50 ცხოვრებისეული გაკვეთილი რეჯინა ბრეტისაგან

1

ცნობილი ამერიკელიჟურნალისტი, რეჯინა ბრეტი არაერთი ცხოვრებისეული პრობლემის წინაშე ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოჩნდა. 41 წლის ასაკში კი, მან მკერდის კიბოს დამარცხება მოახერხა, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ დაბერება ბევრად უკეთესი ალტერნატივაა, ადრეულ ასაკში სიკვდილთან შედარებით. მას მუდმივმა განსაცდელმა ასწავლა ცხოვრება „აქ და ახლა“.

გთავაზობთ რეჯინა ბრეტის მიერ ერთ სტატიაში თავმოყრილ „50 მცირე ცხოვრებისეულ გაკვეთილს“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1. ცხოვრება უსამართლო, მაგრამ მაინც – კარგია.

2. თუკი ეჭვი გეპარება, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.

3. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სიძულვილზე დახარჯო.

4. სამსახური ვერ იზრუნებს შენზე ავადმყოფობის დროს. ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ. გაუფრთხილდი მათთან ურთიერთობებს.

5. ყოველთვიურად გადაიხადე საკრედიტო დავალიანებები.

6. არ არის აუცილებელი, გაიმარჯვო ყველა კამათში – დაეთანხმე, ან არ დაეთანხმო.

7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთესად კურნავს, ვიდრე ტირილი მარტოობაში.

8. შეგიძლია გაბრაზება ღმერთზე – ის ამას გაიგებს.

9. დააგროვე პენსია პირველივე ხელფასიდან.

10. როდესაც საქმე მიდგება შოკოლადზე, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

11. შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გააფუჭოს აწმყო.

12. შეგიძლიათავს ტირილის უფლება მისცე შვილების თანდასწრებით.

13. არ შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. წარმოდგენაც კი არ გაქვს, სინამდვილეშირისი გადატანა უწევთ სხვებს.

14. თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, მასში მონაწილეობა არ გიღირს.

15. ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულო, ღმერთი არასდროს ხუჭავს თვალს.

16. ღრმად ჩაისუნთქე, ეს ფიქრებს აწყნარებს.

17. გათავისუფლდი ყველაფრისგან, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სახალისო.

18. რაც არ კლავს, აძლიერებს.

19. არასდროსაა გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. თუმცა, მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

20. როდესაც დგება დრო, როცა შენ უნდა მიჰყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს, არ თქვა – „არა!“

21. დაანთე სანთლები, იძინე სასიამოვნო ზეწარზე, ატარე ლამაზი თეთრეული. არაფერი შეინახო გამორჩეული შემთხვევისთვის, რადგან ასეთი შემთხვევა დღევანდელი დღეა.

22. მოემზადე ყველაფრისთვის ჭარბად. მერე კი იყოს, რაც იქნება.

23. იყავი ექსცენტრიული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს, მკვეთრი წითელი ფერის სამოსის ჩასაცმელად.

24. სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია.

25. შენ გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

26. ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს, საკუთარ თავს ჰკითხე: „იქნება კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?“

27. ყოველთვის აირჩიე ცხოვრება.

28. აპატიე ყველას ყველაფერი.

29. არ უნდა გადარდებდეს, რას ფიქრობენ შენზე სხვები.

30. დრო თითქმის ყველაფერს კურნავს. მიეცი დროს დრო.

31. არ აქვს მნიშვნელობა, სიტუაცია ცუდია თუ კარგი. ის აუცილებლად შეიცვლება.

32. ნუ აღიქვამ საკუთარ თავს სერიოზულად, ამას არავინ აკეთებს.

33. გჯეროდეს სასწაულის.

34. ღმერთს უყვარხარ, იმიტომ რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ შენ რაიმე გააკეთე, ან არ გააკეთე.

35. არ არის საჭირო ცხოვრების შესწავლა. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.

36. დაბერება ბევრად უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე სიკვდილი ადრეულ ასაკში.

37. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.

38. ერთადერთი, რასაც საბოლოო ჯამში აზრი აქვს, ისაა, რომ შენ განიცადე სიყვარული.

39. ყოველდღიურად წადი სასეირნოდ, სასწაულები ყველგან ხდება.

40. რომ შეგვეძლოსჩვენი ყველა პრობლემის შეგროვება და სხვის პრობლემებთან შედარება, აუცილებლად საკუთარ პრობლემებს ავირჩევდით.

41. შური არის დროის ფუჭად ხარჯვა. შენ გაქვს ყველაფერი, რაც გჭირდება.

42. ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდება.

43. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს: ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.

44. დათმე.

45. მართალია, ცხოვრება ლამაზად არ არის შეფუთული, მაგრამ მაინც საჩუქარია.

46. მწერალი წერს. თუ გინდა იყო მწერალი, წერე.

47. თუ არ ითხოვ, არაფერი მოგეცემა.

48. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ დიდხანს იყო მწუხარებაში. აკეთე საქმე, იცხოვრე, ან მოკვდი.

49. იკითხე ფსალმუნები, მათში ყველა ადამიანური გრძნობა დევს.

50. ყველაფრის გადატანა შეიძლება, თუკი მყარად დგახარ დღევანდელობაზე.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ფილოლოგი

Discussion1 კომენტარი

  1. რადგან ცოცხალი ხარ, ესიეგი უდა იარსებო, არსებობა აზრს კარგავს თუ არ ცხოვრობ საკუთარი ცხოვრობებით. უნდა შეძლო შენი სამყაროს გამოჩენა … შენი ცხოვრება მხოლოდ შენი არ არის ხშირად…

Leave A Reply