ჯიმ რონი – შეიყვარეთ შესაძლებლობა

0

ზოგი ამბობს: უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, თუმცა ეს არაა აუცილებელი. ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შეიყვაროთ შესაძლებლობა.

შესაძლებლობა ააშენოთ ცხოვრება, მომავალი, ჯანმრთელობა, წარმატება და ბედი. სხვის კარზე დაკაკუნება შეიძლება არ არის ის რაც გიყვართ, მაგრამ თქვენ გიყვართ შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება ამ კარის უკან იყოს.

მაგალითად, ადამიანი გეუბნებათ : “ მე თხრილებს ვაკეთებ.“ თქვენ უნდა შეიყვაროთ თხრილების კეთება? პასუხი, რა თქმა უნდა, არაა. თქვენ არ უნდა შეიყვაროთ თხრილების კეთება, მაგრამ თუ ეს თქვენი პირველი აღმასვლაა წარმატების კიბეზე, თქვით: „მოხარული ვარ, რომ ვიღაცამ თხრილების კეთების შესაძლებლობა მომცა და მე ვეცდები საქმე კარგად შევასრულო, თუმცა არ ვაპირებ აქ დიდი ხნით დარჩენას.“

თქვენ შეიძლება შთაგანებული იყოთ რაღაცის პოვნით: მიუხედავათ იმისა, რომ დასაწყისში შეცდომებს უშვებთ, ან მიუხედავად იმისა, რომ ახალი დისციპლინის შესწავლა არასასიამოვნოა.

თქვენ არ უნდა შეიყვაროთ ეს, უბრალოდ უნდა ისწავლოთ, რათა დააფასოთ შესაძლებლობები და პიროვნება, რომელიც გეუბნებათ,რომ მოხარულია თქვენი პოვნით.

დააფასეთ ადამიანი, რომელსაც მანამ სჯეროდა თქვენი, სანამ თქვენ ირწმუნებდით საკუთარ თავს. დააფასეთ ადამიანი, რომელიც გეუბნებათ:“მისმინე, თუ მე შემიძლია ამის გაკეთება, ესეიგი შენც შეგიძლია გააკეთო.“

თუ თქვენ მიიღებთ დისციპლინებს, რომლებიც უკავშირდება ახალ შესაძლებლობებს, მალევე აღმოაჩენთ, რომ თქვენმა თავდაჯერებულობამ ზრდა დაიწყო. თქვენ სკეპტიკოსის მაგივრად მორწმუნე გახდებით. და მალე მიხვდებით, რომ ადამიანთან საუბარი საუკეთესო შესაძლებლობაა მსოფლიოში.

ვინ შეიძლება გახდეს ყოველი ადამიანი, რომელსაც ხვდებით? შეუზღუდავია! იქნებ საუკეთესო მეგობარი, ან მტერი, ან კოლეგა წლების მანძილზე. ეს დროის დიდი მასალაა. ხანდახან, როდესაც ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ, ყოველთვის ნათლად ვერ აღვიქვამთ თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ის.

ასე რომ, სანამ დათმობას ან მორალურად დაცემას დააპირებთ, გახსოვდეთ რომ „წარმატების გზის“ გავლა დაფუძნებულია გრძელვადიან ვალდებულებებზე, რწმენაზე, დისციპლინაზე, პერსპექტივაზე და რამდენიმე ბასრ ქვაზე. თქვენ შეიძლება თავიდან არ მოგეწონოთ ქვები, თუმცა ეს ის ქვები იქნება, რომლებიც მომავალში დიდ შესაძლებლობებს მოგცემთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply