4 წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ კარიერული მარცხის თავიდან ასაცილებლად

0

ცნობილი მოტივაციური მრჩეველი, ზიგ ზიგლარი, გვთავაზობს 4 წესს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, იმ შემთხვევაში, თუ გვსურს კარიერული წინსვლა:

1. ყოველთვის ნუ იჯერებთ იმას, რაც გესმით

როდესაც მწვერვალზე ხართ, ყველა რჩევის მიცემას იწყებს. პირველ ოქროს წესს ზიგლარმა „გაგებულის დაჯერება“ უწოდა. ის ასე ხსნის ამ ცნებას, „მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი გეტყვით, “შეუდარებელი იყავი“ და თქვენ ამას დაიჯერებთ თქვენ კარიერა უკუსვლას დაიწყებს.“ მუდმივი სიფხიზლე მნიშვნელოვანია წინსვლის შესანაჩუნებლად. იყავით ფხიზლად, მუდამ კონცენტრირებული თქვენს მიზნებსა და წარმატებაზე.

2. დარჩით ერთგული

ასევე მნიშვნელოვანია იყოთ ერთგული, „მეორე საფრთხე ერთგულების დაკარგვაა.“ იყავით ერთგული ურთიერთობებში. არაფერი არ ანადგურებს კარიერას ისე სწრაფად, როგორც ღალატი. იმიტომ, რომ სიტუაციას თქვენს სახლში, პირად და მეგობრულ ურთიერობებში უშუალო გავლენა აქვს იმაზე, რაც თქვენს “კარიერულ სცენაზე ხდება .“

3. მოერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს

ამის დამადასტურებელი ბევრი ნათელი მაგალითი არსებობს ჩვენთვის. კარიერის განადგურების თავიდან ასაცილებლად, მუდამ “ფხიზელი” უნდა იყოთ. ზიგლერი ამბობს, „თქვენ ვერ გააკეთებთ ყველაფერს თანმიმდევრულად, თუ გამოიყენებთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.“ ისინი დიდ გავლენას ახდენენ თქვენს მსჯელობაზე.

4. იყავით სანდო

ბოლოს, ზიგლარი ხსნის „ნდობის ფაქტორის“ მნიშვნელობას. მას სურს, რომ ხალხმა გაიაზროს: „როდესაც ადამიანები ენდობიან ადამიანს, ისინი აკეთებენ იმას, რასაც ის ამბობს და მხარს უჭერენ.“ ეს ეხება ყველა ბიზნესს და კარიერულ სცენარს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თანამშრომლების ნდობა , რათა მათ დაიჯერონ, რომ ყველაფერი რასაც ეუბნებით უკეთესია მათთვის და კომპანიისთვის. „თუ ნდობის ფაქტორი განადგურდება, კარიერაც ნგრევას დაიწყებს.“

იყავით პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს. დარჩით თქვენი კარიერისა და ცხოვრების ერთგული, რათა თავიდან აირიდოთ იმის დანგრევა, რისკენაც მთელი ცხოვრება მიისწრაფვით. ზიგლარი გვახსენებს: „ჩვენი კარიერის სიმაღლე განისაღვრება იმით, თუ როგორი ღრმაა ის ფუნდამენტი, რომელზედაც მას ვაშენებთ.“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply