ხიდების მშენებელი დურგლის ისტორია

0

ერთხელ მომიჯნავე ფერმებზე მცხოვრებ ძმებს შელაპარაკება მოუვიდათ. ორმოცწლიანი ძმობის, მეზობლობისა და თანამშრომლობის მანძილზე ეს იყო პირველი სერიოზული განხეთქილება მათ შორის. უმნიშვნელო გაუგებრობა სერიოზულ კამათში გადაიზარდა, ძმებმა ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მიმართეს და ურთიერთობა გაწყვიტეს.

ერთ დღეს ჯონის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. უცნობი დურგალი აღმოჩნდა. მან ჯონს აუხსნა, რომ ის რამდენიმედღიან სამუშაოს ეძებდა და ჰკითხა, ხომ არ შეეძლო, რამეში დახმარებოდა.

დიახ, მე მაქვს თქვენთვის სამუშაო, – უპასუხა ჯონმა. ხედავთ ნაკადულის გადაღმა ფერმას? იქ ჩემი მეზობელი, უფრო სწორად, ჩემი ძმა ცხოვრობს. წინა კვირას ჩვენ შორის მდელო იყო, თუმცა მან თავისი ბულდოზერი მდინარის ჯებირისკენ გაიყვანა და ახლა აი ეს ნაკადულია ჩვენ შორის. შესაძლოა, მან ეს ჩემს გასამწარებლად გააკეთა, თუმცა მე უარესს ვუზამ. ხედავთ იმ ფიცრებს, ფარდულთან რომ შრება? მინდა, რვა ფუტი სიმაღლის ღობე ამიშენოთ, რომ მისი ფერმა აღარ გამოჩნდეს.

ვფიქრობ, მესმის რაშიც არის საქმე, – თქვა დურგალმა. მომეცით ლურსმნები, ბურღი და გავაკეთებ თქვენთვის საჭირო საქმეს.

უფროს ძმა ქალაქში წავიდა, იყიდა მასალა, დაუტოვა დურგალს, თვითონ კი თავის საქმეზე წავიდა. მთელი დღის განმავლობაში დურგალი გულმოდგინედ მუშაობდა: ზომავდა, ხერხავდა, ლურსმნებს აჭედებდა.

მზის ჩასვლისას ჯონი სახლში დაბრუნდა. დურგალსაც ახლახან დაემთავრებინა მუშაობა. ფერმერს თვალები გაუფართოვდა და ყბა ჩამოუვარდა. არანაირი ღობე არ იყო. მის ნაცვლად დურგალს ხიდი გაედო ნაკადულზე. შვენიერია: მოაჯირები, … და ყველაფერი, – თქვა ხიდზე მომავალმა ხელგაწვდილმა უმცროსმა ძმამ. ძალიან კარგი კაცი ხარ, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც გითხარი და გავაკეთე, ეს ხიდი ააშენე.

ძმები ხიდის შუაში შეეგებნენ ერთმანეთს და ხელი ჩამოართვეს. მათ დაინახეს, რომ დურგალმა თავისი ხელსაწყოების ყუთი მხარზე გადაიკიდა და წასვლას აპირებდა. მოიცადე, – უთხრა უფროსმა ძმამ, დარჩი რამდენიმე დღე, მე შენთვის კიდევ ბევრი სხვა სამუშაო მაქვს. მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ დავრჩები, – უპასუხა დურგალმა, – კიდევ ბევრი ასეთი ხიდი მაქვს ასაშენებელი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply