ხელმწიფე და სამი ვაჟი

0

ერთ ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა.ძალიან რომ მოხუცდა,დაიბარა სამივე და უთხრა: შვილებო, მე დავუძლურდი,სამეფოს მართვა მიჭირს და ერთ–ერთმა თქვენთაგანმა უნდა შემცვალოს. მე სამივე ერთნაირად მიყვარხართ და ვერ გადამიწყვეტია,რომელი აგირჩიოთ.ამიტომ,ვინც ყველაზე ძვირფას საჩუქარს მომიტანს,ტახტსაც ის ჩაიბარებსო. 

გავიდა ხანი,დადგა სჩუქრების მიღების დრო.
უფსოსმა ვაჟმა მამას ისეთი მარგალიტი აჩუქა,მისი მსგავსი დედამიწის ზურგზე რომ არ მოიპოვებოდა,ისე ბრწყინავდა და ანათებდა იქაურობას,გეგონებოდათ მზე ჩამოსულა ციდანო. 
შუათანამ კალმით ნახატი ბედაური მიჰგვარა მეფეს.ისეთი მარდი,ფლოქვების ცემისგან ნაპერწკლები ცვიოდა დედამიწას. 
უმცროსი თავდახრილი შევიდა მამასთან და დარცხვენით უთხრა :ჩემო ხელმწიფევ და მბრძანებელო.თითქმის მთელი ქონება რაც შენ მომეცი, გლახაკებს და უმწეოებს დავურიგე . მე არაფერი დამრჩა.ეს ერთი პატარა ნივთიღა მაქვს,რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ესეც შენთვის მიჩუქნიაო – უთხრა და პატარა, ხისგან ნატიფად გამოთლილი გული აჩუქა,რომელზედაც ამოტვიფრული იყო წარწერა: “უფალო,შენ დაიფარე ყოველი ბოროტისაგან საყვარელი მამაჩემი და ხელმწიფე ჩვენი”. მეფემ თავი ვეღარ შეიკავა,  ცრემლმორეული უმცროს ვაჟს გადაეხვია და გულში ჩაიკრა. 
შეგონება: სიყვარულზე ძვირფასი საჩუქარი არ არსებობს დედამიწის ზურგზე.

გამომგზავნი: დავით იმერელი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply