „შეუპოვრობა“.

პესიმიზმი:
ნათქვამია, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რისი რწმენაც გაგაჩნიათ.

ამიტომ, საკუთარ თავს უნდა შეეკითხოთ, რა ტიპისაა და რა დონის თქვენი შინაგანი რწმენა, რა გიჭირავთ ხელში. ხარ შენ ოპტიმისტი, ან პესიმისტი? გჯერათ თუ არა უფრო მეტად იმის, რისი მიღწევაც შეგიძლიათ, ვიდრე იმის, რისიც არ შეგიძლიათ?

ცნობიერების ასეთ კვლევაში თქვენს პესიმიზმს პასუხი მზად აქვს, რაც ძირს უთხრის წინსვლას.

განავითარეთ ოპტიმიზმი, ისწავლეთ ოპტიმისტურად აზროვნების წარმართვა, გჯეროდეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგიძლიათ.

პასუხისმგებლობის თავიდან აცილება:
პასუხისმგებლობის გრძნობა წარმატებისკენ სწრაფვის გზაზე უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ელემენტია, ვინაიდან პასუხისმგებლობა ერთგვარი ბერკეტია, რისი საშუალებითაც საქმე ბოლომდე მიიყვანება.

უარყოფითი ქცევით გამორჩეულ ადამიანებთან ურთიერთობა და მათზე დამოკიდებულება (რომელიც აუცილებლად უნდა გაწყვიტოთ) :
მარტივად შეიძლება გავხდეთ ჩვენ გარშემო არსებული გარემოს პროდუქტი.

როგორი ადამინები ტრიალებენ ირგვლივ? გვეხმარებიან თუ არა ისინი კულმინიაციისკენ მიმავალ გზაზე? არიან თუ არა საკმაოდ კვალიფიციურნი იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ თქვენს წარმატებას? თუკი არა – განაგრძეთ სვლა. ამიტომაც, ამ სფეროს განსაზღვრას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მომავლის დანახვის შეუძლებლობა/ უიმედობა:
ისინი, ვინც წინასწარ ხედავენ თავიანთ წარმატებას, თვეებს და წლებს, მანამ, სანამ გაივლიან ამ გზას, გააჩნიათ შესაძლებლობა, სწორად და ნათლად გამნსაზღვრონ მომავლის გამოწვევები. ასეთი ტიპის ადამიანები გაცილებით მარტივად აღწევენ წარმატებას.

გაზიარება:

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply