12 რჩევა, რომელიც 2016 წლის უკეთესად გატარებაში დაგეხმარებათ

0

დაახლოებით 300 წლის წინათ წინათ ბენჟამინ ფრანკლინი მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ აღმოეფხვრა ჩვევები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში უშლიდა ხელს. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მან ჩამოაყალიბა მცნება 13 სათნოების შესახებ და თითოეულს საკუთარი განმარტება მისცა. ეს იყო თვისებები, რომელსაც ფრანკლინი მნიშვნელოვნად თვლიდა და გრძნობდა, რომ აკლდა ისინი. მან იცოდა, რომ ამ თვისებების ცხოვრებაში დანერგვა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას მოუტანდა.

ბენჟამინმა თითოეულ ჩვევას, თითო კვირა დაუთმო. დილით გაღვიძებული ფიქრობდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ეს ჩვევა დღის განმავლობაში, მთელი დღის მანძილზე ბლოკნოტში იწერდა შენიშვნებს და ხშირად კითხულობდა მათ, დღის დასასრულს კი ითვლიდა, რამდენჯერ ვერ შეძლო ძველი ჩვევისთვის უარი ეთქვა.

დროთა განმავლობაში ფრანკლინი დარწმუნდა, რომ თავისი ძველი ქმედებები  მცდარი იყო და 13 კვირიანი ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ (ეს ციკლი მან 4–ჯერ გაიარა იმ წელს), ფრანკლინმა შეძლო ეს თვისებები საკუთარ ცხოვრებაში დაენერგა. მოგვიანებით იგი საკუთარ ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ “სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია, თუმცა ამ თვისებების დანერგვამ მის ცხოვრებისეულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.”

თანამედროვე ფსიქოლოგები გამოყოფენ ფრანკლინის თვისებების დანერგვის წარმატების  განმსაზღვრელ 3 ძირითად ფაქტორს:

1. მან მიზნად დაისახა, რომ ცვლილებები შეეტანა საკუთარ ცხოვრებაში;

2. თითოეულ ჩვევას საკუთარი დრო გამოუყო;

3.გამოიყენა ვიზუალური დამახსოვრების მეთოდები (ანუ იწერდა ყველაფერს, რასაც აკეთებდა);

დანერგეთ ეს რჩევები თქვენს ცხოვრებაში, ბენჟამინ ფრანკლინის მეთოდის გამოყენებით.

რჩევა 1: იყავით გულწრფელი. იყავით რაც შეიძლება გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გსურთ და რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ.

რჩევა 2: ჩამოაყალიბეთ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები. ეცადეთ ჩამოაყალიბოთ  აშენოთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომელთან ენდობით და აფასებთ და დარწმუნდით, რომ ეს ადამიანები იგივე დამოკიდებულებას იჩენენ თქვენს მიმართ.

რჩევა 3: აირჩიეთ ენერგიული ცხოვრების სტილი. ეცადეთ  კვირაში სამჯერ მაინც დაუთმოთ დრო ფიზიკურ აქტივობას, იკვებეთ ხარისხიანი საჭმელით და იძინეთ საკმარისად.

რჩევა 4: მოუსმინეთ თქვენს ბიორიტმს და დაგეგმეთ დღე მის შესაბამისად. ჩამოიყალიბეთ ჩვევა, რათა მიაქციოთ ყურადღება რეგურალურ ცვლილებებს თქვენს ფიზიკურ და მენტალურ ენერგიებს შორის და გამოტანილ დასკვნაზე დაფუძნებით განახორციელეთ ცვლილებები დაგეგმილ ამოცანებში.

რჩევა 5: პრიორიტეტები. აირჩიეთ მაქსიმუმ 2 რამ, რასაც უდიდეს პრიორიტეტს ანიჭებთ და დაგეგმეთ, რომ იმუშაოთ მათზე.

რჩევა 6: ყოველი დღიდან ამოიღეთ ყველაფერი რაც თქვენს პრიორიტეტებთან შეუსაბამობაში მოდის. ისწავლეთ “არას” თქმა და ხშირად გააკეთეთ ეს.

რჩევა 7: კონცენტრირება. ყოველდღიურად გამოყავით დრო, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ ერთ საქმეს გააკეთებთ.

რჩევა 8: ეძებეთ გზები, რომელთა საშუალებითაც საქმეს გაიმარტივებთ და უკეთესად გააკეთებთ. ხშირად გაანალიზეთ თქვენი ამოცანები და ეძებეთ გზები, რომლითაც მუშაობის პროცესს გააუმჯობესებთ.

რჩევა 9: ჩამოაყალიბეთ ავტომატური პროცესები. ჩამოაყალიბეთ პროცესები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში – თქვენი განსაკუთრებული ყურადღების გარეშე მუშაობს.

რჩევა 10: გვერდზე მოისროლეთ დარდი და სასწრაფოდ მოაგვარეთ პრობლემები. გამოყავით დრო იმისათვის, რომ დაფიქრდეთ თქვენი პრობლემების შესახებ და რაც შეიძლება მალე მოაგვარეთ ისინი.

რჩევა 11: მოახდინეთ მიზნების განსაზღვრულ ნაწილებად დაყოფა. დაყავით ამოცანები ჭკვიანურად და გამოუყავით მათ გარკვეული დრო. ეცადეთ მეტი იფიქროთ საქმეზე, რომელიც თქვენს თვალწინაა და აირიდეთ დიდ ოცნებებზე ფიქრით დროის ფლანგვა.

რჩევა 12: ეცადეთ დაასრულოთ ის, რაც მნიშვნელოვანია და შეწყვიტეთ იმის კეთება, რაც უკვე უსარგებლოა. არასოდეს შეწყვიტოთ იმის კეთება, რასაც თვლიდით, რომ ღირდა დაწყებად, ვიდრე არ გადაწყვეტთ, რომ არსებობს საკმარისად საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რათა ბრძოლა შეწყვიტოთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply