ჯულია რობერტსის ცხოვრების წესები

0

მსახიობი, 47 წელი, აშშ

ხშირად, ჩამოყალიბებაში გეხმარება არა უდიდესი მასწავლებელი, არამედ პირიქით – მისი არარსებობა. ის მომენტები, როდესაც გაიგნორებენ, ბევრად მნიშვნელოვანია იმაზე, როდესაც გაქებენ.

ყველაზე ნაკლებად მინდოდა, გამეტარებინა ეს დილა ჩემზე საუბრით.

ვცდილობ, ვილაპარაკო ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ძალიან მალე მბეზრდება ჩემი თავი.

საკმაოდ ხშირად, ხალხი მთვლის იმად, ვინც არ ვარ. ბევრი მთვლის უხეშად. ალბათ, იმიტომ, რომ მაღალი და განათლებული ვარ და ასეთბი ძალიან ცოტას უყვარს.

ის, რომ მამაჩემს კიბო ჰქონდა, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შევიტყვე. მაშინ 10-ის ვიყავი და სპეციალურად არავინ არაფერს მეუბნებოდა. უბრალოდ, წამიყვანეს ბაასთან და იქ მითხრეს, რომ მამა აღარ არის. ალბათ, ზუსტად მაშინ გავიგე, რომ ცხოვრება შეიძლება ერთ მომენტში შეიცვალოს, და ზუსტად მაშინ, როდესაც ამას საერთოდ არ ელოდები.

სამწუხაროდ, ბავშვებისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის დადანაშლება მშობლების შეცდომების გამო.

მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად, ჩამოყალიბებაში გეხმარება არა უდიდესი მასწავლებელი, არამედ პირიქით – მისი არარსებობა. ის მომენტები, როდესაც გაიგნორებენ, ბევრად მნიშვნელოვანია იმაზე, როდესაც გაქებენ.

ძალიან ცოტას თუ სჯერა ამის, მაგრამ კოლეჯში ჯგუფიდან ყველაზე ბოლო ვიყავი, ვინც ბიჭს აკოცა.

გამონათქვამი „რაც ცოტაა, მით უკეთესი“, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად უხდება კოცნას ფილმებში.

მე ძალიან მაღალი ვარ იმისთვის, რომ ჩავითვალო გოგონად; არასაკმარისი ტანსაცმელი მაქვს, რომ ვიყო ლედი; და არასდროს ვუწოდებდი ჩემს თავს ქალ.

საინტერესო სამუშაო მაქვს: თოჯინასავით მაცმევენ, ხოლო შემდეგ მაკიაჟს მიკეთებენ და მართობენ.

ხალხი ძალიან იშვიათად მცნობს ქუჩაში. უფრო მეტი, ძალიან ხშირად, როდესაც ვიღაცას პირველად ვხვდები, მიწევს თქმა: „გამარჯობა! მე ხომ არ მელოდებით? მე ჯულია ვარ“.

ბევრი ვარსკვლავისგან განსხვავებით, არასდროს ვიცვამ ისეთ კაბებს, რომელთა გასწვრივ გაზეის წაკითხვაცაა შესაძლებელი. მე ვიცვამ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ბევრი ამბობს: „ეს რობერტსი ჩემს მეზობელზე უარესად იცვამს“, და ასეთ მომენტებში მინდა, ვუთხრა: „საინტერესოა, ძვირფასო, ვინ აირჩე მეზობლად?“ მაგრამ, თავს ვიკავებ.

ძალიან ხშირად, იმდენად ერთვები როლში, რომ გადაღების მოედნიდან გასვლის შემდეგაც არ წყვეტ ამ როლით ცხოვრებას.

საერთოდ, გიჟი ვარ. მაგალითად, გადასაღებ მოედანზე, შესვენების დროს ვჯდები და ქარგვას ვიწყებ. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი ჰობია.

მიყვარს ტყუილი პრეს-კონფერენციებზე.

შირად მეკითხებიან, მართალია, რომ მამაკაცებკინოდან უფრო მეტს შემოსავალს ღებულობენ? პასუხი მოკლეა კი.

იმ მომენტში, როდესაც უცებ ბევრი ფული შოვნა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა მხოლოდ ის, რომ ირგვლივ დაიწყეს შეკითხვების დასმა იმაზე, თუ რა შეიცვალა ჩემს ცხოვრებში, იმის მერე, რაც ბევრი ფულის შოვნა დავიწყე.

ითვლება, რომ პოპულარობა დაავადების მსგავსია.ეცრად ხვდები, რომ არ შეიძლება ხალში გამოჩენა, ჩვეულებრივ ადგილებში სიარული და საერთოდ, იმის კეთება, რასაც მიეჩვიე. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ ამას და გააგრძელებ იგივეს კეთებას, მიხვდები, რომ არაა აუცილებელი საკუთარი თავისუფლების შეწირვა.

მეცინება, როდესაც მესმის, როგორ ამბობს ხალხი: „მეჩვენება, რომ ჯულია ჩემზე არცთუ ისე კარგი აზრისაა“. ყოველ ასეთ ადამიანს მინდა ვუთხრა:“ საყვარელო, თუ შენზე არცთუ კარგი აზრის ვიქნებოდი, ეს გეცოდინებოდა“.

პრესა ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე ადრე იყო. თუმცა, მისი სისულელე იზრდება ისე სწრაფად, რომ ხანდახან მინდა, ყველაფერი ძველებურად დარჩეს.

არასდროს გავშიშვლდები გადაღებისთვის. მაყურებლის წინაშე ტანსაცმელში გამოჩენა მხატვრული წარმოდგენაა, ხოლო შიშვლად გამოჩენა დოკუმენტური ფილმია.

მიყვარს ქუდები. განსაკუთრებით მათზე, ვისაც ჭუჭყიანი თმა აქვთ.

მგონი, საყვარლად გამოვიყურები.

ის ფაქტი, რომ მშობიარობის მერე ნორმალურად გამოვიყურები, არ აიხსბა იმით, რომ რაღაც სულელურ დიეტას ვიცავ, ან ყოველ დილით ვვარჯიშობ. ჩემი ფორმის 97 % გენების დამსახურებაა.

საერთოდ არ მინდა ჩემი ბავშვებიდან „გამოვკვეთო“ გენიოსები, მსახიობები, ან ბიზნესმენები. მინდა, მათ ბავშვობა ჰქონდეთ.

მეც ვერ ვიჯერებ, რომ სამი შვილი მყავს. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მათ გაჩენამდე კინოკარიერის 20 წელი მქონდა.

შოუ-ბიზნესის ორი შემადგენლიდან, მირჩევნია ვრჩებოდე შოუში.

„ლამაზმანის“ გადაღებამდე, დიდი ხნის განმავლობაში ველაპარაკებოდი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს და შემიძლია გითხრათ, რომ მათი ოცნებები და იმედები მომავალზე უფრო სუფთა და ლამაზია, ვიდრე ბევრი სხვა ადამიანის.

ძალიან მნიშვნელოვანია ისწავლო რაიმე სახის ხელნაკეთების შექმნა.

როდესაც მაქვს არჩევანი ნორმასა და გიჟობას შორის, გიჟობას ვირჩევ.

არასდროს ვიცი ზუსტად, რა არის შოკისმომგვრელი ამა თუ იმ ადამიანისთვის.

მიყვარს სახლის დალაგება.

მშვენივრად მოვეწყვემდიდარი ვარ. ბედნიერი ვარ, შესანიშნავი სამუშაო მაქვს, ჩემს ირგვლივ საინტერესო ხალხია და საოცარ ქვეყნებში ვმოგზაურობ.

ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა ეკიდოს ყველაფერი, რასაც ვამბობ. არასდროს მესმოდა, რატომ აინტერესებთ ასე ვარსკვლავების აზრი.

სრულებით დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს არ სურს ჩემი დანახვა ბიკინი.

არ ვფიქრობ, რომ შემიძლია ასე სწრაფად დავასახელო ბობ დილანის საყვარელი სიმღერა.

ბავშვობაში ყველას შეგვეძლო ცხოველებთან ლაპარაკი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply