4 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ლაო ძისგან უნდა ვისწავლოთ

4

გაწიეთ რისკი, გადადგით პირველი ნაბიჯი!

“ყველა დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება.”

არავინ იცის მომავალში რა მოხდება. ყოველი ახალი ურთიერთობა და წამოწყებული საქმე გარკვეულ რისკ-ფაქტორს შეიცავს. მიუხედავად ამისა, ალბათ იმაშიც ყველა დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია წარმატების მიღწევა პირველი ნაბიჯის გადადგმის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, გამოწვევის მიღებისა და გაბედული ქმედების გარეშე. ნაბიჯები ხომ გამოცდილებებია, რომელთა წყალობითაც ვიზრდებით, ვვითარდებით და წინ მივდივათ. და თუ ასეა, ნუ შეგეშინდებათ რისკის გაწევის, გადადგით პირველი ნაბიჯი – დაიწყეთ “მოგზაურობა”!

დაეხმარეთ, მაგრამ ჭკვიანურად!

“მიეცით კაცს თევზი და მას ერთი დღით დააპურებთ. ასწავლეთ თევზის დაჭერა, თქვენ მას მთელი ცხოვრების მანძილზე გამოკვებავთ!”

შეიძლება გულწრფელად გსურთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, შვილებს, ოჯახის წევრებს “დათვური სამსახური” გაუწიოთ, თუმცა თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, ამის კეთება მუდმივად შეუძლებელია. დაუსვით თქვენს თავს კითხვა: როგორ მუშაობს ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს ეხმარებით? რა მოხდება მომავალში, როცა ისინი იგივე პრობლემის წინაშე დადგებიან?!

ნუ იქნებით სხვაზე დამოკიდებული!

“იფიქრეთ რას ფიქრობენ სხვები და ყოველთვის მათი ტყვე იქნებით!”

ყველა ადამიანს საკუთარი უნიკალური აზრი გააჩნია. მათი ცხოვრება ჩვენ არ გვეხება, ისევე როგორც არ ეხებათ ჩვენი მათ. ნუ დაკარგავთ იმაზე ფიქრში დროს, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. უსმინეთ მხოლოდ საკუთარი სინდისის, გულისა და გონების ხმას, ნუ გადაუხვევთ თქვენს მორალურ პრინციპებს და მალე აღმოაჩენთ, რომ სხვისი აზრი თქვენს შესახებ ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა თავის უფალი ხართ!

იყავით მადლიერი!

“იყავით მადლიერი იმისა, რაც მოგეცათ, მიიღეთ საგნები ისეთები, როგორებიც არიან. როდესაც აანალიზებთ, რომ არაფერი გაკლიათ – მთელი სამყარო თქვენ გეკუთვნით.”

დაფიქრდით: არსებობს კი ადამიანი, რომელიც გაცვლიდა ყველაფერს რაც აქვს იმ ყველაფერში, რაც არ გააჩნია ?! მადლიერება უდიდესი პოზიტიური ძალაა, რომელსაც შეუძლია ჩვენი ყოველი დღე უკეთესობისკენ შეცვალოს..

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Discussion4 კომენტარი

  1. რა იგულისხმა ნეტავი რისკში?……რა საჭიროა რისკი?….ტუ მადლიერი ვარ იმისა რაც მომეცა….

Leave A Reply