Connect with us

ფოტოპოზიტივი

3 წლის ბიჭი დედის პირადი დიზაინერი გახდა საოცარი ექსპერიმენტი

3 წლის ბიჭი დედის პირადი დიზაინერი გახდა საოცარი ექსპერიმენტი

a1

რამდენად სწორად აცმევენ მშობლები ბავშებს ? რა მოხდება თუ როლებს შევცვლით და შვილები ჩააცმევენ მშობლებს? ერთ-ერთი ბავშვის დედა დაინტერესდა ამ იდეით და გადაწყვიტა მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ის ჩაეცვა, რასაც შვილი ურჩევდა. ასე გახდა 3 წლის ბიჭი დედის პირადი დიზაინერი. ექსპერიმენტი ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა ქალბატონი სამერი შესანიშნავად გამოიყურება.

თუმცა ვნახოთ როგორ შეიცვალე დედის სტილი მაშინ, როცა ამ ყველაფერში პატარა ბიჭი ჩაერია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამერის ბავშვი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს და თავიდანვე გამოყო რამდენიმე ტანსაცმელი, რომელიც დედას აუცილებლად უნდა ჩაეცვა. აი, როგორ გამოიყურება თითოეული მათგანი.

a2

a3

a4

ბავშვმა ამოირჩია ბობ დილანის ნაცრისფერი მაისური, შავი კოლგოტკები, შავი ქვედაბოლო და ყავისფერი ხელჩანთა, შემდეგ ყურადღება გაამახვილა კოპლებიან შარვალსა და ნაცრისფერ მაისურზე. დედა ძალიან კმაყოფილი დარჩა, უფრო მეტიც, მან უთხრა თავის პატარას რომ ამ „Look”-ებს სამომავლოდაც გამოიყენებდა. სამერი ძალიან ბედნიერი იყო როცა უყურებდა თავის პატარას, თუ როგორ იღებდა ის პირველივე ტანსაცმელს რაც ხელში მოხვდებოდა და შემდეგ დაუფიქრებლად ეძებდა რაიმეს, რაც მას მოუხდებოდა. სამერს, რა თქმა უნდა, ძალიან ერიდებოდა ქუჩაში სიარული, ტანსაცმელი ხომ საერთოდ არ უხდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის გაოცებული იყო შვილის მონდომებით და ყურადღებით აკვირდებოდა მას. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ ადამიანები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ქუჩაში მოსიარულე სამერს და კომპლიმენტებსაც არ იშურებდნენ მისთვის.

ექსპერიმენტის დროს პატარამ გადაწყვიტა დედას ერთდროულად 3 მაისური ჩაეცვა, სამერიც, რა თქმა უნდა, არ იყო წინააღმდეგი.

a5

ამერი აღნიშნავს, რომ ეს დღე, ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სახალისო იყო მის ცხოვრებაში. მერე რა, რომ ბიჭმა გაუცნობიერებლად სხვადასხვა ფეხსაცმელების ჩაცმაც კი მოთხოვა დედას.

a6

ასე ბედნიერად დასრულდა დღე, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა სამერზე. შვილის მიერ შეთავაზებულ “Look”-ებში ნამდვილად ჩანდა ბავშვის კრეატიულობა და ფანტაზიის უნარი. საბოლოოდ კი სამერი სხვა დედებისათვის მისაბაძი მაგალითი გახდა. მათაც არ დააყოვნეს და იგივე ექსპერიმენტი საკუთარ შვილებთან გაიმეორეს.

აი ერთ-ერთი მაგალითი 

a7

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ფოტოპოზიტივი

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ