ჯონ მაქსველი – ლიდერობის 5 დონე

0

დონე პირველი- პოზიციური ლიდერობა

პოზიციური ლიდერობა გულისხმობს, რომ დაქვემდებარებულები თქვენ გემორჩილებიან, რადგან მათი უფროსი ხართ პოზიციურად და სხვა გზა არ აქვთ, თუმცა როდესაც უფროსის პოზიციას დაიკავებთ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ლიდერი გახდით. პოზიცია არ გაქცევთ ლიდერად. უამრავი ადამიანი ფლობს პოზიციას, მაგრამ ლიდერი არ არის. გეტყვით რა უარყოფითი მხარეები აქვს პოზიციურ ლიდერობას. როცა უფროსი ხართ თქვენ გექვემდებარებათ ხალხი, რომლებმაც გარკვეული საქმე უნდა შესარულონ, ჩადონ ამ საქმეში თავიანთი ენერგია, დრო და ძალისხმევა. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები გემორჩილებიან იმიტომ, რომ ვალდებულები არიან სამსახურეობრივი პოზიციიდან გამომდინარე,  მაშინ ისინი ამ საქმეში ჩადებენ ძალიან მცირე ენერგიას, მონდომებასა და ძალისხმევას. ადამიანებს შინაგანად არ მოსწონთ იყვნენ ვინმეს მიმდევრები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოვალენი არიან. როდესაც მსგავსი სახით მართულ კომპანიებში მიხვალთ შემჩნევთ, რომ თუ სამსახური მთავრდება 5 სთ-ზე, ხუთის ნახევარზე უკვე ყველა აწესრიგებს საკუთარ სამუშაო მაგიდას, 5 რომ თხუთმეტი აკლია უკვე ერთმანეთს ემშვიდობებან, 5 საათზე უკვე ვეღარავის ნახავთ. გაგიკვირდებათ კიდეც ასე სწრაფად როგორ წავიდნენ. ამ დონეზე მმართველობის შემთხვევაში მთავარი სიტყვა არის უფლება, ანუ თქვენ გაქვთ გარკვეული უფლება სხვა თანამშრომლებზე. ასეთი მმართველები სულ ეკითხებიან საკუთარ თავს რატომ ვერ ვიღებ თანამშრომლებისგან მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს? პასუხია ის, რომ თქვენ გაქვთ მხოლოდ ტიტული, პოზიცია და მხოლოდ ამიტომ მოგყვებიან და გემორჩილებიან. კარგი ამბავი ისაა, რომ შეგიძლიათ გადახვიდეთ ლიდერობის მეორე დონეზე.

მეორე დონე – ნებით მიმდევრობა 

აქ მთავარი სიტყვა ურთიერთობაა. ამ დონეზე ადამიანები მოგყვებიან, იმიტომ რომ მათ სურთ ეს, რადგანაც მათ მოსწონხართ და თქვენც ასევე მოგწონთ ისინი, ამიტომაც ასეთ დონეზე ისინი მოგყვებიან არა მხოლოდ, იმიტომ რომ თქვენ მათი სუპერვაიზერი ხართ პოზიციურად, არამედ თქვენ ხართ უფროსი, რომელიც თანამშრომლებს მოსწონთ.

ურთიერთობა ადამიანებს შორის ეს არის რაზეც ნამდვილი ლიდერობა ეფუძნება, რადგან ლიდერობა გავლენის მოხდენაა. ვერ მოახდენთ გავლენას მათზე ვისთანაც ანტაგონისტური დამოკიდებულება გაქვთ. ამ დონეზე მყოფ ლიდერს განვითარებული აქვს ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების კარგი უნარი. ჩამოგითვლით 3 რამეს, რასაც ასეთი ლიდერები ძალიან კარგად აკეთებენ: პირველი- ყოველთვის უსმენენ კარგად, მეორე მუდმივად აკვირდებიან თანამშრომლებს, ყოველთვის იციან სად არიან და რას აკეთებენ. მესამე ისინი მუდმივად სწავლობენ. ამ პროცესში მათ უვითარდებათ უნარი, თუ როგორ მოემსახურონ სხვებს, თუმცა ნამდვილი ლიდერობა ამ ყველაფერზე მაღლა დგომას გულისმობს, ამიტომ გადავიდეთ მესამე დონეზე.

მესამე დონე – პროდუქტიულობის დონე

აქ მთავარი სიტყვაა შედეგი. თვისებები, რაც ამ დონის ლიდერს გააჩნია არის შემდეგი: პირველი- არიან მაგალითები სხვა თანამშრომლებსთვის, აძლევენ მაგალითს, თუ როგორ იყვნენ ეფექტურები და პროდუქტიულები. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოტივატორი ფაქტორი არის ის, რომ ხალხი აკეთებს იმას, რასაც სხვა აკეთებს. გარდა ამისა ლიდერობის 21-ე მაგნიტიზმის კანონის მიხედვით, ლიდერი თავის ირგვლივ იზიდავს ისეთებს, როგორიც თვითონ არის. ლიდერობის მესამე დონე გულისხმობს რომ თანამშრომლები გბაძავენ თქვენ. თუ თქვენ პროდუქტიული ხართ, ისინიც პროდუქტიულები არიან. ზოგჯერ როცა, მმართველები არჩევენ კადრებს ჩამოწერენ კრიტერიუმებს, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, მე ვეკითხები მათ: თქვენ თვითონ თუ გაგაჩნიათ ეს თვისებები?

მესამე დონეზე ლიდერობა გულისხმობს, რომ ირგვლივ იზიდავთ ისეთ ხალს როგორიც ხართ. წარმატების მიზეზი ამ ლიდერობის დონეზე  არის ის, რომ როდესაც იზრდებით თქვენ ხდებით უფრო პროდუქტიული, გიჩნდებათ ბევრი ხელსაყრელი მომენტი, რაც ლიდერის ყველაზე დიდი მეგობარია. მომენტი თავისით ჭრის პრობლემების 80 % და ეს ხდება ლიდერობის მესამე დონეზე.

მეოთხე დონე – თანამშრომელთა განვითარება

ეს არის ლიდერობა, როცა აცნობიერებთ, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც გაქვთ ორგანიზაციაში ეს არის თანამშრომლები. როგორ შეიძლება გაზარდოთ ორგანიზაცია თუ არ გაზრდით მათ? თუმცა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გქონდეთ კადრების შერჩევის სწორი მექანიზმი, რომ სწორ პიროვნებას გაუღოთ კარი და შემდეგ ჩადოთ ინვესტიცია მის განვითარებაში. როცა სწორ პიროვნებას შეარჩევთ, შემდეგ მას სწორი ადგილი უნდა შეურჩიოთ, იმიტომ რომ ადამიანები ყოველთვის აკეთებენ იმ საქმეს საუკეთესოდ, სადაც თავს კარგად გრძნობენ. წარმატებულ ადამიანებს, შეუძლიათ იპოვონ საქმე, რაც მათ კარგად გამოსდით, წარმატებული ლიდერებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ თუ რა საქმეში არიან სხვები კარგები და აძლევენ მათ შესაბამის პოზიციას. ლიდერობის მეოთხე დონეზე ლიდერი არჩევს კარგად, ურჩევს კარგ პოზიციას, და აღჭურვავს კარგად. რას გულისხმობს კარგად აღჭურვა და კადრის განვითარება? მე პირადად ვიყენებ მარტივ მეთოდს: რაც ხუთი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი: არ შეიძლება ასწავლო, თუ თქვენ თვითონ არ აკეთებთ ამას. ჩვენ შეგვიძლია სწავლისას გადავცეთ ცოდნა რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვქმნით ისეთებს, როგორებიც ვართ, პირველი ეტაპია: მე ვაკეთებ- ანუ მეც შემიძლია იმის კეთება, რასაც თქვენ დაგავალებთ. მეორე ეტაპი- მე ვაკეთებ ამას და თქვენ ხართ ჩემს გვერდით, ამიტომ შეგიძლიათ დამაკვირდეთ, დამისვათ კითხვები, დარწმუნდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ შედეგიანია. მესამე ეტაპი- თქვენ აკეთებთ, მეც აქ ვარ, გაკვირდებით და გეხმარებით, რომ უკეთესი გახდეთ. მეოთხე ეტაპი- თქვენ აკეთებთ დამოუკიდებლად. ბევრი მენეჯერი ფიქრობს, რომ აქ ჩერდება კადრების განვითარება, მაგრამ არის მეხუთე ეტაპიც, რასაც მე პირადად აქტიურად ვიყენებ. ეს გულისხმობს, თქვენ  აკეთებთ და ახლა თქვენც ხართ სხვისი მენტორი. ეს არის ლიდერობის მეოთხე დონე. გადავიდეთ ლიდერობის მეხუთე დონეზე.

ლიდერობის მეხუთე დონე- ეს არის უმაღლესი დონე აქ მთავარი სიტყვა პატივისცემაა.

ეს გულისხმობს, რომ თქვენ  როგორც ლიდერმა გააკეთეთ იმდენი, ისე კარგად და ისე ხანგრძლივი დროის მანძილზე, რომ თანამშრომლები უკვე ბრმად მოგყვებიან. იმიტომ რომ აფასებენ ვინც ხართ, აფასებენ თქვენი ნაკეთები საქმის ხარისხს. რა თქმა უნდა, ამ დონემდე მიღწევა დიდ დროს ითხოვს.

ალბათ, დაუსვამთ თქვენს თავს კითხვას, იმის გასაგებად, თუ რომელ დონეზე ხართ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სხადასხვა თანამშრომელთან სხვადასხვა დონეზე ხართ, ეს ყოველთვის ასეა. თუ აიღებთ თანამშრომლების სიას და სწორედ განსაზღვრავთ, რომელ თანამშრომელთან რა დონეზე ხართ, თქვენ გეცოდინებათ როგორ მართოთ ისინი უკეთ.

ლიდერობა ყოველთვის იყო, არის და იქნება გავლენის მოხდენა. თქვენ გაქვთ ძალა, გაზარდოთ გავლენა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

არასამთავრობო ორგანიზაცია სასკოლო კვლევების ცენტრი დაფუძნდა 2012 წლის 1 ნოემბერს. ორგანიზაციის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს ზოგადი განათლების სფეროში არსებული პრობლემები და დასახოს მათი გადაწყვეტის გონივრული გზები.

Leave A Reply