ჯარისკაცის უკანასკნელი სიტყვები ანუ ისტორია ნამდვილ მეგობრობაზე

0

პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცს თავზარი დაეცა, როდესაც ბრძოლის ველზე დაცემული მეგობარი დაინახა. უწყვეტი სროლის ხმა ისმოდა. ჯარისკაცმა ოფიცერს სთხოვა გაეშვა, რათა სანგრებს შორის დაცემული მეგობარი მოეყვანა.

,,შეგიძლია, წახვიდე,’’ – უთხრა ოფიცერმა, ,,მაგრამ, ვფიქრობ, არ ღირს. მგონი, შენი მეგობარი უკვე მკვდარია და აღარ ღირს ამაზე ფიქრი.’’ ჯარისკაცმა ოფიცრის რჩევა არ გაითვალისწინა და მაინც წავიდა. სასწაულებრივად მოახერხა მიეღწია მეგობრამდე, ასწია მხრებით და თავიანთ სანგართან მიიყვანა. გზად ჯარისკაციც მძიმედ დაიჭრა.  ოფიცერმა შეამოწმა დაჭრილი ჯარისკაცი, შემდეგ თბილად მიუგო:

,,ხომ გითხარი, არ ღირს მეთქი, შენი მეგობარი გარდაცვლილია და შენც დაჭრილი ხარ .’’

,,ღირდა, მიუხედავად ყველაფრისა, სერ,’’ – თქვა ჯარისკაცმა.

,,რას გულისხმობ? შენი მეგობარი მკვდარია.’’

,,დიახ, სერ!’’ ,,ღირდა, იმიტომ, რომ როდესაც მივედი, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კმაყოფილი ვარ მისი უკანასკნელი სიტყვებით- ’’ ჯიმ… ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.’’

ცხოვრებაში ხშირად დგება წამები, როცა გადაწვეტილების მიღება რთულია. მოიკრიბე ძალა და გააკეთე ის, რასაც გული გეუბნება. ნამდვილი მეგობარია ის, ვინც შენთანაა მაშინაც კი, როდესაც ამ სამყაროში მარტო ხარ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply