ჯიმ რონი სხვებისთვის ცოდნის გაზიარების შესახებ

0

თუ გსურს, შენი ცხოვრება უფრო ღირებული და უნიკალური გახადო, ცოდნის გაზიარება უნდა ისწავლო. ამას ნამდვილად გასაოცარი ძალა აქვს.

როდესაც იდეას 10 ადამიანს უზიარებ, მათ ერთხელ ესმით, ხოლო შენ 10-ჯერ ისმენ. სამომავლოდ კი უკეთ მომზადებული ხარ. გაუზიარე იდეები ოჯახის წევრებს, გარშემომყოფებს, კოლეგებს. შესაძლოა შენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით სხვებს შესაძლებლობების ის კარი გაუღო, რომელიც აქამდე არასდროს ენახათ. იცვლებიან არა მხოლოდ ისინი, არამედ შენც. ჩვენ ყველა ვისწრაფით ახალი ცხოვრებისკენ, ახალი ხვალინდელი დღის, თვისა და წლისკენ.

ერთ დღეს ერთი მუხლუხო ამბობს, ,, ვფიქრობ, რომ ჩემი მისია მეტია ვიდრე მიწაზე ცოცვა’’. ასე რომ მუხლუხო ცოცდება ხეზე და აბრეშუმის ჭიის პარკსაც ართავს. მისი შინაგანი ხმა ამბობს: ,, მე ვარ მეტი, ვიდრე უბრალოდ მუხლუხო’’.

მეც მსგავს მეტამორფოზაზე გესაუბრები. საჭიროა შეიძინო ახალი უნარები, ახალი ცოდნა. ეს მოხდება მაშინ, თუკი გაახმოვანებ, შენს გრძნობებს სხვა ადამიანებსაც გაუზიარებ. შესაძლოა თავიდან ძალიან უხერხულადაც გეჩვენოთ, მაგრამ მაინც ნუ დააყოვნებ. გაზიარება ხომ შესაძლებლობების ახალ კარს ხსნის.

წყლით სავსე ჭიქა ჩაიტევს უფრო მეტს? პასუხია -დიახ. დიახ, თუკი ცოტას გადმოასხამ. თუკი მეტი გსურს, მეტი უნდა გადმოასხა, სულ უნდა გადმოასხა, რაც გაქვს და მას შემდეგ მეტის მიღების შესაძლებლობა გეძლევა.

რაც მეტს გასცემ, მეტს იღებ. როდესაც ბედნიერებას ვეღარ იტევ და გარეთ გადმოდის, სწორედ მაშინ გაქვს კვლავ ბედნიერების შესაძლებლობა. შენს ბედნიერებას სხვებს უზიარებ და თავადაც ბედნიერდები.

აი ასეა, მარტივად:

შენი იდეების, აზრების გაზიარებით შენ უფრო იზრდები.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply