Connect with us

კატეგორიის გარეშე

კვების 30 წესი, რომელსაც 103 წლის ქალბატონი იცავს

ინდრა დევას შეხება იოგასთან 17 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც იგი გაეცნო იოგას, ვეგეტარიანელობას და ჯანსაღი კვების წესებს. ინდრა დევას ნამდვილი სახელი და გვარია ევგენია ლობუნსკაია-პეტერსონი. იგი დაიბადა 1899 წელს რიგაში გარუსებული შვედისა და რუსეთში ცნობილი მსახიობის ოჯახში.

სამოქალაქო ომის დროს ევგენია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ის გაეცნო ინდურ კულტურას, შემდეგ კი გაემგზავრა ამ ქვეყანაში. ინდოეთში იგი გაეცნო ცნობილ გურუს შრი კრიშნამაჩარის და დაიწყო იოგის საფუძვლიანი შესწავლა. ის პირველი ევროპელი ქალბატონი იყო, რომელიც იოგას თავად ინდუსებს ასწავლიდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ინდრა დევი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. 1947 წელს გახსნა იოგას სტუდია კალიფორნიაში და პოპულარული გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. მისი მოსწავლეები იყვნენ მერლინ მონრო, გრეტა გარბო, რიტა ჰეიუორტი, გლორია სვენსონი და 1940-იანი წლების სხვა ვარსკვლავები. 1960 წელს იგი ვიზიტით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში, სადაც ხვდებოდა კოსიგინს, გრომიკოს და მოქოიანს. ამის გამო დასავლელი ჟურანლისტები მას უწოდებდნენ ქალს, რომელმაც კრემლს გააცნო იოგა.

„ყოველი ადამიანი მხოლოდ მოგებული რჩება გონივრული და დაბალანსებული დიეტის დაცვით. არასწორი კვება ხომ ნელა, მაგრამ საფუძვლიანად არყევს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომაც, თუკი თქვენ გსურთ დაიბრუნოთ, ან შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ ის წესები, რომელსაც მე მივდევ ყოველდღიურად:

1. არასოდეს დალიოთ წყალი ყინულით, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ, რადგანაც ის არღვევს კუჭის წვენის ცირკულირებას და ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ყინულიანი წყლის სმა -ეს ამერიკული „ცოდვაა“ ჯანსაღი საჭლის მონელების მიმართ.

2.დალიეთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი დილით უზმოზე და ღამით ძილის წინ. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი. ცხელი წყალი, ან ბალახის ჩაი თაფლით, ან ლიმონით ზაფხულის ცხელ დღეს აცოცხლებს და სიგრილის განცდას გვანიჭებს.

3. ყოველ დღე დალიეთ 5-8 ჭიქა წყალი. წყალი ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი. ჩვენი სხეულის რვა მეათედი სწორედ წყლისაგან შედგება. ყოველდღიურად ჩვენ გამოვყოფთ 2,5ლიტრ წყალს. წყლის დეფეციტი ხშირად ხდება შეკრულობის და სწორი (მსხვილი) ნაწლავის გაუვალობის, ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციის მიზეზი.

4. წყალი არ დალიოთ ჭამის დროს, არამედ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ან ჭამიდან 2-3- საათის შემდეგ, რათა არ დაირღვეს საჭმლის მონელების პროცესი კუჭის წვენის განზავების გამო.

5.წყალი პატარა ყლუპებით სვით და არა ერთბაშად.

6 . იმისათვის, რომ „გავაცოცხლოთ“ დუღილის შედეგად დაკარგული ელემენტები, წყალი ერთი ჭურჭლიდან მეორეში რამდენჯერმე გადაასხით. ასეთი წყალი იძლევა მსუბუქ გამამხნევებელ და მასტიმულირებელ ეფექტს, რაც არ გააჩნია „უსიცოცხლო“ და „არაცოცხალ“ წყალს.

7.უფრო სასარგებლოა ხილის ჭამა, ვიდრე ხილის წვენის დალევა.

8. ბოსტნეულის წვენებს მწვანილის ფოთლებიც დაუმატეთ.

9.ალკოჰოლი, ჩაი, ყავა და შოკოლადი რეკომენდებული არ არის, რადგანაც კოფეინი და თეობრომინი ერთგვარი დოპინგია (სტიმულატორი).

10. რძე -ეს საკვებია და არა სასმელი. ის პატარა ყლუპებით უნდა ვსვათ, სხვაგვარად, შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობა გამოიწვიოს.

11. ჩვენს ორგანიზმს კვებავს არა ის საჭმელი რომელსაც ვიღებთ, არამედ მხოლოდ ის, რომლის შეთვისებაც მას შეუძლია.

12. გულდასმით შეარჩიეთ ის საკვები, რომელიც უფრო შესაფერისია. არანაკლებ გულმოდგინედ, რითაც თქვენ ირჩევთ კაბას, ჰალსტუხს, ან სამკაულს. თავიდან საჭიროა დავაკვირდეთ: მივიღოთ სხვადასხვა საკვები სხვადასხვა კომბინაციაში, რათა შევარჩიოთ ის რაციონი, რომელიც ჩვენი ორგანიზმს უფრო მეტად უხდება.

13. მოერიდეთ „უსიცოცხლო“ პროდუქტებს, როგორიცაა კონსერვები, თეთრი ფქვილი, რაფინირებული შაქარი. ამის ნაცვლად მიიღეთ ცეხვილი ფქვილი, ყავისფერი შაქარი, ან თაფლი. მოერიდეთ კანფეტების, ნამცხვრების, აგრეთვე ძმრის მიღებას.

14. საკვები გულმოდგინედ დაღეჭეთ, ისე, რომ ის ნერწყვით საკმარისად გაჯერდეს, სხვაგვარად სახამებელი რამდენიმე საათით კუჭში დაილექება.

15. გახუხული (ტოსტი), ან გამომშრალი პური ახალზე უფრო სასარგებლოა. მაგრამ მას წყალი არ უნდა მივაყოლოთ. დაე, კბილებმა იმუშაონ, როგორც საჭიროა. ჯერ სითხე დალიეთ, პური კი შემდეგ მიირთვით. ასეთ შემთხვევაში ნერწყვი სახამებელს გლუკოზად გადააქცევს.

16. ერთ ჯერზე ერთ ულუფა სახამებელზე მეტს ნუ მიიღებთ. მაგალითად, თუ თქვენ მიირთვით ბრინჯის ულუფა, პურის, კარტოფილის, მაკარონის, ან პუდინგის მიღებისაგან, სჯობს, თავი შეიკავოთ.

17. თუ თქვენ გაწუხებთ ძლიერი პერისტალტიკა, რეკომენდებულია, მენიუ ისე შეადგინოთ, რომ სახამებელი და პროტეინები ერთად არ მივიღოთ. განსაკუთრებით გოგირდის შემცველ ისეთ პროდუქტებთან, როგორიცაა ბარდა, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხი და სხვა. საქმე იმაშია, რომ გაზები წარმოიქმნება სახამებლების და გოგირდის ურთიერთქმედებით.

18. წყალს, რომელშიც ბოსტნეული მოხარშეთ, ნუ გადაღვრით. მისი გამოყენება შეიძლება სუპში, ან საწებელში. კარტოფილის ნახარშიც ძალიან სასარგებლოა.

19 სტაფილოს, ჭარხლის ან ბოლოკის ფოჩებს ნუ გადაყრით, ის კონის სახით ჩაუმატეთ თქვენს წვნიანში. მას შემდეგ, რაც წვნიანი მომზადდება, ეს კონა ამოიღეთ და გადააგდეთ.

20. ბოსტნეული დაბალ ცეცხლზე, მცირე რაოდენობის წყალში უნდა მოიხარშოს, კიდევ უკეთესია მისი მომზადება ორთქლზე.

21. მოერიდეთ შემწვარ და ცხიმიან საკვებს, რადგანაც ის კიდევ უფრო ნელა შეითვისება, ვიდრე უბრალოდ ცხიმი. ცხიმი ორგანიზმს ბოლოს ტოვებს, ნახშირწყლები ყველაზე ადრე, მის შემდეგ კი პროტეინები.

22. ყველა ცხოველური ცხიმი, როგორიცაა ღორის ქონი, კვერცხი, კარაქი და რძის პროდუქტები, ასევე მარგარინი, მაღლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს და შეიძლება მივაკუთვნოთ ჩვენი ორგანიზმისათვის არასაჭირო ცხიმებს.

23. ქოლესტერინის მაღალი შემცველობაა ტვინში, კვერცხის გულში, ყველაზე ცოტა რძეში, ხაჭოსა და თევზში. ცოტა ქოლესტერინია აგრეთვე ყველანაირ ხილში და ბოსტნეულის უმეტეს ნაწილში.

24. ცხოველური ცხიმით მდიდარი ნებისმიერი საკვები სახიფათოა. ცხიმის მაღალი პროცენტი და პროტეინის დაბალი პროცენტი ხელს უშლის ფერმენტების მოქმედებას.

25. გახსოვდეთ, რომ კვებისა და ჯანმრთელობის საკითხებში მნიშვნელოვანია არა მარტო მოხმარებული კალორიებისა და ცხიმების რაოდენობა, არამდე ამ ცხიმების შემადგენლობაც. მაგალითდ ბეკონში არაფერი შედის გარდა კალორიებისა: არც ვიტამინები, არც მინერალები.

26.ცხიმიანი საკვები (მცენარეული ზეთის ჩათვლით) ყოველი გაცხელებისას უფრო და უფრო უვარგისი ხდება საკვებად. ასეთივე შედეგი ექნება ფრიტიურში ან ტაფაზე დარჩენილი ცხიმის გამოყენებას.

27.უმთვრესი წესი, თუმცაღა, არ არის კავშირში საკვების არც რაოდენობასთან, არც ხარისხთან, არც მისი მომზადების წესთან. უმთავრესია თვქენი დამოკიდებულება ამ საჭმლისადმი ტრაპეზის დროს.

28. დანაყრების პროცესი უნდა იყოს აუჩქარებელი. მნიშვნელოვანია, რომ ის გვანიჭებდეს სიამოვნებას და მიმდინარეობდეს მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.

29. სტრესის, გაღიზიანების, ან უხასიათობის მდგომარეობაში გადაყლაპული საჭმელი ორგანიზმში ტოქსიკურ ცვლილებებს იწვევს. ამიტომ, ასეთ დროს, სჯობს, საერთოდ არ მივუჯდეთ მაგიდას. სჯობს დავიცადოთ, სანამ გუნება არ გამოგვიკეთდება.

30. ეცადეთ, ჭამის დროს თავი აარიდოთ უსიამოვნო თემებზე საუბარს. ლამაზად გაწყობილი მაგიდა ტრაპეზს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის, ისევე, როგორც ღიმილი, მხიარული საუბარი, ლამაზი ყვავილი, ან სურათი. აკურთხეთ თქვენი საჭმელი: დაე, მას თქვენთვის სიხარული მოჰქონდეს. უსიამოვნო სიახლეები არასოდეს გააჟღეროთ ჭამის წინ, ან ჭამის დროს. ეს საზიანოა არა მარტო საჭმლის მონელებისათვის, არამედ მთელი ორგანიზმისათვის“

ლელა გორდეზიანი

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

3 Comments

  1. MAK

    ივლისი 7, 2016 at 12:57 AM

    Kalbatonis saxelia indra devi, da ara deva. 🙂
    Is 2002 cels gardaicvala…

  2. aspnmpzmgf

    დეკემბერი 18, 2016 at 4:25 AM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: კატეგორიის გარეშე

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ