10 საშუალება, რომლებიც სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

0

უნარი, შეინარჩუნო სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში, წარმატების საწინდარია.

ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების 90%- მა შესანიშნავად იცის, როგორ შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს საკუთარი ემოციები. კვლევაში მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევებმა უჩვენა, რომ სტრესული მდგომარეობა ჯანმრთელობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მცირე სტრესი თურმე აუცილებელი და უვნებელი ემოციაა. აღმოჩნდა, რომ ტვინი რთულად მუშაობს მანამ, სანამ ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით. ოღონდ მთავარია, სტრესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია მისი კონტროლი. მცირედი სტრესი ტვინს მეხსიერების გააქტიურებისაკენ უბიძგებს, მაგრამ როგორც კი პერმანენტულ ხასიათს იძენს, ახალი უჯრედების განვითარების შესაძლებლობას ახშობს.

ცნობილია, რომ ცხოველები მხოლოდ დროებით სტრესს განიცდიან. დიდი ხნის წინ ადამიანიც ასე იყო. ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის ალბათობა, ადამიანის განვითარებასთან ერთად გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ სტრესი იწვევს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა სიმსუქნე, დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შემეცნებით უნარებზეც უარყოფითად მოქმედებს.

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სტრესისგან განთავისუფლების სტრატეგიები შესანიშნავად იციან. გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ:

  1. გამოყავით დრო და დაფიქრდით, განიცდით თუ არა მადლიერების გრძნობას?! ეს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს 23 პროცენტით ამცირებს და თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მადლიერების გრძნობას ყოველდღიურად განიცდიდნენ, ჰქონდათ უკეთესი განწყობა და მეტად ენერგიულები იყვნენ. სავარაუდოდ, კორტიზოლის შემცირება მათზე შესანიშნავად მოქმედებს.

  2. სიტყვები ,,რა იქნება’’ სტრესული მდგომარეობის კოცონზე ნავთს ასხამს. რაც მეტ დროს დაუთმობთ ნერვიულობას, დამშვიდებისთვის და სტრესის კონტროლისთვის ნაკლები დრო დაგრჩებათ.

  3. პოზიტიური ფიქრებით თქვენ სტრესის დამარცხებას შეძლებთ. დაეხმარეთ თქვენს გონებას, კონცენტრირდეს რაიმე პოზიტიურზე. როდესაც რაღაც არასასიამოვნო ხდება, თქვენი გონება ნეგატიურ ფიქრებში დაცურავს, ეს შესაძლოა ერთგვარი გამოწვევაა. ასეთ დროს გაიხსენეთ რაიმე პოზიტიური, თუნდაც მთელი კვირის მანძილზე რაც გადაგხდომიათ. ამ გზით ყურადღების გადატანას შესანიშნავად მოახერხებთ.

  4. 24 საათიანი სამუშაო სტრესს ნამდვილად იწვევს. მცირედი შესვენება თქვენს სიმშვიდესა და განტვირთვას უზრუნველყოფს. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მუდმივი კომუნიკაცია. წარმოიდგინეთ, დასვენების დღეს ელექტრონულ ფოსტაზე საქმიანი შეტყობინება მოგდით. რა ხდება ამ დროს? თქვენი გონება მომენტალურად ამ საკითხზე კონცენტრირდება. დასვენების დღეებში, მსგავს საქმიან საკითხებს ნაკლები დრო დაუთმეთ. ასეთი ქმედებით თქვენს თანამშრომლებსაც ასწავლით, რომ არასამუშაო დროს საქმეში ნაკლებად ჩაგრთონ თავი.

  5. კოფეინი სტრესულ მდგომარეობას ხელს უწყობს. მისი მიღების შემდეგ, თქვენი ემოციები წინ უსწრებს თქვენს ქცევას. გაითვალისწინეთ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

  6. ძილი სტრესის მარეგულირებელია. მშვიდი ძილის შემდეგ თქვენ გაცილებით უკეთ აზროვნებთ, რადგან ძილში ძველი ემოციები იფანტება. არასაკმარისი ძილი ზრდის სტრესულ ჰორმონებს და გიჭირთ ემოციების, საკუთარი თავის კონტროლი.

  7. რაც უფრო მეტად ხართ ორიენტირებული ნეგატიურ ფიქრებზე, მეტად აძლიერებთ მათ. ნეგატიური ფიქრები ხშირად მხოლოდ ფიქრებია და მეტი არაფერი, არანაირი ფაქტები. როდესაც რაიმეს მიმართ პესიმისტურად განეწყობით, შინაგანი ხმა შეჩერებისკენ არ მოგიწოდებთ? მაშინვე შეჩერდი და ჩამოწერე საკუთარი ფიქრები. ამ გზით ნეგატიური ფიქრების შემცირებას და რაციონალური აზროვნების დაწყებას შეძლებთ.

ფიქრებისა და ფაქტების გამიჯვნა ნეგატივის აღმოფხვრასა და პოზიტივით შევსებაში დაგეხმარებათ.

  1. არ შეგიძლია აკონტროლოთ გარემოება, თუმცა შეგიძლიათ აკონტროლოთ, როგორ რეაგირებთ მათზე. როდესაც ფიქრობთ, რომ ყველაფერი ცუდად მიდის, არაფერი გამოგდით, საჭიროა სიტუაციის ჩარჩოში მოქცევა. დაფიქრდით ან ჩამოწერეთ თქვენი პრობლემები. სავარაუდოდ, მიხდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც გეგონათ.

  2. სტრესის დაძლევაში სუნთქვა დაგეხმარებათ. გამოყავით 2 წუთი და მთელი ყურადღება სუნთქვისკენ მომართეთ. უბრალოდ დახურეთ კარი, მოთავსდით კომფორტულად და ისუნთქეთ ისე, რომ შეიგრძნოთ. მარტივად ჟღერს, თუმცა მსგავს მდგომარეობაში 2 წუთზე დიდხანს გაჩერება არცთუ ისე მარტივია. გონება გეფანტებათ. ეცადეთ დათვალოთ 20-მდე და შემდეგ თავიდან დაიწყეთ. გაგეფანტათ ყურადღება? მერე რა, თავიდან დაიწყეთ. ეს ნამდვილი ბრძოლაა. გაოცდებით, რამდენად მშვიდად იგრძნობთ თავს. ნეგატიური ფიქრებისგან აუცილებლად განთავისუფლდებით.

  3. იმისთვის რომ დამშვიდდეთ, საჭიროა გააცნობიეროთ საკუთარი სისუსტეები. შემდეგ კი დახმარებისთვის მიმართოთ მათ, ვისაც ნამდვილად ენდობით. თქვენ გარშემო ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლიც თქვენს დასახმარებლად მუდმივად მზად არის. მცირე დროით თქვენს პრობლემებზე საუბარიც კი დაგამშვიდებთ. მათ უკეთ იციან თქვენი პრობლემების გადაჭრის გზები, რადგან ისეთი ემოციებით არ განიხილავენ, როგორც თქვენ. მათთვის დახმარების თხოვნა შეგიმცირებთ სტრესს და გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, ვისაც ენდობით.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply