3 ამოსავალი სიტყვა, რომელიც უნდა გახსოვდეს!

0

3 სიტყვა უნდა გახსოვდეს: წონა, რაოდენობა და ზომა. რატომ? – რათა ნახო, რა შედეგი აქვს შენს აქტივობას, დამოკიდებულებას და ფილოსოფიას. თუ აღმოაჩენ, რომ შედეგები არაა შენთვის მოსაწონი, ამ 3 მიმართულებით უნდა ეძებო მიზეზი. თქვენი ფილოსოფია უნდა იყოს მორგებული; თქვენი დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს, ან უფრო მეტად დისციპლინირებული გახდეს; თუმცა, ეს ყველაფერი არაა – საქმიანობა, დამოკიდებულება და ფილოსოფია ქმნიან შედეგებს.

ცხოვრება შენგან ელოდება, რომ მიაღწევ საგრძნობ წარმატებას გარკვეულ დროში. არ შეიძლება, ადამიანს ყოველ 5 წუთს შედეგზე ეკითხებოდე. ამ შემთხვევაში, მოგიგებენ, რომ დასვენება სჭირდებათ. თუმცა, არც 5 წელი უნდა ელოდო შედეგის გაზომვას. დიდი ხნის მანძილზე შედეგზე ორიენტირების გარეშე ყოფნამ, შესაძლოა, ბევრი რამ გააფუჭოს.

აი, რამდენიმე ვადა შედეგების გასაზომად:

პირველია დღის დასასრული – დაუშვებელია, 1 დღეზე მეტი ხნის გატარება პროგრესის ძიების გარეშე. ახალი აღთქმა ამბობს: ,,თუ გაბრაზებული ხარ, ეცადე, მოაგვარო, სანამ მზე ჩავა. ნუღარ იქნები გაბრაზრებული მეორე დღეს.” შეიძლება, ეს რთული შესასრულებელია, თუმცა, თუ ასე არ მოიქცევი, შეიძლება, დამარცხდე. ამიტომ არსებობს რაღაცები, რაც ერთ დღეში უნდა გაკეთდეს.

შემდეგია ერთი კვირა – ყოველკვირეულად ვაწარმოებთ აღრიხცვას. ასე რომ, შეიძლება გადახდაც. ბიზნესში არის ორი რამ, რაც უნდა შეამოწმო კვირის განმავლობაში: თქვენი აქტივობა და პროდუქტიულობა. რადგან პროდუქტიულობა აქტივობაზეა დამოკიდებული, ამიტომ, საჭიროა, ორივე გავზომოთ ჩვენი საქმიანობის შესაფასებლად.

ჩემმა მენტორმა მასწავლა რომ წარმატება რიცხვების თამაშია და ძალიან მალე დაიწყო ჩემი გამოკითხვა:

– რამდენი წიგნი წაიკითხეთ ბოლო 90 დღის განმავლობაში? – მკითხა მან.

– არცერთი, – ვუპასუხე მე.

– ცუდი ციფრია, – მომიგო მან. – ბოლო ექვის თვის განმავლობაში, რამდენ ტრენინგს დაესწარით თქვენი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად?

– არცერთს, – ვუპასუხე ისევ.

– ცუდი ციფრია. უკვე 6 წელია რაც მუშაობთ, რა თანხის ინვესტირება და შენახვა შეძელით ამ ხნის განმავლობაში?

– არაფრის, – მივუგე მე.

– ცუდი რიცხვია, – იყო ისევ პასუხი. – ბატონო რონ, თუ ეს რიცხვები არ შეიცვლება, ცხოვრებაც უცვლელი იქნება. მაგრამ, თუ ამ ციფრების გაუმჯობესებაზე იზრუნებთ, ნახავთ, რომ თქვენთვის ყველაფერი შეიცვლება.

წარმატება და შედეგი რიცხვების თამაშია. ჯონი უერთდება გაყიდვების პატარა კომპანიას. ის იმედოვნებს, რომ მიიღებს 10 სატელეფონო ზარს, რათა ტერიტორიას გაეცნოს. პარასკევს ვურეკავთ და ვეკითხებით, რამდენი ზარი შევიდა. ის პახუსობს, რომ ზარების საკმაო რაოდენობაა დაფიქსირებული. ვახსენებთ, რომ ზუსტი რიცხვია საჭირო. ის იწყებს ამბის მოყოლას, თუმცა, ჩვენ ვეუბნებით, რომ მთავარი რიცხვებია. უნდა მივიღოთ გაზომვადი შედეგი დროულად.

აი, საუკეთესო ბუღალტერია. შენ ადგენ შენი თავის ანგარიშს. ამისათვის, ნუ დაელოდები ნურც მთავრობას და ნურც კომპანიას. შენ უნდა გაიგო შენი რიცხვები და იკითხო: ,,მაქვს ის პროგრესი, რაც მინდა და სამომავლოდ წამიყვანს იქ, სადაც მინდა?” – თავად იყავი მოსამართლე!

თქვენი წარმატებისთვის,

ჯიმ რონი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply