5 წუთიანი სავარჯიშო, რომელიც ენერგიით აგავსებთ და ემოციების დაბალანსებაში დაგეხმარებათ

0

JIN SHIN JYUTSU – ორგანიზმში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაძაბულობის მოხსნის ხელოვნება.

მეცნიერები გვთავაზობენ მარტივ თერაპიას, რომელიც თქვენს ხელის გულზე მერიდიანების სტიმულირების მეშვეობით ენერგიის გაზრდასა და ემოციების კონტროლში დაგეხმარებათ.

ტექნიკა მარტივია და მისი შესრულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ:

– ჩვენი თითები სხვადასხვა ორგანოებთან და ემოციებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

neka

მიჰყევით ფოტოზე ასახულ ინსტრუქციას.

-გამართეთ თითი, რომელიც იმ ორგანოს უკავშირდება, რომლის დამშვიდებას გსურთ. შედეგს 3-5 წუთის განმავლობაში ღრმა სუნთვით მიაღწევთ.

-თუკი მთელი სხეულის ჰარმონიზაცია გსურთ, შეგიძლიათ ხელის ყველა თითი დაჭიმოთ. აღსანიშნავია, რომ ეს თერაპია ექსპერიმენტის სახით გამოიყენეს კიბოს კვლევის ერთ-ერთ ცენტრში. კვლევის შედეგი ძალზედ საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა:

პაციენტების უმრავლესობაზე თერაპიამ დადებითად იმოქმედა მიუხედავად ავადმყოფობის სიმძიმისა.

ცერა თითი
ეხმარება საჭმლის მონელებას, ათავისუფლებს სტრესისგან, ხსნის თავის, ბეჭებისა და ფილტვების დაძაბულობას.

უკავშირდება შემდეგ ორგანოებს: კუჭი და ელენთა.

ათავისუფლებს კუჭისა და თავის ტკივილისგან, კანის პრობლემებისგან, ნევროზისგან.

საჩვენებელი თითი
ათავისუფლებს შიშისგან, მენტალური პრობლემებისგან, თვითკრიტიკასა და ფრუსტრაციისგან.

უკავშირდება შემდეგ ორგანოებს: თირკმელები და შარდის ბუშტი

ასევე ათავისუფლებს შეკრულობისგან, ეხმარება მონელებაში. უკავშირდება ღრძილებსა და იდაყვებს.

შუა თითი
ათავისუფლებს ნეგატიური ემოციებისაგან, როგორებიცაა: სიბრაზე და გაღიზიანება, ხსნის ზურგის ტკივილს.

უკავშირდება ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.

ასევე ეხმარება მხედველობის პრობლემებისას, თავის ტკივილისას, სისუსტის შეგრძნებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

არათითი
ათავისუფლებს მოწყენილობისგან, ნეგატიური ფიქრებისგან, უარყოფის შიშისა და ნაღველისგან.

უკავშირდება ფილტვებსა და  მსხვილ ნაწილავს.

ასევე ეხმარება სასუნთქ ფუნქციებს, ასთმას, კანის პრობლემებს. ეხმარება ტინიტუსისაგან გათავისუფლებასა და ნეგატიური დამოკიდებულებებისგან დაცლას.

ნეკა თითი
ათავისუფლებს  ნევროზისგან, დაუნდობლობისგან, დაბალი თვითშფასებასა და განკითხვისგან.

ორგანოები: გული, წვრილი ნაწლავი.

ასევე ეხმარება  გულის მდგომარეობის გაუმჯობესებაში; არეგულირებს არტერიულ წნევას; ეხმარება ძვლების,  ნერვული პრობლემებისა და ყელის ტკივილის დროს..

მოამზადა სალომე ლეკიშვილმა; წყარო: Positive Website

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply