5 რამ, რაც თქვენმა გოგონამ უნდა იცოდეს

0

ვაღიარებ, ვფიქრობდი, რომ ბავშვის ქრისტიანულ, მოსიყვარულე ოჯახში აღზრდა ყველაფერს ამარტივებდა. ოჯახში, რომელშიც ვლოცულობდით, ბიბლიას ვკითხულობდით, რელიგიურად ვცხოვრობდით. მოგვიანებით მივხვდი, რომ კიდევ არსებობს რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

5 რამ, რაც ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს…

უნდა იცოდეს…

…რომ ლამაზია. მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს არ ვგულისხმობ. ის ყველანაირად ლამაზია და ამაში თვითონაც დარწმუნებული უნდა იყოს. ეს არსებითად მნიშვნელოვანია.

… რომ ძვირფასია. უნდა გააცნობიეროს რომ ფასეულია. დღესაც და სულ ასე იქნება. ის ყველანაირად სასიამოვნოა და შეცვლა სულაც არ სჭირდება.

რომ დაცულია…  ის მარტო არ არის. მას მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები ჰყავს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ტკივილისგან დაიცვან.

… რომ უყვართ. ეს აშკარაა, არა? დარწმუნებული არ ვარ, რომ მას ამის სავსებით სჯერა. მე უნდა ვაჩვენო, გამოვხატო, ვუთხრა და სიყვარულით ავავსო.

მინდა, ყველა ჩვენმა გოგონამ სიმართლე იცოდეს.

ის ლამაზია, ძვირფასი, სასიამოვნო. მასზე ზრუნავენ და ძალიან უყვართ.

ფაქტია.

ლიზა ჯეიკობსონი

მოამზადა: სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply