17 რჩევა 2017 წლისთვის

0

 

ახალი წელი შემოვიდა! ცვლილებების დროა!. რატომაც არა, არასოდეს არაა გვიანი შენი ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ, შეცვალო ის რაც არ მოგწონს და განაახლო ის ძველიც რაც მოგწონს. გთავაზობთ  17 ცვლილებას, რომელიც თქვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

1. ყურადღებით, დაკვირვებით და  დაფიქრებით აირჩიეთ ის ადამიანი ვისაც საკუთარ გულს მიუძღვნით, ჯერ დარწმუნდით,  რომ ის მას ნამდვილად გაუფრთხილდება, სხვის გულებსაც ისევე გაუფრთხილდით, როგორც საკუთარს უფრთხილდებით, იყავით თბილი და ნაზი, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გული, რომელიც თქვენ ხელში აღმოჩნდება, ვიღაცის სულის ნაწილია.

2. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების გრაფიკი ყოველთვის მართებულია და ის მხოლოდ თქვენზეა მორგებული. მერე რა რომ თქვენი მეგობარი 19 წლის გათხოვდა, 20 წლის კი უკვე დედა იყო. არასოდეს მიიღოთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, სხვის მაგალითზე. რა გზაც არ უნდა აირჩიოთ გახსოვდეთ, რომ ის მხოლოდ თქვენი გასავლელია.

3. გახსოვდეთ, რომ ვიღაც შეიძლება იყოს თქვენთან მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოსულია, ეს სიყვარული არაა- ეგოიზმი და  შიშია.

4. უნდა შეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ როცა მართალი ხართ და უნდა შეგეძლოთ ბოდიშის მოხდა მაშინ, როცა არ ხართ მართალი. მჩვენი სამყაროს უბედურების დიდი წილი იმაზე მოდის , რომ ჩვენ ხშირად ვიხდით ბოდიშს იმისთვის, რისთვისაც ბოდიშის მოხდა სულაც არის საჭირო. ხოლო იქ სადაც მართლა დამნაშავე ვართ და ბოდიში უნდა მოვიხადოთ ვდუმდებით, მე ბოდიში უნდა მოვიხადო გაუფრთხილებლობისთვის, ყოყმანისთვის, ტყუილისთვის, სისასტიკისთვის, სიკეთის არქონისთვის, ურწმუნობისთვის.არ უნდა ვიხდიდეთ ბოდიშსჩვემი გულიდან წამოსული იმპულსების გამოხატვისთვის, იმიტომ რომ ისინი არავის აყენებენ ზიანს. ადამიანები იხდიდნენ ბოდიშს იმისთვის, რაშიც დანაშაული არ მიუძღვით – ეს ტირანიაა.

5. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც გამუდმებით თქვენ შეცვლას ცდილობენ, უარი თქვით ურთიერთობაზე მათთან  ვისთანაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ისწავლეთ უარის თქმა ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებენ. მხოლოდ ხათრის და რაღაც მენტალური ვალდებულებების გამო ნუ გექნებათ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ თქვენზე. არ მოუთმინოთ, ადამიანებს, რომლებიც არ გინდობენ!. ზოგჯერ ადამიანები მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან, რაღაცაზე, რომ სხვისი გრძნობები არ შელახონ. თქვენთვის არ ღირს ასეთ დათმობაზე წასვლა, იმიტომ რომ საკუთარი წესებით და შეხედულებებით ცხოვრებით ტკბობა უნდა მოასწროთ.

6. სანამ ურთიერთობას სიღრმეში შეიყვანთ, და მაში თავით გადაეშვებით, გააცნობიერეთ, რომ ამ  ურთიერთობამ შესაძლოა სულიერი ტრამვაც მოგაყენოთ.

7. გახსოვდეთ, რომ თქვენ არანაირად არ ხართ ვინმესთან ანგარიშვალდებული მოუყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები. არ იურთიერთოთ ადამიანთან რომელიც თქვენგან საპირისპიროს მოითხოვს. ყველა ქალს უნდა გააჩნდეს ისეთი საიდულო, რომელსაც ის საკუთარ ბალიშსაც კი არ გაუმხელდა.

8. ყურადღებით მოისმინეთ თქვენი კეთილისმსურველი ადამიანის რჩევები, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ თქვენ იცით რა ჯობია თქვენთვის.

9. გახსოვდეთ, რომ ნამდვილი სიყვარული ეს ისაა,როცა ერთმანეთში ხედავთ უამრავ ნაკლს, და ამ ნაკლოვანებების მიუხედავათ უფრო გიყვართ ერთმანეთი.

10.არასოდეს არავის აპატიოთ ღალატი- თუ გული მოგილბებათ, გაიხსენეთ ის წუთი, ის გრძნობები და ტკივილი რასაც გრძნობდით- და პატიების სურვილი თავადვე გაქრება.

11. ნუ დაელოდებით იმ ადამიანს, რომელსაც თქვენ დასაფასებლად მთელი ცხოვრება ჭირდება- იმიტომ რომ ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა და ყველას თანაბრად აქვს ბედნიერების უფლება.

12. თუ თქვენ გიყვართ ყვავილები და ვერ ღებულობთ მათ, ხმამაღლა ინატრეთ ისინი ყოველდღე, და თუ ის ვერ გაიგებს ამას, ამის გამო ნუ დაივიწყებთ მათ სიყვარულს თქვენ შეგძილიათ იპოვოთ ის ვინც 100 ვარდს მოგიძღვნით. გიყვარდეთ ყვავილები მთელი ცხოვრება.

13. ნუ დაფავთ წყენას, უკმაყოფილებას, გამოხატეთ იგი ნებისმიერი ინტელიგენტური მეთოდით, თვალებით, სახის  მიმიკით. თქვენით დაინტერესებული ადამიანი მას აუცილებლად შეამნევს.

14. რაღაც დონით ეგოისტები უნდა იყოთ, გააკეთეთ საკუთარი თავისთვის ყოველდღე რაღაც კარგი, ის რაც გსიამოვნებთ. ცხოვრება რთულია, ამიტომაც აუცილებელია საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ. როცა ახალ პრობლემას დაეჯახებით, ჯერ დაფიქრდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ექნება თუ არა ამ პრობლემის გადაჭრის შედეგს, თქვენთვის ღირებული მნიშვნელობა 5 წლის შემდეგ?! რათა ამაოდ არ დახარჯოთ ენერგია და ძვირფასი დრო.

15. შეეშვით საკუთარი ცხოვრების შედარებას ვინმეს ცხოვრებასთან, ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ და არასოდეს გექნებათ იმ ადამიანის ცხოვრების სრული სურათი, ამიტომაც თქვენ ვერასოდეს შეძლებთ გაუკეთოთ ანალიზი სხვის ცხოვრებას და ქცევებს. საკუთარ ცხოვრებაზე მოახდინეთ ფოკუსირება.
16. უკან მოიტოვეთ წარსული. ხშირად ვხვდებით სიტუაციაში, რომელიც წარსულში განცდილ წარუმატებლობას და ტკივილს გვახსენებს. როგორ შეიძლება გავთავისუფლდეთ იმ ფიქრისგან, რომ მომავალშიც წარუმატებლობა გველოდება? ვინმემ თქვა რომ ჩვენ ამჯერადაც დავმარცხდებით? შეიძლება თქვენ იმ დროისთვის არ იყავით მზად ან უბრალოდ არ გაგიმართლათ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ  კიდევ არ უნდა სცადოთ. ცხოვრების ყოველ ახალ წამს თქვენ ახალი ადამიანი ხართ და ახლიდან გეძლევათ რაღაცის კეთების შესაძლებლობა. ზოგჯერ საკმარისია შვიტანოთ რაღაც პატარა ცვლილება და ის რისი გაკეთებაც ესეთი რთული გვეგონა, მარტივი აღმოჩნდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ რაღაცას სწავლობთ. გაუშვით წარსული და ნუ შეგეშინდებათ ხელახალი მცდელობის.

17. თავი დაანებეთ იმის გარკვევას, თუ რა საერთო აქვთ წარმატებულ ადამიანებს. ჯობია კარგად დააკვირდეთ, იმას თუ რა აერთიანებთ წარუმატებელ ადამიანებს – ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ ,,მე მჭირდება ამის გაკეთება, მე ის უნდა გავაკეთო“ . ,,მე მჭირდება“ – ჭირდებათ იმიტომ, რომ ისინი არავის უყვარს, ამიტომაც ვერასოდეს ვერ აღწევენ იმას რაც სურთ. გაუთავებელი ,,მე. მე მინდა, მე მჭირდება, მე… “დაინტერესდი გარშემომყოფი ადამიანებით, გაახილეთ თვალები, რათა დააკვირდე სამყაროს და არა საკუთარ თავს. მხოლოდ ასე შედგები და ჩამოყალიბდები, გახდები სხვებისთვის საინტერესო და ადამიანებიც შენკენ სწრაფვას დაიწყებენ. ისინი ხომ სითბოს და აღფრთოვანებას ესწრაფვიან. სითბოს გამოხატვა და ამით სხვების აღფრთოვანება, კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც გულწრფელად არიან დაინტერესებული სხვებით.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.