წყვილების ყველაზე გავრცელებული 6 ტიპი

0

1. ფანატი და კუმირი
ასეთ წყვილებში ერთი ადამიანი მეორეს თაყვანს უნდა სცემდეს, როგორც იტყვიან, აფანატებდეს. კუმირს სხვა არაფერი დარჩენია, ის მადლობას უხდის მეწყვილეს სიყვარულისთვის და ბედნიერია, რომ ასე ძალიან „გაუმართლა“. როგორც წესი, ამ ტიპის ურთიერთობებს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათ და ნგრევისკენ არიან მიდრეკილნი. დაშორებისას კი, ძირითადად, ერთსა და იმავეს იმეორებენ: „შენ მე არ მაფასებ, ვნახავ ვინმეს, ვინც უფრო შემიყვარებს“.

2. „კატა-თაგვობანა“
ასეთი წყვილები ძალიან ხშირად ჩხუბობენ და რიგდებიან. ისინი ჩხუბს ხალხმრავლობაშიც არ ერიდებიან. საკმარისია, ვინმემ დაშორება ურჩიოთ, ისინი გაკვირვებული სახით უყურებენ და ეუბნებიან, რომ ეს შეუძლებელია. თითქოს, ჩხუბსა და კამათში წყვილი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ისინი არასდროს იწყენენ და ყველა დღე მათთვის ახალი თავგადასავალია.

3. „აბა, დამეწიე!“
ურთიერთობის ტიპი, სადაც ერთი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, მოიპოვოს მეორეს ყურადღება და სიყვარული. ერთი თვლის, რომ ყველაფერი კარგად არის, მეორეს კი მზრუნველობა აკლია. ზოგჯერ, წყვილი ცვლის როლებს, მზრუნველი ხდება უყურადღებო და პირიქით.

4. „მამა და შვილი“
აქ ვხვდებით დედასა და შვილს ან მამასა და შვილს. ვიღაცას ყოველთვის აღმზრდელის როლი აქვს მორგებული. ასეთ დროს,საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც ბავშვობაში დედის ან მამის მზრუნველობა და სითბო მოაკლდათ.

5. „ბედნიერი წყვილი“
ბედნიერია წყვილი, რომელთაც ყველაფერი საერთო აქვთ, დაწყებული ინტერესებიდან – დამთავრებული ჩაცმის სტილით. ისინი უფრო საუკეთესო მეგობრები არიან, ვიდრე შეყვარებული წყვილი. როგორც წესი, მათ დაშორებებისა და ტკივილის დიდი გამოცდილება აქვთ და ახლა დასვენებასა და განტვირთვას ამჯობინებენ.

6. „მოზრდილთა კავშირი“
მოზრდილთა ურთიერთობა იმით განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისაგან, რომ ისინი გაურბიან კონფლიქტებს და ყველაფერს მოლაპარაკებების გზით წყვეტენ. ურთიერთობებსა და გრძნობებს აფასებენ, ცდილობენ მათ შენარჩუნებასა და განვითარებას. თუმცა, ასეთ ურთიერთობებს ხშირად აკლია სპონტანურობა და ემოციურობა.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply