ჯიმ რონი: უბრალო მიზეზები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან

0

სანამ ჩემს მენტორს შევხვდებოდი, ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა. ერთ დღესაც სახლში ვისვენებდი, მოულოდნელად კარზე გაუბედავი კაკუნი მომესმა. კარი გავაღე და დაახლოებით 10 წლის გოგონა დამხვდა, რომელიც სკაუტების ორცხობილას ჰყიდდა. ერთ შეკვრა ორცხობილას 2 დოლარად აფასებდა და მეც, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი შემეძინა, ან როგორ უნდა მეთქვა მისთვის უარი, როცა ასეთი გაბადრული ღიმილით და ზრდილობიანად მთხოვდა ბავშვი. არ მინდოდა მისი შემოთავაზება უპასუხოდ დამეტოვებინა, თუმცა… 2 დოლარი არ მქონდა. ამ დროს ვიყავი მამა, კოლეჯი დამთავრებული მქონდა და ვმუშაობდი, მიუხედავად ამისა, 2 დოლარი არ მქონდა.

პატარა, დიდ ყავისფერთვალება გოგონასთვის ამის თქმა არ შემეძლო. ვიცრუე. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ სკაუტური ორცხობილა უკვე ვიყიდე და სახლში კვლავ დიდი რაოდენობით მქონდა. მადლობა გადამიხადა და გაბრუნდა. მხოლოდ ამ გზით შევძელი თავის არიდება. გამომივიდა კიდეც. დიდხანს ვუყურებდი. საბოლოოდ კარი დავხურე და მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. მოვატყუე. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უფულობის მიზეზით მსგავს მდგომარეობაში აღარასოდეს აღმოვჩნდებოდი.

აი ეს გახლავთ ის უბრალო მიზეზი, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ. ამ ფაქტმა ჩემს ცხოვრებაზე გავლენა ნამდვილად მოახდინა.

ჩემი სკაუტური ორცხობილების ისტორიას კარგი დასასრული ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ ბანკთან 2 პატარა გოგონა დავინახე. ტკბილეულს ჰყიდნენ. ერთ-ერთი მომიახლოვდა და მკითხა, ტკბილეული ხომ არ მინდოდა. ბედის ირონიით, შეფუთვა კვლავაც 2 დოლარად იყიდებოდა. ვუთხარი, რომ დარჩენილ 4 ყუთს მე წავიღებდი. 8 დოლარი მივეცი, ყუთები ხელში ავიღე და გამოვბრუნდი. ერთ-ერთმა გოგონამ შემაჩერა, შემომხედა და მითხრა: ,,ბატონო, თქვენი მადლიერი ვართ’’! წარმოიდგინეთ, მხოლოდ 8 დოლარი დავხარჯე და რამხელა მადლიერება ვიგრძენი. ახლა კი იცით რატომ მაქვს თან ყოველთვის ფული? იმიტომ, რომ არ მინდა მსგავსი მომენტები გამოვტოვო.

თქვენ რა სახის მოტივაციას ელოდებით იმისთვის, რომ რამე შეცვალოთ? მეტი ყურადღებით იყავით, ის ახლოსაა და თანაც ისეთ დეტალებში, შეიძლება გამოგრჩეთ კიდეც.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply