ჰაერი, სინათლე, დრო და სივრცე – ჩარლზ ბუკოვსკი

0
იცით მე არასდროს მქონია ოჯახი, სამსახური.
ყოველთვის მაკლდა რაღაც.
მაგრამ ახლა
გავყიდე სახლი, ვიპოვნე ეს ადგილი და დიდი სტუდია. აქ აუცილებლად ნახავთ სივრცესა და სინათლეს.
და პირველად ჩემს ცხოვრებაში მექნება ადგილი და დრო რომ ვაკეთო რაღაც.
არა პატარავ, თუ გადაწყვეტ რომ რაიმე შექმნა, აუცილებლად გააკეთებ. არა აქვს მნიშვნელობა დღეში 16 საათს იშრომებ შეუჩერებლად,
თუ
პატარა ოთახში იმუშავებ, სადაც შენს გარდა კიდევ სამი ბავშვია.
აუცილებლად გააკეთებ თუნდაც შენი ტვინისა და სხეულის ნაწილის გაწირვით.
აუცილებლად შეძლებ თუნდაც იყო
ბრმა,
ხეიბარი,
შეშლილი.
აუცილებლად გააკეთებ მაშინაც კი როცა ქალაქში მიწისძვრაა, ბომბავენ, წყალდიდობა ან ცეცხლია.
ჰაერი,სინათლე, დრო და სივრცე არაფერ შუაშია – ისინი არაფერს ქმნიან, გარდა შესაძლოა, უფრო ხანგძლივი სიცოცხლისა, რათა იპოვნოთ ახალი მიზეზები.
ჩარლზ ბუკოვსკი, თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply