20 ოჯახური ტრადიცია, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია

0

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და ყოველ ოჯახს აქვს თავისი რიტუალები, რომლებიც მას განსაკუთრებულს ხდის. ეს ყველაფერი ქმნის განწყობას და გვაერთიანებს. გთავაზობთ მონათხრობებს ტრადიციების შესახებ, რაც დღესასწაულს ჯადოსნური სიმყუდროვით და სითბოთი ავსებს.

* ახალი წლის წინ, ბოლო შაბათს, მამა ყოველთვის მიდის ნაძვის ხის მოსატანად, ჩვენ კი, მის მოლოდინში ვალაგებთ სათამაშოებს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე სხვენში იტანჯებოდნენ.

* როცა საახალწლო სუფრისკენ მივემართებით, აუცილებლად ვეუბნებით ერთმანეთს კომპლიმენტებს. გასულ წელს, ყველაზე ორიგინალური კომპლიმენტი ჩემმა დამ თქვა. მან მითხრა, რომ ოჯახში ყველაზე ლამაზი ყურები მაქვს.

* ჩვენთან ასეა მიღებული: ვინც საახალწლო სუფრას არ მოამზადებს, ის მას ვერც შეჭამს. ამიტომ, 31 დეკემბერს მთელი ოჯახი ატარებს სამზარეულოში, ჭრის საკვებს და იქვე ჭამს ნახევარს.

* ჩვენ ყოველ წელს ვყიდულობთ ნაძვის ხის ახალ ბურთულას. ყველაზე ძველი უკვე 54 წლისაა. იგი ბაბუამ ბებიასთან ქორწინების პირველ წელს იყიდა.

* ყოველ საახალწლოდ ჩვენ, სამი თაობა, გოზინაყს ვაკეთებთ. თუკი ვინმე დაიწუწუნებს, რომ ბევრად იოლია მათი ყიდვა, ბებია პასუხობს, რომ გოზინაყი დღესასწაულის სულია. სულს კი, ვერ იყიდი.

* ჩვენ ასეთი ტრადიცია გვაქვს: ყველა ვწერთ ქაღალდებზე პროგნოზს. მაგალითად: „დიდი შენაძენი გექნება“ ან „შენს მეორე ნახევარზე მოულოდნელ რამეს გაიგებ“. შემდეგ კი, დაკეცილ ქაღალდს ყუთში ვდებთ და რიგრიგობით ვნახულობთ, რა შეგვხვდება. კვლავ ვკეცავთ და ვაწერთ საკუთარ სახელს, ისევ იმ ჯადოსნურ ყუთში ვაწყობთ და ერთი წლის შემდეგ ვიღებთ, რათა შევამოწმოთ, ახდა თუ არა. და იცით? – თითქმის, ყველა სრულდება.

* ბავშვობაში დედა ყოველ წელს გვიგროვებდა მე და ჩემს ძმებს ტკბილ საჩუქრებს, ყოველგვარი გემრიელობებით. დიდი ხანია, მშობლებთან აღარ ვცხოვრობთ. ცოტა ხნის წინ, დედამ დამირეკა და თქვა, რომ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ გველოდება. 26 წლის ასაკში, საჩქაროდ შევარჩიე ჩანთა ტკბილეულით.

* ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ახალი წლის წინა დღეს ვეწვიოთ ყველა მეგობარს – თუნდაც რამდენიმე წუთით რომ მივვარდეთ და მივულოცოთ. ასე რომ, დღესასწაულზე არავინ გრძნობს თავს მარტოსულად.

* როცა პატარა ვიყავი, დედასთან ერთად, ყოველ წელს ვაკეთებდი ნაძვის ხის ერთ სათამაშოს ხელით. მოზრდილ ასაკში ვფიქრობდი: „რატომ ხარჯავდა ამ სისულელეში დედა დროს, როცა უკეთესი იქნებოდა, ნორმალური ბურთულის ყიდვა“. გუშინ კი, ჩემს 3 წლის ბიჭთან ერთად, პირველად გავაკეთე სათამაშო და ეს, გირჩებისა და ფერადი ქაღალდებისგან დამზადებული პატარა, უსწორმასწორო თხა, მსოფლიოში საუკეთესო სათამაშოდ მეჩვენება.

საახალწლო

* ჩვენ ცოცხალ ნაძვს არ ვყიდულობთ – გვაქვს ხელოვნური. იგი დიდია და ყოველთვის მამა აწყობს. პირველ სათამაშოს კი, ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ჩემი ძმიშვილი

კიდებს. მამას იგი ხელში აჰყავს და ბავშვი ნაძვის წვერზე ოქროს ვარსკვლავს ამაგრებს.

* არ ვიცი, საიდან მოვიტანეთ, მაგრამ, აი, რას ვაკეთებთ: საახალწლო შამპანურის ბოკალში შოკოლადის ნატეხს ვაგდებთ. თუ ნატეხი ტივტივებს, კარგი წელი იქნება, თუ ჩაიძირება – ისე რა. ასე რომ, თუ პატარა და მსუბუქ ნატეხს ჩააგდებ, წარმატებულ წელს უნდა ელოდო, შემოწმებულია!

* დღესასწაულამდე 3 კვირით ადრე, ჩვენ ვიწყებთ უკუთვლას – მაცივარზე სპეციალურ კალენდარს ვკიდებთ, რომელზეც აწერია: „ახალ წლამდე დარჩა … დღე“. პირდაპირ გრძნობ, როგორ უახლოვდები მას.

* როცა საათის მელოდია ახალი წლის მოახლოებას გვამცნობს, ყოველთვის ვწვავთ ქაღალდებს სურვილებით, ფერფლს შამპანურში ვყრით და ვსვამთ. წელს, ჩვენთან ერთად პირველად იდღესასწაულმა ჩემმა გოგომ. იგი გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და შემდეგ თქვა, რომ შუშხუნას გარეშეც შესაძლებელია სურვილის ჩაფიქრება. მომიწევს, როგორღაც შევაყვარო რომანტიკა.

* მეგობრებთან და ნათესავებთან საახალწლო მისალოც ბარათებს ვაგზავნით. ყველა ამბობს – არსებობ ინტერნეტი, ტელეფონი, რაღა საჭიროა ბარათები? – მაგრამ „ცოცხალი“ წერილისგან მოტანილი შეგრძნება განსხვავდება ინტერნეტით მიღებულოსგან. იღებ ბარათს საფოსტო ყუთიდან და თითქოს, თბები.

* ახალ წელს ყოველთვის ოჯახში ვხვდები. მეგობრები, კოლეგები და სხვა ყველა -მანამდე ან შემდეგ. 1 იანვრის ღამე – მხოლოდ სახლში. გ, მანდაზინაყი, მანდარინი და აუცილებლად, ბებიას მიერ მომზადებული ჩურჩხელა.

მანდარინი

* ჩვენ სპეციალური საახალწლო ჭურჭელი გვაქვს – დიდი, ელეგანტური, ძალიან ლამაზი. ჩემთვის დღესასწაულის სიმბოლო ის უფროა, ვიდრე ნაძვის ხე და სალათები.

* მას შემდეგ, რაც საკუთარი პატარა ოჯახი გვაქვს, ახალ წელს ქმართან ერთად აღვნიშნავ. მეორე დღეს კი, აუცილებლად მივდივართ მშობლებთან, ჩემი ქმარი ამბობს, რომ მშობლებს დასვენების საშუალება უნდა მივცეთ, მაგრამ ამ ტრადიციას არასდროს მოვიშლი.

* ყოველ ახალ წელს საოჯახო-საახალწლო ფოტოსესიას ვაწყობთ – ვიკრიბებით და ფოტოებს ნაძვის ხესთან ვიღებთ. უკვე მთელი ალბომი გვაქვს. საინტერსოა, როგორ ვიცვლებით და მაინც ერთად ვრჩებით.

* როცა ნაძვის ხე მორთულია, მის გარშემო ვგროვდებით, ვამბობთ: „ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო…“ და ვრთავთ გირლანდებს. ამ წუთიდან, მზად ვართ ახალი წლის შესახვედრად.

წყარო

გაზიარება:

ფილოლოგი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply