ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს – ღია წერილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაწერილი

0

ეს ღია წერილი ამერიკელ კომიკოს ჯორჯ კარლინს ეკუთვნის. “შავი იუმორის” მოყვარულ მსახიობის გულწფელს ნათქვამს საფუძვლად უდიდესი ტრაგედია, ცოლის გარდაცვალება უდევს.
” ჩვენი პარადოქსულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც გვაქვს მაღალი შენობები, და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო გზები, მაგრამ ვიწრო ხედვის არიალი. ვხარჯავთ ბევრს, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ მაგრამ გვაქვს ცოტა, გვიხარია ცოტა. უზარმაზარი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ სიტუაციის არასწორად შეფასების უნარი გვაქვს. გვყავს ბევრი ექსპერტი, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები, საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა. ბევრს სვამთ, ბევრს ვეწევით, მაგრამ ცოტას ვიცინით.

გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიყოთ ბედნიერები. მივაღწიეთ მთვარემდე, მაგრამ ძლივს გადავდივართ გარეთ ახალი მეზობლის გასაცნობად. შევიცანით კოსმოსი, მაგრამ ვერ შევიცანით საკუთარი გული. ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს. ვმართავთ ატომს, მაგრამ ვერ ვმართავთ საკუთარ უარყოფით მხარეებს. ვწერთ მეტს, მაგრამ ვამბობთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვერ ვაღწევთ ყველაზე მნიშვნელოვანს. ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას გვიმსუბუქებს საქმეს, გვიზოგავს დროს, მაგრამ ერთმანეთისთვის მაინც ვერ ვიცლით.

ეს სწრაფი კვების და ცუდი მონელების, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების, ოჯახური შემოსავლის ზრდის და ამის პარალელურად განქორწინებების რიცხვის ზრდის დროა. ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი ურთიერთობების, ჭარბი წონისა და ტაბლეტების დროა, ტაბლეტების რომლებიც აკეთებენ ყველაფერს: აგვაღზნებენ, გვამშვიდებენ, გვკურნავენ დაავადებებისგან, მაგრამ მაინც ვერ გვაბედნიერებენ.

დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, ისინი სულ თქვენს გვერდით ვერ იქნებიან. მხურვალედ მიიკარით საყვარელი ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც ფულით ვერ იყიდი. გულითად კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება. ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ ძვირფასი მომენტები, იმიტომ რომ ერთხელაც ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით. იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაიაზროთ ყველაფერი, რასაც გრძნობთ. იმიტომ რომ: ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა დიდი ემორციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ.”

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply