5 ძირითადი წინააღმდეგობა, რომელიც პოტენციალის რეალიზებაში გვიშლის ხელს

0
არსებობს 5 ძირითადი წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენი პოტენციალის რეალიზებაში გვიშლის ხელს:
წინააღმდეგობა #1: მიმართულების ნაკლებობა
პირველი წინააღმდეგობა ნათელი მიზნებისა და ამოცანების ნაკლებობაა, ეს არის კარგად გათვლილი და გაწერილი მოქმედების გეგმის არქონა. როდესაც კარგად იცით რა გსურთ და როგორ აპირებთ მის მიღწევას, სწორედ მაშინ ერთვება თამაშში თქვენი შემოქმედებითი უნარი, იბადება ახალი აზრები და იდეები, რომლებიც თავის მხრივ, გვეხმარებიან გავხდეთ უფრო ძლიერები და წინ წავიდეთ ბიზნესსა და ცხოვრებაში.
წინააღმდეგობა #2: დამარცხების შიში
მეორე ძირითად წინააღმდეგობას დამარცხების, დანაკარგის შიში წარმოადგენს. ეს არის შიში იმისა რომ შეცდომას დავუშვებთ, დავკარგავთ დროს, ფულს და საყვარელ ადამიანებს. დამარცხება ყველა ადამიანმა შეიძლება განიცადოს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამარცხებით მიღებულ გამოცდილებას უდიდესი ძალა გააჩნია და ხშირად სწორედ მის ხარჯზე ვახერხებთ დაკარგული პოზიციების უკან დაბრუნებას და წინსვლას, მაშინ როცა დამარცხებაზე ფიქრი და მისი მოლოდინი მოქმედების სურვილს გვიკარგავს და საბოლოოდ არაეფექტურ გადაწყვეტილებებამდე – შესაბამისად კი წარუმატებლობამდე მივყავართ.
წინააღმდეგობა #3: კრიტიკის შიში
მესამე ძირითადი წინააღმდეგობა კრიტიკის შიშია. ესაა მოლოდინი იმისა, რომ ჩვენს მოსაზრებას უარყოფენ ან დაგვცინებენ. ამგვარი შიში ცოტა არ იყოს სულელურადაც კი მეჩვენება, რადგან იგი თავდაჯერებულობის ნაკლებობის ნაყოფია და ხშირ შემთხვევაში გამომდინარეობს იმის სურვილიდან, რომ ყველას მოსწონდე და გეთანხმებოდეს. ეს კი რასაკვირველია შეუძლებელია.
საოცრად დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამგვარი შიშის ტყვეობის ქვეშ არიან მოქცეულნი. ეშინიათ საკუთარი თავის გამოვლენის, უარს ამბობენ იდეაზე, რადგან მისი სხვისთვის გაზიარების რცხვენიათ. ეშინიათ რომ გაყიდონ თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება,რადგან საზოგადოების მოსალოდნელი რეაქცია აფიქრებთ. შედეგად უარყოფისა და კრიტიკის შიში მათ დამარცხებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, როცა ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ მიზნის მიღწევის  ძალა და შესაძლებლობა.
წინააღმდეგობა #4: პასიური Vs პროაქტიური აზროვნება
მეოთხე წინააღმდეგობას პასიური აზროვნება წარმოადგენს. თუ თქვენ ხშირად არ უკეთებთ საკუთარ თავს მოტივირებას, არ აწვდით ახალ იდეებსა და ინფორმაციას, საბოლოოდ თქვენი გონება სიცოცხლესა და ენერგიას კარგავს. ნაცვლად იმისა,რომ ვიაზროვნოდ შემოქმედებითად და პროაქტიულად, ჩვენი ფიქრები და აზრები პასიური ტენდენციისაკენ იხრება.
პასიური აზროვნების მთავარ მიზეზად შესაძლოა რუტინული ცხოვრების წესი მივიჩნიოთ. გამომდინარე დღევანდელი პირობებიდან ბევრი ადამიანის ცხოვრება გაკვეულ ჩარჩოშია მოქცეული. მაგალითად: დგებიან ადრე, აკეთებენ ყოველდღიურად იგივე საქმეს, ხვდებიან იგივე ადამიანებს და ა.შ საბოლოოდ ამგვარი ცხოვრების წესს სიახლის შიშამდე მივყავართ და ჩვენი გონება ქვეცნობიერად ირჩევს პასიური აზროვნების გზას.
წინააღმდეგობა #5 : მუდმივობისა და სტაბილურობისაკენ სწრაფვა
კიდევ ერთ ძირითად წინააღმდეგობას “ჰომოესტაზისი” ეწოდება. ეს არის ჩვენს ქვეცნობიერში წარმოშობილი ღრმა სურვილი იმისა, რომ გავამართლოთ ის, რაც წარსულში გვიკეთებია და გვითქვამს. ეს არის სიახლის შიში.
ეს იმპულსი გვაიძულებს დავუბრუნდეთ იმის კეთებას,რასაც აქამდე ვაკეთებდით. სამწუხაროდ, სწორედ ეს ტენდენცია გვიბიძგებს შევქნათ და ჩამოვაყალიბოთ საკუთარი “კომფორტის ზონა”, სადაც თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძნობთ. ჩვენს მიერ შექმნილი ზონა კი თანდათანობით ღარს ემსგავსება, რომელშიც ჩვენი ცხოვრება მიედინება, ბოლოს კი კალაპოტად ყალიბდება – თქვენ უმოძრაო ხდებით და პროგრესი ჩერდება. და როგორც ჯიმ რონი ამბობს: “ერთადერთი განსხვავება კალაპოტსა და საფლავს შორის სიგრძეა”. ჰომოესტაზისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობაა ადამიანური პოტენციალის რეალიზებაში.
ავტორი: ბრაიან ტრეისი; თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply