ჯეკ ტრაისის უკანასკნელი წერილი საკუთარ თავს

0

ჯეკ ტრაისი პირველი შავკანიანი ფეხბურთელი (ამერიკული ფეხბურთი) იყო, რომელიც აიოვას სახელმწიფო კოლეჯის სახელით გამოდიოდა. ტრაისი კოლეჯის მეცხოველეობის ფაკულტეტზე სწავლობდა, შთაგონებული იმ მიზნით, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ სამხრეთში წასულიყო და საკუთარი ცოდნით შავკანიან ფერმერებს დახმარებოდა. მისი ცოლიც, კორა მაე, სტუდენტი იყო და საოჯახო ეკონომიკის მეცნიერებას ეუფლებოდა.

1923 წლის, 6 ოქტომბერს აიოვას უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდი მინესოტის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა, ჯეკ ტრაისი საკუთარი უნივერსიტეტის ღირსებას იცავდა. კანის ფერის გამო, ტრაისი იმ სასტუმროში არ დატოვეს, რომელშიაც მისი გუნდის წევრები ისვენებდნენ. თამაშის დროს მას ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა მიუხედავად ტკივილისა მაინც განაგრძობდა თამაშს, ვიდრე თამაშის მესამე მეოთხედში არ წაიქცა და სამმა მინესოტელმა ფეხბურთელმა არ გათელა. ტრაისი თამაშს მოარიდეს და მინეაპოლისის საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა მისი მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიიჩნიეს და ტრაისი თავის თანაგუნდელებთან ერთად მატარებლით შინ დაბრუნდა. 2 დღის შემდეგ, ფილტვებში სისხლჩაქცევისა და სისხლდენის გამო გარდაიცვალა. მის დაკრძალვამდე, ტრაისის ჯიბეში იპოვნეს წერილი, რომელიც მარტო მყოფმა ჯეკ ტრაისმა თამაშის წინა ღამეს დაწერა (როცა სხვა სასტუმროში ათევდა ღამეს);

ჯეკ ტრაისის ძეგლი

„ჩემი ფიქრები ჩემს პირველ ნამდვილ თამაშამდე ასეთია: ჩემი მოდგმის, ოჯახისა და პირადი ღირსება სასწორზეა. ჩემგან ყველა დიდი საქმეების კეთებას ელის. ასეც მოვიქცევი. ჩემი მთელი სხეული და სული მოედნისკენ არის მიმართული. ყოველთვის როცა ბურთს ჩააწოდებენ, იმაზე მეტს გავაკეთებ, ვიდრე შემიძლია. უნდა გავარღვიო ოპონენტთა ხაზი და თამაში მათ ტერიტორიაზე შევწყვიტო. თვალი ადევნე ჩაჭრებს, უკან დახევას და მოძრაობას. „ფეხის წვერებზე დადექი“, თუკი კარგის გაკეთება გწყურია. ჯეკი“

 

ჯეკ ტრაისის დაკრძალვა კოლეჯის ცენტრალურ საცხოვრებელთან გაიმართა, რომელსაც 4 000–მდე სტუდენტი და ფაკულტეტის წევრი ესწრებოდა. მისი სიკვდილის გამო, 1989 წლიდან 1997 წლამდე აიოვას უნივერსიტეტი უარს ამბობდა მინესოტას წინააღმდეგ თამაშზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ძალისხმევის წყალობით უნივერსიტეტის სტადიონს სახელი გადაარქვეს და ჯეკ ტრაისის სახელი დაარქვეს. დაიდგა ბრინჯაოს ქანდაკება (სურათზე გამოსახული), რომლითაც ნაჩვენებია, თუ როგორ უკითხავს ჯეკ ტრაისი უკანასკნელ წერილს საკუთარ თავს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply