ჯიმ რონი: როგორ იწყება ცვლილების პროცესი

0

როგორც წესი, ცვლილება ორ შემთხვევაში იწყება. პირველი მიზეზი შესაძლოა, სასოწარკვეთა გახდეს. ზოგჯერ, გარემო ფაქტორები შეიძლება იმდენად უკონტროლო გახდეს, რომ პასუხების ძიებაც კი შევწყვიტოთ იმის ფიქრით, რომ ცხოვრება მხოლოდ ამოუხსნელი და პასუხგაუცემელი კითხვებითაა სავსე. თუმცა, სწორედაც რომ ეს სასოწარკვეთა გვიბიძგებს გამოსავალის ძიებისკენ. სასოწარკვეთა საბოლოო და გარდაუვალი შედეგია თვეებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი უგულებელყოფისა, რომლესაც მივყავართ გადაუდებელ საჭიროებამდე – ვუპასუხოთ ცხოვრებაში დაგროვილ გამოწვევებს.

მეორე მიზეზი, რომელსაც ცვლილებამდე მივყავართ, შთაგონებაა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება საკმარისი შთაგონება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

შთაგონება ნებისმიერ დროს შეიძლება გვეწვიოს და მისი წყაროც – სხვადასხვა იყოს, მაგალითად, – შთამაგონებელი წიგნი, სიმღერა, სიტყვით გამოსვლა. სირთულეების მიუხედავად, წარმატებული ადამიანის ისტორიამაც შეიძლება იგივე განცდა გამოიწვიოს. რომელი წყაროდანაც არ უნდა მომდინარეობდეს, შთაგონება ბადებს იმედს, ამბიციასა და გამბედაობას. ის ერთგვარი წამიერი ჩურჩულივითაა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს. შევიგრძნობთ რა ძლიერი სურვილის ნაპერწკალს, გვჯერა მომავალი წარმატებისა და ბედნიერების. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ან აქტიურები ვართ და ვმოქმედებთ ან არაფერს ვაკეთებთ და ბოლოს, ის სითბო და იმედი, რომელიც ჩვენშია, გადის და თან მიაქვს საკუთარი თავის შესაძლებლობების რწმენა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply