ჰოლივუდელი მეამბოხე კაცი-ვუდი ალენი

0

„არასდროს ვყოფილვარ ინტელექტუალი. უბრალოდ, ასე გამოვიყურები“.(ვუდი ალენი)

ვუდი ალენი_მეამბოხე ადამიანია. ეს მის ფილმებშიაც ჩანს და მის ცხოვრებაშიც.

ჰოლივუდმა მისთვის სამი ოსკარი გაიმეტა და უამრავჯერ – ნომინაცია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვუდი ალენი იღებს საუცხოო კომედიებს.

ყოველი მისი ქმნილება გაჟღენთილია ჰარმონიულობით. . .

“თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიცია”.

„ჩემს შესახებ ორი მითი არსებობს: ის, რომ ინტელექტუალი ვარ, ვინაიდან სათვალეს ვატარებ და რომ ნამდვილი ხელოვანი ვარ, ვინაიდან ჩემი ფილმები წამგებიანია. ეს ორი მითი, წლებია უკვე, საყოველთაოდაა გავრცელებული“.

„თუკი ჩემი ფილმები ერთ ადამიანს მაინც გააუბედურებს, ვიფიქრებ, რომ ამოცანა შემისრულებია“.

მე ძველი წესების მიმდევარი ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანები ცხოვრების ბოლომდე უნდა იყვნენ ქორწინებაში. ისე, როგორც მტრედები და კათოლიკეები არიან.

არ მეშინია სიკვდილის. უბრალოდ არ მსურს იქ ვიყო როცა ეს მოხდება“.

ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილში დიდად არ მემხიარულება. დანარჩენ ნაწილში საერთოდ არ მემხიარულება.

„ჩემი განათლება საშინელი იყო. მე დავდიოდი რამდენიმე სკოლაში, რომელებშიც ფსიქიურად გაუწონასწორებელი მასწავლებლები იყვნენ“.

„სინამდვილეში მე დაბალი კულტურის ადამიანი ვარ – ლუდითა და გუფთით დივანზე წამოგორება და ბეისბოლის ცქერა ყველაფერს მირჩევნია“.

„ლომს და კრავს შეუძლიათ ერთად დაწვნენ, მაგრამ მეეჭვება კრავმა კარგად გამოიძინოს“.

„თუ გინდათ ღმერთი გააცინოთ, თქვენი გეგმების შესახებ უამბეთ“.

ვუდი ალენი არის რეჟისორი, რომელიც არაფერს გეგმავს, უბრალოდ აკეთებს.

დღეს ვუდი ალენის დაბადების დღეა!

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply