5 ცხოვრებისეული მინი-გაკვეთილი

1

1. ბუმერანგის კანონი

image

2. თუ შეგიძლიათ…

თუ შეგიძლიათ დღის კოფეინის გარეშე დაწყება და ხალისიანად ყოფნა, თუ შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ ჯანმრთელობის უმნიშვნელო გაუარესებას, თუ შეგიძლიათ წუწუნისგან თავის შეკავება და საკუთარ პრობლემებს სხვებს არ ახვევთ თავზე, თუ შეგიძლიათ ყოველდღე ერთი და იგივე საკვების მიღება და ამის მიუხედავად მშვიდად ყოფნა, თუ შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის გაგება, როდესაც თქვენთვის დრო არა აქვს, თუ შეგიძლიათ კრიტიკის მშვიდად მიღება, თუ შეგიძლიათ ღარიბ მეგობართან ისევე მოქცევა, როგორც მდიდართან, თუ შეგიძლიათ ცხოვრება ტყუილის გარეშე, თუ შეგიძლიათ სტრესთან ბრძოლა წამლის გარეშე, თუ შეგიძლიათ გულწრფელად თქვათ, რომ თქვენ არა გაქვთ ცრურწმენა რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის ან კამის ფერის მიმართ, — ე. ი. თქვენ მიაღწიეთ თქვენი ძაღლის განვითარების დონეს…image
სერ უინსტონ ჩერჩილი

3. ძალა წვრილმანებშია

ჰიპოთეტური სიტუაცია: რა იქნება, თუ ბაყაყს ქვაბში ჩავაგდებთ, რომელშიც ცხელი წყალი ასხია? – ის მაშინვე ამოხტება. მაგრამ, რა მოხდება, თუ იგივე ბაყაყს ცივ წყალში ჩავსვამთ, ქვაბს ცეცხლზე დავდგავთ და წყალს დაბალ ცეცხლზე გავაცხელებთ?

ბაყაყი მოდუნდება. ის, რა თქმა უნდა, შეამჩნევს, რომ წყალი გათბა, მაგრამ იფიქრებს: «ცოტა სითბო ზიანს არ მომიტანსო». ყველაფერი კი იმით დამთავრდება, რომ ისე მოიხარშება, ვერც გაიგებს.

ბევრი რამე ცხოვრებაში ნელ-ნელა გროვდება. განსაკუთრებით ვალი, ჭარბი წონა და პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გახსოვდეთ! არ შეიძლება წვრილმანების უგულებელყოფა.
4. ხელოვნების წყარო

ერთი ფოტოგრაფი ქალბატონს ეწვია ვახშამზე. ქალმა ფოტოების დათვალიერების შემდეგ, წამოიძახა:

– რა ლამაზი ფოტოსურათებია! ალბათ, თქვენ ძალიან კარგი ფოტოაპარატი გაქვთ, არა?

ფოტოგრაფმა კითხვაზე არ უპასუხა. მაგრამ, წასვლის წინ მასპინძელს უთხრა:

– გმადლობთ, ვახშამი ძალიან გემრიელი იყო. ალბათ, თქვენ ძალიან კარგი ქვაბი გაქვთ.

5. ოდესღაც მიხვდები

ოდესღაც მიხვდებით, რომ ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც არასდროს გიღალატებენ, მაგრამ ამისთვის, უამრავი ღალატის გადატანა მოგიწევთ.

ოდესღაც მიხვდებით, რომ გარეგანი ბზინვარება – არაფერია, შინაგან სილამაზესთან შედარებით. რადგან, ის რაც გარეთ არის – პირველ წვიმამდეა. ხოლო, რაც შიგნით არის – მუდმივად ანთია. თუნდაც რომ ჩაიწვას და ოდნავ შესამჩნევი მოელვარე ნახშირად იქცეს, საკმარისია ოდნავ შეუბეროთ – ცეცხლი აგიზგიზდება და გაგათბობთ.

ოდესღაც მიხვდებით, რომ ბევრი ფორმულა და აფორიზმი, გარე სამყაროს შესახებ, რომელიც ცხოვრების მანძილზე დაგიზეპირებიათ – მხოლოდ ცარიელი, ლამაზი სიტყვების ერთობლიობა არის და მთავარი მხოლოდ ის ჭეშმარიტებაა, რომლამდეც თავად მიხვალთ.

ოდესღაც მიხვდებით, რომ სიკეთე, სინაზე, მოფერება და მზრუნველობა – სისუსტის კი არა, შინაგანი სიძლიერის გამოვლენა არის.

ლალი ადიკაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply