ჰარი ვაინერჩუკი: როგორ ვუთხრათ უფროსს, რომ ცდება?!

0

გძულთ თქვენი უფროსი? ფიქრობთ, რომ თანამშრომლებს არასწორად ექცევა, თუმცა არავის სურს ამის თქმა? ის ხომ უფროსია. ხომ ასეა? მინდა იცოდეთ, რომ უფროსისთვის შენიშვნის მიცემა სწორი გადაწყვეტილებაა. როგორ უნდა უთხრათ მას, რომ ცდება საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების გარეშე?

პირველ რიგში, კარგად დააკვირდით, ნამდვილად უშვებს შეცდომებს თუ არა. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით შენიშვნა.  თუმცა არა კორექტული საუბარი გამორიცხეთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუკი მსგავს სიტუაციაში იდიოტის როლის მორგება და უარყოფითი შედეგების მიღება არ გსურთ.

მე ნამდვილად მჯერა, რომ კარგი უფროსი ყურადღებით მოგისმენთ და შენიშვნებს აუცილებლად მიიღებს.

კარგი უფროსი ყოველთვის უკეთესი მსმენელია ვიდრე მოსაუბრე. მუდმივად საქმის კურსში ყოფნით გუნდს შესანიშნავად ეხმარება. მუდმივად იყო საქმის კურსში ნიშნავს იყო კარგი მსმენელი.

მთავარია შედეგები ზრდილობიანად წარმოადგინო და გასაგებად მიუთითო რაში არ ეთანხმები. ეს მომგებიანია. იფიქრეთ, რომ თუკი ის დაგეთანხმებათ და გაითვალისწინებს ეს თქვენთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გეცოდინებათ ვისთან გაქვთ საქმე.

თუკი კარგი დიპლომატი ხართ და სიტუაციის მართვის უნარი გაგაჩნიათ, ყველაფერი დადებითი შედეგებით დამთავრდება.

 არ შეიკავოთ თავი. იყავით ღირსეული და მშვიდად მიუდექით ამ საკითხს.

ნუ დაკარგავთ დროს იმ შემთხვევაში, თუკი უფროსი ამ საკითხს სრული სერიოზულობით არ მიუდგება.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply