ჰაინრიხ ბიოლის გამონათქვამები

0

1. მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან.

2. მწამს, ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი. მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ეს პროტესტანტებსა და კათოლიკეებს სწამთ.

3. დიდი ხანია, რაც ადამიანებთან ფულსა და ხელოვნებაზე ლაპარაკს მოვეშვი. იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ან იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე იმსახურებს.

4. არსებობს განმეორებაზე დაფუძნებული რიტუალური მომენტები. უნდა შეაშფოთო გარდასული წამები, არასოდეს უნდა სცადო მათი განმეორება.

5. მაინც როგორ აქვთ ყველაფერი არეულ დარეული თავში ამ კათოლიკეებს, კარგ ღვინოსაც კი ვერ სვამენ ისე, რომ ტვინი არ იღრძონ, ლამის გასკდნენ, სანამ „შეიცნობენ“ რატომ და რისთვის არის ეს ღვინო კარგი.

6. როცა ვხედავ, რა ამაოდ ცდილობს ზოგიერთი, ისე გამოიყურებოდეს, თითქოს ჩაცმას არაფრად დაგიდევს, ღრმა მელანქოლია მიპყრობს.

7. ჩემი აზრით, ამერიკელები კუდიანივით დაწვავენ კოცონზე გულკეთილ ხალხს, რომელიც ფულისა და ვნების გამო კი არ ემორჩილება მამაკაცს, არამედ იმიტომ, რომ მამაკაცის ბუნებას თანაუგრძნობს.

8. ამქვეყნად ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისი თანდასწრებითაც ტირილის არ მოგერიდება.

9. ქალის ხელებს იმდენი რამ შეუძლიათ გამოხატონ, რომ მათთან შედარებით მამაკაცის ხელები მხრებზე მიწებებულ ჯირკებად მეჩვენება.

10. ერთი პეშვი არაყისთვის ვინც მზადაა უკანაკნელი პერანგი გაიმეტოს, იმდენი ლაპარაკის თავი არ აქვს, ასეთ გარიგებას რომ სჭირდება ხოლმე.

11. შორიდან მაყურებელი ადამიანი სხვის მდგომარებას უფრო მუქ ან ნათელ ფერებში აღიქვამს, ვიდრე ის, ვისაც უშუალოდ ეხება.

12. კლოუნი რომ სმას დაიწყებს, იმაზე სწრაფად დაეშვება ძირს, ვიდრე მთვრალი მეთუნუქე გადავარდება სახურავიდან.

13. იმ საქმეებიდან, შენ რომ წამოიწყე, არც ერთი არ მიგიყვანია ბოლომდე –  შენ არც დედა ხარ რიგიანი, არც ქვრივად ვარგიხარ, შენზე ვერც იმას იტყვი, გაფუჭებული ქალიაო, ან ვინმეს საყვარელიაო.

14. ერთი რამ სულ მუდამ ასე დარჩება – მამაკაცი იმაზე უკეთესს ვერაფერს შესთავაზებს ქალს თუ არა ცოლად გამომყევიო

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply