50 დოლარად გაყიდული ბიზნეს იდეა!

0

50 წლის წინ სოფლის მოხუცი ექიმი ჩავიდა ქალაქში. მან მიაბა ცხენი და ჩუმად, უკანა შესასვლელიდან შეძვრა აფთიაქში. ერთ საათზე მეტხანს ექიმი და აფთიაქის კლერკი ჩურჩულით საუბრობდნენ რაღაცაზე. შემდეგ ექიმი გამოვიდა და დაბრუნდა ძველმოდური ქვაბით და ხის სარევით.

კლერკმა შეისწავლა ქვაბში მოთავსებული სითხე და ექიმს ბანკნოტების დასტა გადასცა – ზუსტად 50 დოლარი. ეს იყო მთელი მისი დანაზოგი! მიიღო თუ არა ფული, მოხუცმა, როგორც იქნა, მისცა ყველაზე მთავარი: ქაღალდის ფურცელი საიდუმლო ფორმულით.

სამაგიეროდ იმაში, რაც ქაღალდზე იყო დაწერილი მეფეებიც კი სიამოვნებით მისცემდნენ ნახევარ სამეფოს. ამ მაგიურ სიტყვებს უნდა აეძულებინა ქვაბი ადუღებულიყო, მაგრამ არც ექიმმა და არც კლერკმა არ იცოდნენ, თუ რა ზღაპრული სიმდიდრე უნდა გამოეწურა განგებას ამ ქვაბიდან.

მოხუცი კმაყოფილი იყო, მან რეცეპტი 50 დოლარად გაყიდა, კლერკი კი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ჩადებდა ფულს ძველ ქვაბში, რომელიც უამრავ ოქროს მოუტანდა მომავალში.

ძველი ქვაბი დღეს – შაქრის უდიდესი მომხმარებელია, სამუშაოს აძლევს შაქრის ლერწმის მომყვანებს და შაქრის ქარხნის მუშებს.

ძველი ქვაბი დღეს, ყოველწლიურად მილიონობით შუშის ბოთლის მომხმარებელია, უზრუნველყოფს მინის წარმოებაში ადამიანთა დასაქმებას.

ძველმა ქვაბმა დაასაქმა მთელ მსოფლიოში – კლერკების, სტენოგრაფების, სცენარისტების, რეკლამის ექსპერტების ვეებერთელა არმია.

ძველმა ქვაბმა გადააქცია პატარა ქალაქი სამხრეთის საქმიან დედაქალაქად, სადაც მას დღესაც მოაქვს სარგებლობა, პირდაპირ თუ ირიბად, თითოეული მცხოვრების საქმიანობაში.

ამ იდეის ზეგავლენა განაპირობებს მთელი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებას, ოქროთი ავსებს ყველას, ვინც კი მას ოდნავ შეხებია.

სპილენძის ქვაბში მოთავსებულ პროდუქტს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ის მოჰყვებოდა მრავალ საინტერესო ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ისტორიას სიყვარულზე, ბიზნესზე, ათასობით მამაკაცზე და ქალზე, რომელთაც ის ყოველდღიურად ამხნევებს.

ერთ ამგვარ ისტორიაში მონაწილეობდა სტრიქონების ავტორიც. მისი მოქმედება დაიწყო იმ ადგილის მახლობლად, სადაც თავის დროზე აფთიაქის კლერკმა იყიდა ძველი ქვაბი. სწორედ იქ ავტორი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს , რომელმაც, სხვათაშორის, პირველად მოუყვა მას ეს ისტორია. სწორედ ამ შესანიშნავ სასმელს სვამდნენ მაშინ ისინი, როცა სთხოვა შეერთებინა მასთან ცხოვრება „სიხარულისა და სიძნელეებისთვის.“

კოკა-კოლა

ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის გახსოვდეთ, როცა დაინახავთ სიტყვას „კოკა-კოლა“, რომ ეს გიგანტური იმპერია ამოიზარდა ერთადერთი იდეიდან. ის საიდუმლო შემადგენელი, რაც აფთიაქის კლერკმა ემა კენდელმა სასმელის რეცეპტს დაუმატა – იყო ფანტაზია, რომელმაც მას უდიდესი სიმდიდრე მოუტანა!

ნაპოლეონ ჰილი

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply