5 ძალიან ცუდი თვისება ურთიერთობებში

0
შენიშვნა: ადამიანს ქვემოთ ჩამოთვილი თვისებების გარდა შეიძლება კიდევ უამრავი ცუდი თვისება ჰქონდეს და რასაკვირველია, ეს სრული ჩამონათვალი არ არის. ამ პოსტში გარკვეულ მიზეზთა გამო მსურს მხოლოდ 5 მათგანზე  გავამახვილო თქვენი ყურადღება.
 
ცუდი მოსმენა
წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ესაუბრებით და აშკარად გრძნობთ, რომ იგი ინტერესით არ გისმენთ დაუფრო მეტიც ხშირად გიწევთ ერთი და იგივე რამდენჯერმე გაუმეოროთ. თქვენი რეაქცია? ახლა შეეცადეთ წარმოიდგინოთ თავი იმის ადგილას ვისაც თქვენ არ უსმენთ გულწფელად და წარმოიდგინოთ მისი რეაქცია.
ინტერესიანი ადამიანები მეტად სასურველი მეგობრები და პარტნიორები არიან. ცუდი მოსმენის უნარი, როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაშიც ბევრ უსიამოვნებას და წარუმატებლობას მოგიტანთ. გაითვალისწინეთ ეს !
სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობა (უსარგებლო კამათის სიყვარული)
უნდა გაითავისოთ, რომ მხოლოდ თქვენი არგუმენტების მოყვანით და მტკიცებით ადამიანს თქვენს აზრზე ვერ გადმოიყვანთ. სისულელეა ეკამათამო ადამიანს იმაზე, რასაც ხედავს და სჯერა. ზემოთ მოცემული სურათს ახალგაზრდამოხუცი ჰქვია. დააკვირდით მას. არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: პირველი კატეგორია, როდესაც ამ სურათს უყურებს ასზე მოხუც ქალბატონს ხედავს. მეორე კატეგორია კი ახალგაზრდას. და რა ხდება როდესაც ამ ეს ორივე კატეგორიის ადამიანი, ერთდროულად უყურებს და გამოთქვამს აზრს სურათის შესახებ? ისინი კამათობენ, როდესაც ორივე მათგანი მართალია .  . .
თქვენ გსიამოვნებთ ისეთ ადამიანთან საქმის დაჭერა, ვინც თქვენს აზრს არ ითვალისწინებს და პატივს არ სცემს? დაფიქრდით ამაზე !
დაუფასებლობა (მადლიერების არ გამოხატვა)
ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია ! აუცილებელია დავაფასოთ ის ადამიანები ვინც გვერდში გვიდგანან და ჩვენთვის სიკეთე სურთ. მადლობა გადავუხადოთ ადამიანს, რომელმაც თუნდაც უმნიშვნელო მომსახურება გაგვიწია, რადგან მას ამით სტიმულს ვაძლევთ და თუნდაც მცირე ბედნიერებას და თვითკმაყოფლებას ვანიჭებთ. 
წარმატებული ადამიანები არ არიან ყველაზე განათლებული და ყველაფრის მცოდნე ადამიანები.  ჰენრი ფორდმა არაფერი იცოდა მანქანების ინჟინერიის შესახებ, არც ენდრიუ კარნეგს გაეგებოდა ფოლადისა რაიმე. მათი წარმატების საიდუმლო მათზე ჭკვიანი ადამიანების მოზიდვაში და გვერდში დაყენებაში მდგომარეობდა. და როგორ აკეთებდნენ ისინი ამას? მათი დაფასებითა და აღიარებით და მათ მიმართ გულწრფელი მადლიერების გრძნობის გამოხატვით. დაფიქრდით თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება..
არავის უყვარს უმადური ადამიანები. ყველას კარგად ესმის ეს..
პესიმიზმი
იყავით პოზიტიური ! პესიმიზმი ურთიერთობებში ძალიან ცუდ როლს თამაშობს. გსიამოვნებთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა ვინც მუდამ წუწუნებენ და უკმაყოფილონი არიან? მგონი, არავის არ უყვარს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. დაფიქრდით ამაზე !
ტყუილების სიყვარული
ტყუილი ურთიერთობის დამანგრეველი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია და თითქმის არაფრით არ ჩამოუვარდება ღალატს. ,,ტყუილს მოკლე ფეხები და გრძელი ცხვირი აქვსო“- ალბათ ყველას გაგიგიათ. იგი ძალიან ბევრ პრობლემას შეგიქმნით. გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას და გახსოვდეთ, რომ არავის არ სიამოვნებს აფერისტ და მატყუარა ადამიანებთან ურთიერთობა და საქმის დაჭერა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply