10 შეკითხვა რომელიც დაგეხმარება თვითონ შეცვალო შენი ცხოვრება

0

ხშირად გვქონია განცდა, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაგვიარა. ყველდღიურობა პრაქტიკულად არ გვძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ საკუთარ თავზე და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ მოგვწონს. ეს შეკითხვები დაგვეხმარება გავარკვიოთ თუ რა ხდება კარგი ჩვენს ცხოვრებაში და გვსურს თუ არა ახალი მიმართულებით წასვლა. ისინი გვაძლევენ შანსს, რომ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება საუკეთესო მიმართულებით.

დაუთმეთ მათ დრო და უპასუხეთ გულწრფელად:

1. რა მაბედნიერებს და რა მამოტივირებს?
2. სად ან ვისთან ერთად ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
3. ხშირად ვგრძნობ თავს კომფორტულად? (თუ არა, მაშინ როგორ შევძლებ იმას, რომ ხშირად ვიგრძნო თავი კომფორტულად)
4. ვინ ვარ მე, როდესაც მარტო ვრჩები და მომწონს ასეთი „მე“? (თუ არა, მაშინ რა გავაკეთო, რომ როდესაც მარტო ვრჩები, მომეწონოს საკუთარი თავი)
5. ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე კარგად გამომდის ან რაც ყველაზე მეტად მიყვარს?
6. ვღებულობ შემოსავალს მე-5 პუნქტში აღნიშნული საქმიანობიდან? (თუ არა, მაშინ როგორ შევძლებ შემოსავლის მიღებას ასეთი საქმიანობიდან)
7. ცხოვრების შესახებ რა ვისწავლე მშობლებისგან, რა ვისწავლე დამოუკიდებლად და რამდენად საკმარისია ეს ცოდნა ჩემი ბედნიერებისთვის? (თუ არ არის საკმარისი, რას ვაკეთებ დამატებით, საჭირო ცოდნის მისაღებად)
8. მაქვს თუ არა ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება: „მე შემიძლია…, მე ვქმნი…, მე ვიპოვი გამოსავალს“?
9. ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და როგორ შევძლებ კიდევ უფრო საინტერესო და ხშირი გავხადო ჩვენი ურთიერთობა?
10. რისი ან ვისი მადლობელი ვარ, რომ აქამდე მოვედი?

სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA). sepia.ge

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA) მოიძიებს მსოფლიოში გავრცელებულ წარმატების პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს Apple-ს, Microsoft-ს, Sony-ს... SEPIA-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ასეთი ინფორმაციის დამუშავება და სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის მიწოდება მაქსიმალურად გასაგები და საინტერესო ფორმით. დეტალებისთვის ეწვიეთ SEPIA-ს ოფიციალურ ვებგვერდს: http://sepia.ge

Leave A Reply