33 ციტატა წიგნიდან ,,ოსტატი და მარგარიტა”

1

1. 
ვინ გითხრა, რომ დედამიწაზე ნამდვილი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული არ არსებობს? უნდა მოაჭრა იმ მატყუარას საძაგელი ენა.

2. ჩვენ როგორც ყოველთვის სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საგნები, რომლებზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ამის გამო არ იცვლებიან.

3. უბედური ადამიანი დაუნდობელი და სასტიკია, იმიტომ რომ კეთილმა  ადამიანებმა დაუმახინჯეს სული.

4.ზოგჯერ ადამიანის დაღუპვის საუკეთესო საშუალება_ მისთვის საკუთარი ბედის თავად არჩევის უფლების მიცემაა.

5. ადამიანი შინაგანი სურპრიზების გარეშე, საკუთარ ყუთში უინტერესოა.

6. ყველაფერი სწორად იქნება, სამყაროც ამაზეა აშენებული.

7. მარგარიტა ნიკალაევნას არ ჭირდებოდა ფული. მარგარიტას შეეძლო ყველაფრის ყიდვა,რაც კი მოეწონებოდა. მისი მეუღლის ნაცნობებში საინტერესო ადამიანებიც იყვნენ. მარგარიტა არასდროს გაკარებია პრიმუსს. მან არ იცოდა რა იყო საერთო საცხოვრებელში ცხოვრება.
_ მოკლედ… ის ბედნიერი იყო?
_ არც ერთი წუთი!

8. გაიგეთ, რომ ენას შეუძლია სიმართლის დამალვა, თვალებს _ არასოდეს!

9. სასიამოვნოა, რომ თქვენ ესე თავაზიანად ექცევით კატას. კატებს როგორც წესი ,,შენობით” მიმართავენ. თუმცა არც ერთ კატას არავისთან არ დაულევია არასოდეს ბრუდერშაფტი.

10. ხო, ადამიანი მოკვდავია, მარამ ეს მისი უბედურების მხოლოდ ნახევარია . ცუდი ისაა, რომ ის ზოგჯერ მოულოდნელად მოკვდავია,აი  ფოკუსიც ამაშია!

11. თქვენ ადამიანს პიჯაკით აფასებთ? არასოდეს მოიქცეთ ეგრე. თქვენ შეიძლება  მწარედ მოტყუვდეთ.

12. მან ვისაც უყვარს, უნდა გაიზიაროს იმის ბედი ვინც უყვარს.

13. ბოროტი ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე, არსებობენ მხოლოდ უბედური ადამიანები.

14. _ ეს არაყია? _  იკითხა მარგარიტამ
კატა სიბრაზისგან მაგიდაზე გადმოხტა
_შემიწყალეთ, დედოფალო, _ ჩაიხრუტუნა კატამ,_განა მე მივცემდი საკუთარ თავს უფლებას ქალბატონისთვის არაყი დამესხა? ეს სუბთა სპირტია!

15. აგური ისე უბრალოდ, არსაიდან, არაფრისთვის, არასდროს _  დაეცემა არავის.

16. _არასოდეს არაფერი ითხოვო! არაფერი თხოვოთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ძლიერები არიან! ისინი თავად შემოგთავაზებენ , თავად მოგცემენ ყველაფერს.

17. ამ ტყუილში ყველაზე საინტერესო ისაა,- რომ ის პირველიდან ბოლო სიტყვამდე ტყუილია.

18. ყველა თეორია _ ერთი მეორეს ეყრდნობა.. მათ შორის არის ერთი ისეთიც, რომელის თანახმადაც ყველა მას უნდა ერწმუნოს, დაე აღსრულდეს ეს!

19. არაფერია! 300 წლის მერე ესეც გაივლის.

20. რომელი ქვეყნის ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას დღის ამ მონაკვეთში?

21. ჩემი დრამა იმაშია, რომ მე ვცხოვრობ იმასთან ვინც არ მიყვარს, მაგრამ მისთვის ცხოვრების დანგრევა უღირს საქციელად მიმაჩნია.

22. სიმხდალე _ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი მანკიერებაა.

23. არასოდეს შეგეშინდეთ არაფრის. .ეს სისულელეა.

24. ყველაზე საშინელიბრაზი _  უძლურობის ბრაზია.

25. მე შენ ზღაპარს მოგიყვები. იყო და არა იყო რა, იყო ერთი დეიდა. მას არ ყავდა შვილები და არც ბედნიერება ჰქონდა. თავიდან მან დიდხანს იტირა, მერე კი ბოროტ დეიდად გადაიქცა.

26. ანუშკამ უკვე იყიდა მზესუმზირის ზეთი, და არა მხოლოდ იყიდა დაღვარა კიდეც. ასე რომ სხდომა არ შედგა.

27. რას იზამდა შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და როგორი იქნებოდა დედამიწა თუ კი, მაზე გაქრებოდნენ ჩრდილები?

28. რაც არ უნდა თქვან პესიმისტებმა დედამიწა სრულიად მშვენიერია,  მთვარის ნათების  ქვეშ კი, უბრალოდ განუმეორებელია.

29. ის, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.

30. თქვენ ხომ აზროვნებთ, მაშ როგორ შეიძლება მკვდარი იყოთ?

31.  არ არის დოკუმენტი, არ არის ადამიანი.

32. ხელნაწერები არ იწვიან.

33. მე ვიქნები ჩუმი ჰალუცინაცია.

 

 

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. Pingback: 33 ციტატა წიგნიდან ,,ოსტატი და მარგარიტა” | Adam's Media

კომენტარის დატოვება


დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.