3 რამ, რაც საკუთარ თავს ყოველდღე უნდა გაუმეოროთ

0

საკუთარ ბედისწერის არქიტექტორები და შემოქმედნიც თავად ვართ. თუმცა, მაინც გვჭირდება  დაგავრწმუნონ და შეგვახსენონ, რაოდენ სიმდიდრეს ვფლობთ საკუთარი შინაგანი ხმის წყალობით. ხმით, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების ფორმულირება პოზიტიურ ასპექტში და ნეგატიური ხმების ჩახშობა. საბოლოოდ, ჩვენ, არქიტექტორებს გაგვაჩნია უდიდესი ხელსაწყო – ხმა,  ბედისწერის შესაქმნელად.

იყავით მართალი საკუთარ თავთან და გაეცით პასუხი შემდეგ კითხვას: ფიქრობთ, რომ თქვენი ხმა უერთდება მარად საკუთარ თავში დაეჭვებულ ადამიანთა „ქოროს“?

თუ ამ კითხვაზე პასუხი არის „კი“, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ თქვენი ფიქრები. ამას კი შეძლებთ მხოლოდ სამი ჯადოსნური წინადადების გამოყენებით. მხოლოდ ერთი წესის დაცვაა საჭირო, ეს წინადადებები მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველ სისხამ დილას ან საღამოს უნდა უმეოროთ საკუთარ თავს.

მაშასადამე, აი, ჯადოსნური სამი წინადადებაც.

  1. გააკეთე ახლავე !

სიზარმაცის გამო საქმის გადადება ჰგავს ჭაობს, რომელიც თანდათან გითრევს. თუკი საკუთარ თავს პერმანენტულად უმეორებთ შემდეგ სიტყვებს -„ არაფერი დაშავდება, თუ დღეს არ გავაკეთებ!“ იცით რას მიაღწევთ საბოლოოდ? რა თქმა უნდა, ვერაფერს ! ამის ნაცვლად, შინაგან ხმას უნდა მისცეთ უფლება დილიდან დაღამებამდე გიმეოროთ – „გააკეთე ახლავე!“ თქვენ იგრძნობთ, როგორ ივსებით მოტივაციით და როგორ უბიძგებთ ოცნებას დაადგეს ახდენის გზას.

გახსოვდეთ, განსხვავება “შესაძლოასა” და “კეთებას” შორის მდგომარეობს “დაგეგმვასა” და “მოქმედებაში”. ასე რომ, გახდით საკუთარი თავის მწვრთნელი და უხელმძღვანელეთ მას, მხარი დაუჭირეთ ცვლილებებში… დაგეგმეთ და იმოქმდეთ !

  1. მე დავიმსახურე !

როცა ვხვდები ვინმეს, ვინც საკუთარ ოცნებებს მარცხის უფლებას აძლევს ან ხელიდან უშვებს პიროვნული ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობას, ყოველთვის მიჩნდება კითხვა,  რატომ თვლიან ეს ადამიანები, რომ საუკეთესოს არ იმსახურებენ ?

თუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც მცირედი აკმაყოფილებს, გირჩევთ, გადახვიდეთ საკუთარი ოცნებების გზაზე და გაექცეთ კომფორტის ზონას. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ოცნებობთ !

დაიწყეთ საკუთარი თავისადმი, იმის შეხსენებით, რომ თქვენ უდაოდ იმსახურებთ ბრწყინვალე მომავალს… არასდროს მოჭრათ კუთხე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია: თქვენი ბედნიერება.

  1. ვიცი, ამას შევძლებ !

მარცხის შიში სხვა არაფერია თუ არა, აანალიზებდე საკუთარ უუნარობას, შენ არ შეგიძლია გამოასწორო ერთხელ გადადგმული ნაბიჯი. სამწუხაროდ, ეს შიში არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, როდესაც ვსაუბრობთ წარმატებაზე.

მიმართეთ საკუთარი შინაგანი ხმა მის ჩასახშობად !

რაღა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს შიშები, მაგრამ გადაწყვეტილებებით, რომელიც შიშს ეყრდნობა, ვერასდროს გამოვიყენებთ საკუთარ პოტენციალს სრულიად.

დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი მონოლოგი ძლიერია, ვიდრე თქვენი შიში !

გაუმეორეთ ეს სამი ჯადოსნური ფრაზა საკუთარ თავს. ყური დაუგდეთ, რის თქმას ცდილობს ხმა… გჯერა, რომ შეძლებ და გახდები წარმატებული ?

მიეცი შენს შინაგან ხმას უფლება მონოლოგის სახით დაგეხმაროს ამაში, მოგცეს მოტივაცია და პოზიტიურად განგაწყოს.

გახსოვდეთ, წარმატება არავის საკუთრება არაა. ის უბრალოდ ქირავდება და ქირა ყოველდღეა გადასახდელი.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply