19 ფსიქოლოგიური ფაქტორი თქვენ შესახებ, რომლებიც აქამდე არ იცოდით

0

ადამიანის ტვინი და ფსიქიკა დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი და ამოუხსნელი რამ არის. მაგრამ, მიუხედავად ამდენი უცნაურობისა და საიდუმლოებისა, მკვლევრებმა მაინც აღმოაჩინეს ადამიანის ფსიქიკის ისეთი ფაქტორები, რომლებიც მათ საშუალებას აძლევენ, ჩვენი ქცევა იწინასწარმეტყველონ. იცით თუ არა, რამდენი ხნის განმავლობაში ფორმირდება და ყალიბდება თქვენი ჩვევები? სამეგობრო წრე? უნარები? და ა.შ.? ჩვენ შემოგთავაზებთ იმ ფსიქიკურ ფაქტორებს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი.

1. თქვენი ტვინი ისევე კარგად მუშაობს ძილის დროს, როგორც სიფხიზლისას.

ტვინი არ წყვეტს აქტიურ მუშაობს მაშინ, როდესაც გძინავთ. ის ამუშავებს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას. წყვეტს, რა დაიმახსოვროს და რა – არა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გამოიძინოთ. განსაკუთრებით, გამოცდების ან საქმიანი შეხვედრების დროს.

2. თქვენ მხოლოდ 3-4 ფაქტორის დამახსოვრება შეგიძლიათ ერთდოულად.

არსებობს წესი, რომლის თანახმადაც ადამიანს ახალი ინფორმაციის ნაკადიდან მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის დამახსოვრება შეუძლია. დარჩენილი ინფორმაცია, თუ მას არ გადავიმეორებთ, შეინახება ხანმოკლე მეხსიერებაში, სადაც 20-30 წამის შემდეგ ყველაფერი დაიკარგება. ადამიანებს შეუძლიათ, გარკვეული დროით, მეხსიერებაში შეინახონ 7 ციფრი, მაგალითად – ტელეფონის ნომერი და სხვა. მაგრამ, თითქმის არავის შეუძლია, დიდი ხნის განმავლობაში 10-ციფრიანი კოდის დამახსოვრება.

3. ჩვენ ცუდად აღვიქვამთ წითელი და ლურჯი ფერების კომბინაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები არაერთი ქვეყნის დროშაზეა გამოსახული, ჩვენი თვალი და მეხსიერება არ აღიქვამს წითელ და ლურჯ ფერებს კარგად, თუ ისინი ერთმანეთის გვერდით არიან.

4. თქვენ ნივთებს განსხვავებულად ხედავთ და აღიქვამთ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ წერია სიტყვა, არის თუ არა მასში ასოები არეული. მნიშვნელოვანია, პირველი და ბოლო ასო ემთხვეოდეს და სიტყვას სწორად წავიკითხავთ.

5. თქვენ მხოლოდ 10 წუთით შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრაცია რაიმეზე.

მაშინაც კი, როცა იმყოფებით ლექციაზე, სადაც თქვენთვის საინტერესო თემას კითხულობენ ყურადღებასა და კონცენტრაციას მასზე მხოლოდ 7-10 წუთის განმავლობაში ახდენთ. შემდეგ ყურადღება დუნდება და გჭირდებათ დასვენება, რათა კვლავ მიმართოთ ყურადღება თქვენთვის საინტერესო საკითხზე.

6. თქვენ შეგიძლიათ გვერდით გადადოთ სიამოვნება და აკეთოთ ის, რაც არ გსიამოვნებთ.

ბავშვები ასეთი უნარით, როგორც წესი, სკოლაში უფრო კარგად სწავლობენ.

7. ოცნებებში ვატარებთ დროის 30 %-ს.

მკვლევრებმა დაამტკიცეს რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ოცნებობენ, ოცნებაში კარგავენ დროის 30%- ს. თუმცა ეს ყოველთვის ცუდი არ არის, რადგან ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, კარგად აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი და უკეთ უმკლავდებიან პრობლემებს.

8. ჩვენი ჩვევები 66 დღის განმავლობაში ყალიბდებიან.

ადამიანები ხშირად აკეთებ ერთსა და იმავე მოქმედებას, რაც ძალიან მალე, კონკრეტულად კი, 66 დღის შემდეგ ჩვევად უყალიბდებათ. რაც უფრო რთულია მოქმედება და ქცევა, მით უფრო დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვევად ჩამოყალიბდეს.

9. თქვენ ამეტებთ საკუთარ წარმოდგენებს მომავალთან დაკავშირებით.

ადამიანებს არ შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება და როცა ამას ვცდილობთ, არცთუ კარგად გამოგვდის. კლევები ამტკიცებენ, რომ ძალიან ხშირად, ქორწინებასა და დაოჯახებაზე ადამიანებს უფრო კარგი წინათგრძნობა და წარმოსახვები აქვთ, ვიდრე ეს რეალურად ხდება.

10. თქვენ ადანაშაულებთ ადამიანს და არა სიტუაციას.

ყოველთვის, როცა ადამიანი აგვიანებს შეხვედრაზე, ფიქრობენ, რომ უპასუხისმგებლოა და არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა გადახდა მას თავს.

11. მეგობრების რაოდენობა შეზღუდულია.

მიუხედავად თქვენი კომუნიკაბელურობისა, ვერ გეყოლებათ ბევრი მეგობარი, რადგან მათი რიცხვი შეზღუდულია. მკვლევრების მტკიცებით, ახლო ადამიანებისა და ახლო ურთიერთობების რიცხვი 50-დან 150-მდე მერყეობს.

12. თქვენ არ შეგიძლიათ, არ მიაქციოთ ყურადღება საჭმელს, სექსს და საშიშროებას.

ყველა ადამიანის ტვინი მოტივირებულია ამ 3 სიტყვის გარშემო. ჩვენ ვეკითხვებით თავს: „შეიძლება ამის ჭამა?“, „უსაფრთხო იქნება ამ ადამიანთან სექსი?“, „უსაფრთხო იქნება ეს ჩემთვის?“. ადამიანი, მისი არსით, მოწოდებულია, ყოველთვის იფიქროს გადარჩენაზე.

13. თქვენ იცით, როგორ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.

მიუხედავად იმისა, რამდენჯერ გინახავთ ან არ გინახავთ, გაგიკეთებიათ ან არ გაგიკეთებიათ რაღაც, მაშინ, როცა ვინმე ამას გთხოვთ, წარმატებულად ართმევთ თავს. მაგალითად, ახალი ტელეფონი – მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გქონიათ შეხება მსგავს ტელეფონთან, ძალიან სწრაფად ართმევთ თავს მის შეცნობასა და გამოყენებას.

14. თქვენ გჭირდებათ არჩევანის დიდი შესაძლებლობა.

მაღაზიაში ჩაატარეს კვლევა. ადამიანებს შესთავაზეს 6 და 24 სახეობის ჯემი. მიუხედავად იმისა, რომ ყურადღებას ყველა სუპარმარკეტის იმ ნაწილზე ამახვილებდა, სადაც 24 სახეობის ჯემი იყო განლაგებული, ყიდულობდნენ ჯემებს, რომლებიც 6 სახეობაში იყო მოცემული.

15. თქვენი ბედნიერი ხართ, როცა რაიმეთი ხართ დაკავებული.

წარმოიდგინეთ, ხართ აეროპორტში, თქვენი ბარგი 12 წუთში იქნება მზად. ამ 12 წუთის განმავლობაში, იმის მიხედვით, იცდით თუ დაკავებული ხართ რაიმეთი, თქვენ სხვადასხვა ხარისხით განიცდით ბედნიერებას.

16. ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას გაუცნობიერებლად იღებთ.

ალბათ თვლით, რომ ყველა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგია, თუმცა ცდებით. ძალიან ბევრ მათგანს ქვეცნობიერად, გაუცნობიერებლად იღებთ.

17. თქვენ ცვლით მოგონებებს.

ყველა მოგონება, რომელიც გაქვთ, ტვინში ფილმებისა და კადრების სახით ინახება. მაგრამ ყოველთვის, როცა მას უბრუნდებით და იხსენებთ, გაუცნობიერებლად ცვლით. შეიძლება ამ ყველაფერზე გავლენას ასევე გაუცნობიერებელი სურვილი ახდენდეს – „ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო“.

18. თქვენ არ შეგიძლიათ რამდენიმე საქმის ერთდოულად გაკეთება.

თუ თვლით, რომ კარგად ართმევთ თავს ერთდროულად 2-3 დავალებას, ცდებით. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება და თუ ისინი ამას აკეთებენ, ტვინი ამ დროს ერთ-ერთ ფაქტორზე მოტივირებული, მეორეს ან მესამეს კი, ნაკლებად ექცევა ყურადღება.

19. თქვენი ყველაზე ნათელი მოგონებები შეცდომაა.

თქვენი ყველაზე ემოციური და შთაბეჭდავი მოგონებები არ არის სწორი. ჩატარდა კვლევა 11 სექტემბრის გახმაურებული ტერაქტის ირგვლივ. კვლევის დროს გამოკითხეს ადამიანები, რომლებიც ტერაქტისას ახლომახლო იმყოფებოდნენ. 3 წლის შემდეგ, ისინი ხელახლა გამოკითხეს. შედეგი საოცარი აღმოჩნდა – მათ მიერ გაცემული პასუხები სრულიად განსხვავდებოდა 3 წლის წინანდელისგან.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply