ჯონ მაქსველი: ორი უმნიშვნელოვანესი დღე თქვენს ცხოვრებაში

0

ჯონ მაქსველი: მწერალი და ორატორი. დაწერილი აქვს 60–მდე წიგნი ლიდერობის თემატიკაზე. მისი ბესთსელერი წიგნის სახელია – “ლიდერობის 21 უცილობელი წესი”.

ნათქვამია,რომ ცხოვრებაში ორი უმნიშვნელოვანესი დღე არსებობს – პირველი დღე,როდესაც დაიბადე და მეორე დღე როდესაც აღმოაჩინე პასუხი კითხვაზე: „რატომ?“. დღეს მსურს გითხრათ, თუ როგორ იპოვნეს ეს პასუხი წარმატებულმა ადამიანებმა.

ვფიქრობ,რომ არსებობს ორი გზა,რომელიც გვეხმარება აღმოვაჩინოთ ჩვენი ნამდვილი დანიშნულება. პირველი ეს არის მისწრაფება – საქმის სიყვარული. რა გსურთ ყველაზე მეტად? რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას? რისთვის ცხოვრობთ და რისთვის მოკვდებოდით?

საქმის სიყვარული 100% ით ვერ უზრუნველყოფს,რომ ამ კითხვაზე პასუხს იპოვნით, თუმცა მიგიყვანთ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც თქვენი ნამდვილი ცხოვრებისეული მიზანი და დანიშნულება იმალება. საქმის სიყვარული უდიდესი „ენერჯაიზერია“. საიდუმლო არაა,რომ მიზანსწრაფულ ადამიანებს უდიდესი ენეგია გააჩნიათ. დააკვირდით წარმატებულ ადამიანებს: მათ უყვართ ის, რასაც აკეთებენ და აკეთებენ იმას,რაც უყვართ.

წარმატებულ ადამიანებს „მოგზაურობაც“ ისევე უყვართ,როგორც „დანიშნულების ადგილი“. და იმ შემთვევაშიც კი,როდესაც ფინიშის ხაზი არ ჩანს, ისინი ინარჩუნებენ მოტივაციის მაღალ დონეს,რადგან იმისკენ მიისწრაფიან, რაც უყვართ.

საქმის სიყვარული 80%–ით ზუსტია ჩვენი დანიშნულების აღმოჩენის პროცესში, თუმცა არსებობს მეორე გზა,რომელიც პირველთან ერთად 100%–იან სიზუსტეს უზრუნველყოფს და მე მას „სიძლიერის ზონას“ ვუწოდებ. სხვა სიტყვებით,რომ ვთქვათ თქვენ უნდა მოძებნოთ გზა,რომლის საშუალებითაც პასუხს გასცემთ შეკითხვებზე: “რა გამომდის კარგად? რა არის ჩემი ძლიერი მხარე? რისი ნიჭი მაქვს? რით განვსხვავდები სხვებისაგან?”

ყველა ადამიანს აქვს თვისება,რომლითაც სხვებისაგან განსხვავდება. საჭიროა იმუშაოთ მასზე და განავითაროთ. იშვიათად გამხდარა ვინმე წარმატებული იმის კეთებით,რაც არ მოსწონდა და არც იმის კეთებით,რაც კარგად არ გამოსდიოდა. და მიუხედავად ამისა, დღეს მილიონობით ასეთ ადამიანს შეხვდებით ცხოვრებაში – ადამიანებს რომლებიც აკეთებენ იმას,რაც არც მოსწონთ და არც კარგად გამოსდით.

მსურს გითხრათ რამოდენიმე რამ,რაც თქვენს მიერ ნასწავლ წესებს ეწინააღმდეგება. ამ წუთიდანვე შეწყვიტეთ მუშაობა თქვენს სისუსტეებზე. რატომ? ეს ძალიან მარტივია. იმიტომ,რომ თქვენ სუსტი ხართ თქვენს სისუსტეებში, ნუ აკეთებთ იმას, რაც კარგად არ გამოგდით.

ჩვენი განათლების სისტემა გვეუბნება,რომ ვიმუშაოთ ჩვენს სისუსტეებზე. მაგალითად,თუ მივიღეთ A მათემატიკაში და C ინგლისურში,რას გვეტყვიან სკოლაში? “ეცადე ინგლისურში მიღწეული შედეგი გამოასწორო.”

მე გეუბნებით, ნუ იმუშავებთ ინგლისურის დონის გაუმჯობესებაზე. თქვენ შემეკითხებით: რატომ უნდა მოვიქცე ასე? პასუხი მარტივია: თქვენ მათემატიკური გონება გაქვთ. თქვენ უკეთესაც გამოგდით რიცხვებზე მუშაობა, ვიდრე სიტყვების დაზუთხვა. ეს არც სწორია და არც არასწორი. თქვენ უბრალოდ ასეთი ხართ. ეს არის თქვენი უნიკალურობა.

წარმატებისათვის მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი დანიშნულება, მაგრამ მარტო ეს საკმარისი არაა. თქვენ ასევე გჭირდებათ ზრდის გეგმა იმისათვის,რომ მიაღწიოთ თქვენს მაქსიმალურ პოტენციალს. ეს მარტო იმის ცოდნას არ გულისხმობს,რაც უნდა გააკეთოთ, ამასთან საჭიროა იზრდებოდეთ ამ სფეროში და მოქმედებასთან ერთად ხვდებოდეთ, რა გამოგდით ყველაზე კარგად. ეს არის მუდმივი ზრდა.

1973 წლიდან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ამ წელს ლანკასტერში სემინარს ვესწრებოდი და ლექციის მიმდინარეობისას ჩემს გვერდით მჯდომმა კაცმა ასეთი შეკითხვა დამისვა: “ჯონ,თქვენ გაქვთ ზრდის გეგმა?” ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ასეთ რამეზე არასდროს მიფიქრია. სპონტანურად მოვიფიქრე რამოდენიმე ფრაზა, თუ როგორ მქონდა ჩამოწერილი მოქმედებების განრიგი და რამდენს ვმუშაობდი ჩემს მიზნებზე. ჩემი საუბარი ავარიულ მდგომარეობაში მყოფი თვითმფრინავის მიწაზე დაშვების პროცესს წააგავდა. როდესაც წარმოსახვის უნარმა მიმტყუნა და გავჩუმდი, კაცს გაეღიმა და მითხრა: “თქვენ არანაირი გეგმა არ გაქვთ. ასეა?”  “ეჰ, დიახ, დიახ” – ხმადაბლა ვთქი მე და მწარედ დავფიქრდი.

შემდეგ კაცმა მითხრა სიტყვები,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. “ჯონ, ზრდა ავტომატური პროცესი არ არის. თუ გსურთ იზრდებოდეთ, ინტენსიურად უნდა აკეთებდეთ ამას”. იმ საღამოს,როდესაც სახლში მივედი ჩემს მეუღლეს მარგარეტს ვუთხარი: “არ ვიცი რა არის ზრდის გეგმა, მაგრამ დღეს მის შესახებ ერთი ადამიანი მესაუბრა და მეც მსურს მქონდეს საკუთარი.” ამ დღის შემდეგ დაიწყო რადიკალური ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში. 70 –იანი წლებიდან დღემდე, ყოველთვის მაქვს ზრდის ყოველწლიური გეგმა.

ერთადერთი გზა,რომ თქვენ და მე შევინარჩუნოთ პოზიციები ცხოვრებაში და არ ჩამოვრჩეთ, ისაა რომ ყოველდღიურად ვისწავლოთ და განვითარდეთ. წარმატებულ ადამიანებს მუდამ სწყურიათ ცოდნა და უამრავ კითხვას სვამენ. მათ იციან საკუთარი დანიშნულება და ცდილობენ არ ჩამორჩნენ საკუთარ პოტენციალს. მათ სარგებელი მოაქვთ სხვებისთვის და მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ცხოვრობენ. ისინი მდინარეები არიან და არა რეზერვუარები. მათ იციან რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – შექმნან ამ სამყაროში რაიმე ახალი და ღირებული…

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.