წუთიერი ტკივილი

1

ცუდად ვარ…საშინლად..კატასტროფულად..ისე, რომ სიკვდილი ყველაზე კარგი გამოსავალი მგონია..ფიქრისგან , თავდამძიმებული, ვეცემი ლოგინზე და ვითიშები…უბრალოდ ვწევარ, თვალები მიხელია, მაგრამ ამ სამყაროს არ ვეკუთვნი..

ტკივილი? – განუსაზღვრელი რაოდენობით…რომლის ატანა უკვე აღარ შეგიძლია…გიმძიმს, თუმცა გამოსავალსაც ვერხედავ..უნდა აიტანო..ატარო, რადგან ის შენი ტკივილია..შენი ტვირთია და სხვა,როგორც გინდა ეცადოს, მისი გაზიარება, რომ შეგიმსუბუქოს არაფერი გამოუვა.. ბოლოს მაინც დაგტოვებს, რადგან დაიღლება.. განა შენით? შენი დეპრესიულობით.. შენი ცუდი ხასიათით, რადგან მასაც გაუფუჭებ განწყობას.. ეს კი მომაბეზრებელია..

სიგიჟე მემართება…გამოსავალს ვეძებ, საკუთარ თავში, და ვერ ვპოულობ..რადგან მიმძიმს…საოცრად..ერთის მხრივ ვიცი არაფერი გამოვა.. ფუჭი იმედებიც არ უნდა მქონდეს..რადგან ის მაინც წავა..და ვერ შევძლებ მის შეჩერებას..ის არ დარჩება..მაინც წავა.. რადგან არ ვარ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი გაჩერდეს. გეგმები შეიცვალოს ჩემს გამო..არა..! ეს არ მოხდება..მინდა ბოლომდე დავრჩე, მასთან, სანამ აქ არის, მაგრამ ვიცი ეს შეცდომაა.. მერე უფრო გამიჭირდება..როცა ისე შორს იქნება თვალსაც კი ვეღარ მოვკრავ.. აქ ჩემს ფიქრებში, ჩემს ტკივილში დავიხრჩობი…გავიგუდები.. მაგრამ განშორებაც მიმძიმს..არ შემიძლია..არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს თავს.. უბრალოდ სურათის დანახვაზეც კი სუნთქვა მეკვრის და ვშტერდები…ისე, თითქოს, გარშემო ყოველივე ქრება და ისიც მხოლოდ მე მიყურებს..

უკვე მენატრება..

გაუსაძლისად…და დავიღალე..

ვიცი, იცის..ყველაფერი ესმის, ჩემი ერთი გამოხედვით…ვგრძნობ, როგორ უკიდებს სიგარეტს, თითქოს ჩემს ტკივილს წვამს, მაგრამ ისიც ვერაფერს ახერხებს…რადგან არ შეუძლია საუბარი.. ვერ დათმობს თავის გეგმებს…მიზნებს..ერთი გოგოს გამო ვერ შეელევა.. კვამლში ეხვევა მისი თვალები, მზერას ვეღარ ვგრძნობ..ის უსასრულობას გასცქერის.. მისი ფიქრები? – არ ვიცი…ვერ ამომიცვნია..რაც უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს მით მეტად მიჭირს განშორება.. ალბათ იმიტომ, რომ რაც დრო გადის გრძნობა უფრო მიმძაფრდება..უფრო მეტს განვიცდი.. მის გარეშე, გატარებული დრო საუკუნოდ მეჩვენება.. ხოლო მასთან კი, დრო, ისე გარბის ვერ ვგრძნობ..ისე მალე ღამდება..და ესეც არ მიყვარს..მძულს..მისი თბილი ხელის გაშვებაც მძულს..და განშორება…

მერე? – მერე უძილო ღამეები..ცრემლით დანამული ბალიში..ბალიში, რომელიც ყველაზე კარგი მესაიდუმლეა..ის არასოდეს გაგცემს, არავისთან..პირიქით, წავა ჩამოიბანს შენს მლაშე წყალს და მხიარული სურნელით დაგიბრუნდება, რათა შენც გაგამხიარულოს, გაგაღიმოს და გაჩვენოს, რომ ახალი ღამე იწყება..როცა რაღაც უნდა შეცვალო, როგორც მან..რომ უნდა ჩამოირეცხო ყოველივე და უბრალოდ გათავისუფლდე.. დაიცალო..

შემდეგ? – ხვდები,რომ ცოცხალი ხარ ისევ… რომ სადღაც, ვიღაცის, ან რაღაცის გამო ღირს სიცოცხლე..თუმცა, პირველ რიგში მხოლოდ საკუთარი თვის გამო..საკუთარი მიზნების, ოცნებების და რა თქმა უნდა სიყვარულის, რომელმაც შესაძლოა ძალიან გატკინა..მაგრამ ასეც ხდება..ნამდვილი გრძნობა ხომ ყოველთვის მტკივნეულია..რომ არ იყოს, ალბათ, არც იქნებოდა ნამდვილი..რეალური..და სხვა თუ არაფერი შენ ხვდები, რომ შეიცვალე..იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე აქამდე იყავი..იმაზე გამოცდილი და ჭკვიანი..და შენ სიყვარული ისწავლე.. შენი სიყვარული გაბედნიერებს, ძალას გმატებს, იმის მიუხედავად, რომ შენ რეალურად სრულებით მარტო ხარ..მაგრამ შენ მყარად დგახარ ფეხზე..და იმის საჭიროებას აღარ განიცდი, ვინმე იდგეს შენს გვერდით..შენ და შენი სიყვარული ხართ შენში ერთად და ეს სრულებით საკმარისად მიგაჩნია..

და ბოლოს? – ახალი ცხოვრება.. ჩვეული და ახალი სახეებით..ისევ იღიმი..ლაღი ხარ, ქარიზმატული..და მშვენიერიც..ყველას ხომ საკუთარი ხიბლი აქვს..არ ჩერდები.. ცოცხალიხარ..მისწრაფებები..მიზნები..ოცნებები.. ეტაპობრივად მიიწევ წინ და ცდილობ შენი ოცნებები რეალობად აქციო, ხელი შეახო და მოიპოვო.. ცხოვრება ხომ მშვენიერია.. უნდა დატკბე, იმით რაც გაქვს და იბრძოლო მისთვის, რაც გსურს.. რადგან მოვა დრო, როდესაც დაბერდები.. სიბერე? – განა რაიმეთი იზღუდები? არა, უბრალოდ ძალა აღარ შეგწევს.. დაიღალე და დასვენება გინდა.. ეს ტკბობის პერიოდია.. როდესაც უნდა იამაყო, იმით, ვინც გყავს გვერდით, რაც შექმენი და გაგაჩნია.. და შეიცნობ ახალგაზრდობის წლებს, რომლებიც კადრებად გადაგეშლება..

..თავდაპირველი ტკივილი გაქრა?

არა..! ტკივილი არ ქრება..უბრალოდ ვცდილობთ ჩავახშოთ მისი ხმა..სადღაც გულის კუთხეში გადავხვეწოთ, რათა ვერ მოგვწვდეს.. ფიქრებში არ შემოგვიჩნდეს და არ გადაგვთელოს.. ის, არასოდეს დაგავიწყდება…ის შენია..შენშია..მარცხნივაა და ყოველი ფეთქვა მის ჩურჩულს გადმოსცემს..არც ძველი კადრები ქრება..ხშირად ამოტივტივდება და გაირბენს შენს თვალწინ, ფილმის კადრებივით..მაგრამ..მისი ლანდი უკვე აღარსად ჩანს.. ვეღარც შენს გვერდით გრძნობ მის სიახლოვეს..ის ძაფიც წყდება, რომელსაც ასე ებღაუჭებოდი და გულში გეხვევა..აბურდული, მაგრამ შენთანაა..

ავტორი: ქეთევან ბოქოლიშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. Pingback: წუთიერი ტკივილი - feel.ge

Leave A Reply