ჯო კოკერის ხსოვნას

0

მისი ხრინწიანი, ემოციებით აღსავსე, ძლიერი ხმა ყველასგან გამოირჩევა. ჯო კოკერი – ადამიანი-ბლუზი, გულწრფელი მუსიკასა და სცენაზე. იგი 22 დეკემბერს, ორშაბათს ღამით სიცოცხლეს გამოესალმა. ეს სტატიაც სწორედ მის ხსოვნასა და შემოქმედებას ეძღვნება.

სიმღერა 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მიხვდა რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. შემდეგ იყო ჰედლაინერობა The Rolling Stones – კონცერტზე და მეგობრობა The Beatles-თან, რომლებიც გაოცებულნი იყვნენ თავიანთი ჰიტის, “With a little Help from My Friends”-ის ჯო კოკერისეული ვერსიით. კარიერის დასაწყისში ის ჩაკ ბერისა და რეი ჩარლზის სიმღერებს ასრულებდა მშობლიური შეფილდის კლუბების სცენებზე.

ჯო კოკერი

შემდეგ იყო ვუდსტოკის ფესტივალი და ამერიკის დაპყრობა. იგი მუდმივად ხდებოდა სხვადასხვა ჯილდოების მფლობელი და წერდა ალბომებს. ჰქონდა ხანგრძლივი ტურნეები მთელ მსოფლიოში, შემდეგ კი კოლორადოში ისვენებდა მშვიდად, საკუთარ სახლში. თავისი უკანასკნელი კონცერტი ბლუზმენმა 2014 წლის ზაფხულში გამართა ლონდონში. სცენას მან სიცოცხლის 50 წელი მიუძღვნა, ჩვენ კი ვუმადლით იმ გულწრფელი და მშვენიერი მუსიკისათვის, რომელიც დაგვიტოვა.

<<შემიძლია ვუსმინო ნებისმიერ მუსიკას, ახალი მუსიკა ყოველთვის შთამაგონებს. შეუძლებელია საკუთარზე მუშაობა სხვათა შემოქმედების მოსმენის გარეშე>>.

Joe Cocker – Unchain My Heart

Joe Cocker – You Can Leave Your Hat On

<<ვოკალს არასოდეს ვასწავლი, დაე თავად აღმოაჩინონ ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები – ისე, როგორც მე მოვიქეცი თავის დროზე>>.

Joe Cocker – You Are So Beautiful

Joe Cocker – When the Night Comes

<<ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჩაწერილი მაქვს რამდენიმე ისეთი სიმღერა, რომლებიც ბევრი ადამიანათვის ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტებთან ასოცირდება>>.

Joe Cocker – Summer In The City

Joe Cocker – N’Oubliez Jamais

<<იცით, ბოლო წლებში ყველაფერი სტაბილურად მაღალ დონეზე გამომდის. შუა 70-იანები კი საკმაოდ რთული პერიოდი იყო ჩემთვის. ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. როდესაც მეკითხებიან, თუ რა მჭირდა მაშინ, ამის ახსნაც კი არ შემიძლია, სწორედ ამიტომ იყო „რთული პერიოდი“>>.

Joe Cocker – Have A Little Faith In Me

Joe Cocker – Don’t Let The Sun Go Down On Me

<<სინამდვილეში, კიდევ დიდი ენერგიით ვარ აღსავსე. მაგრამ თუ ოდესმე სცენაზე გავალ და ვიგრძნობ, რომ ხალხს ჩემი დანახვა არ უნდა, უბრალოდ საკუთარ თავს ვეტყვი: „კმარა“>>.

Joe Cocker – Now That The Magic Has Gone

<< წელს 69 წელი მისრულდება. მაგრამ შინაგანად ისევ ის ახალგაზრდა ბიჭი ვარ, სცენაზე რომ ჯერ ახალბედაა. იცით, როდესაც ვმღერი, ორგანიზმში ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც მაშინ, კარიერა რომ დავიწყე… დიახ, მე მიყვარს ჩემი ხნოვანება, რა თქმა უნდა, მიყვარს>>.

Joe Cocker – Feels Like Forever

ჯო კოკერი 2014 წლის 22 დეკემბერს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი